Activi
Activi MED · თავი 22

თანამშრომლები და როლები: რეგისტრატორი, ექიმი, ექთანი, ლაბორანტი, მენეჯერი — უფლებები და პაროლები

თანამშრომლების მართვა Activi MED-ში: ექვსი როლი და რა შეუძლია თითოეულს, ექიმის ანგარიშის მიბმა ექიმის ბარათზე, კლინიკის უფლებები (რეგისტრაცია და ჩაწერა, გადახდების მიღება, ლაბორატორიის შედეგები, სამედიცინო ჩანაწერების ნახვა), წვდომის შეზღუდვა გვერდებზე, ხელფასი, პაროლის შეცვლა და აღდგენა.

თითოეული თანამშრომელი საკუთარი სახელითა და პაროლით შედის — ასე აუდიტის ჟურნალში ჩანს, ვინ ნახა და ვინ შეცვალა პაციენტის ბარათი, ვინ მიიღო ფული და ვინ შეიტანა ანალიზის პასუხი. თანამშრომლებს მართავს მხოლოდ ადმინისტრატორი, გვერდზე „თანამშრომლები“.

თანამშრომლები: ექვსი როლის აღწერა და ანგარიშები — როლი, ჩეკები, სტატუსი
თანამშრომლები: ექვსი როლის აღწერა და ანგარიშები — როლი, ჩეკები, სტატუსი

როლები

როლირა შეუძლიარა არა
ადმინისტრატორიყველაფერი, მათ შორის თანამშრომლები და „პარამეტრები“—
მენეჯერიყველაფერი თანამშრომლებისა და „პარამეტრების“ გარდა: კლინიკის პარამეტრები, სერვისები, დაზღვევა და ინვოისები, ანგარიშები, აუდიტი, სამედიცინო ჩანაწერებითანამშრომლები, პროგრამის პარამეტრები
რეგისტრატორირეგისტრაცია, კალენდარი, „მოვიდა“, ვიზიტის გახსნა, სერვისები და დაზღვევა ვიზიტში, ფულის მიღება, ავანსი, ინვოისი, სალაროს დახურვა, SMS და ონლაინ ჩაწერის მოთხოვნებისამედიცინო ჩანაწერის წერა და ნახვა, გადახდის გაუქმება, ანგარიშები
ექიმითავისი კალენდარი, პაციენტები და ვიზიტები; სამედიცინო ჩანაწერი, დიაგნოზი, სერვისები, ანალიზის დანიშვნა, რეცეპტი, მიმართვა, ფორმები; ალერგიის / სისხლის ჯგუფის / ქრონიკულის შესწორებაფული, რეგისტრაცია, სხვა ექიმის ჩანაწერის შეცვლა, ფასდაკლება
ექთანიყველა ექიმის კალენდარი, ჩაწერა, რეგისტრაცია, სამედიცინო ჩანაწერების ნახვა, ნიმუშის აღება, რეცეპტი და ფორმაფული, სამედიცინო ჩანაწერის შეცვლა
ლაბორანტილაბორატორიის სამუშაო სია, ნიმუში, შედეგები, ცნობარი და ნორმებიპაციენტის ბარათი, კალენდარი, ფული

საწყისი ანგარიშები: admin / 1111, manager / 2222, cashier / 3333 (რეგისტრატორი). სანიმუშო კლინიკაში დამატებულია: ანა მესხი (რეგისტრატორი), ხატია ნოზაძე (ექთანი), სალომე ქავთარაძე (ლაბორანტი) და ექვსი ექიმი.

ახალი თანამშრომელი

  1. „ახალი თანამშრომელი“.
  2. „სახელი, გვარი“, „მომხმარებლის სახელი“ (ლათინურად, მაგ. giorgi), „პაროლი“.
  3. „როლი“: „ადმინისტრატორი“, „მენეჯერი“, „რეგისტრატორი“, „ექიმი“, „ექთანი“, „ლაბორანტი“ — ქვემოთ ჩნდება როლის აღწერა.
  4. ბუღალტერიისთვის: „ხელფასი — ბრუტო თვეში (₾)“ და „საპენსიო სქემის მონაწილე (2% + 2%)“ (ექიმის საკომისიო ამ ხელფასს ემატება — თავი ექიმის თვის გამომუშავება).
  5. „შენახვა“.

ექიმის ანგარიში შექმნის შემდეგ მიაბით ექიმის ბარათს: „კლინიკის პარამეტრები“ → „ექიმები“ → ექიმი → „პროგრამის ანგარიში“ (თავი ექიმები და სამუშაო საათები). მიუბმელი ექიმის ანგარიშით ვიზიტი ვერ შეიქმნება: „თქვენი ანგარიში ექიმის ბარათზე არ არის მიბმული — მიმართეთ ადმინისტრატორს“.

კლინიკის უფლებები

გადამრთველი „ინდივიდუალური უფლებები“ — გამორთულზე თანამშრომელს როლის უფლებები აქვს; ჩართვისას მონიშვნები იცვლება. კლინიკისთვის მნიშვნელოვანი:

უფლებაადმ. / მენ.რეგისტრატორიექთანიექიმილაბორანტი
კლინიკა: პაციენტის რეგისტრაცია და ჩაწერა✓✓✓——
კლინიკა: გადახდების მიღება✓✓———
კლინიკა: ლაბორატორიის შედეგების შეყვანა✓———✓
კლინიკა: სამედიცინო ჩანაწერების ნახვა✓—✓——
ფასდაკლება გაყიდვისას✓✓———
გაყიდვის დაბრუნება (გადახდის გაუქმება)✓————
შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება (ვიზიტის გაუქმება)✓✓———
დღის გახსნა / დახურვა, ნაღდის შემოტანა / გატანა✓✓———
ჩანაწერების წაშლა (პაციენტის წაშლა)✓————
ბუღალტერია: ნახვა, დოკუმენტები, ანგარიშგება, ხელფასები…✓————
ექთნის ანგარიში — ინდივიდუალური უფლებები: „პაციენტის რეგისტრაცია და ჩაწერა“ და „სამედიცინო ჩანაწერების ნახვა“
ექთნის ანგარიში — ინდივიდუალური უფლებები: „პაციენტის რეგისტრაცია და ჩაწერა“ და „სამედიცინო ჩანაწერების ნახვა“

ექიმის კლინიკური წვდომა უფლებით კი არა, კლინიკის პარამეტრით წყდება: „ექიმი — მხოლოდ თავის პაციენტებს“ ან „ექიმები — ყველა ჩანაწერს“ (თავი კლინიკის პარამეტრები). საკუთარ ვიზიტს ექიმი ყოველთვის ხედავს და წერს.

წვდომის შეზღუდვა გვერდებზე

გადამრთველი „წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“ აჩენს ყველა გვერდს; მონიშნეთ მხოლოდ საჭირო („თუ არცერთი არ მონიშნავთ, გამოჩნდება ყველა (როლის მიხედვით)“). შეზღუდვა როლზე მეტს ვერ მისცემს — მხოლოდ ავიწროებს. მაგალითად, რეგისტრატორი, რომელიც მხოლოდ ჩაწერას აკეთებს — „დღეს“, „პაციენტები“, „კალენდარი“.

ანგარიშის გამორთვა და ბლოკი

  • „ანგარიში აქტიურია“-ს გამორთვა თანამშრომელს შესვლას უკრძალავს; მისი ღია სესიები მაშინვე იხურება, ჩანაწერები რჩება. თანამშრომლის წაშლა შეუძლებელია (აუდიტი უნდა დარჩეს). წასულ ექიმს გამორთეთ ანგარიშიც და ექიმის ბარათიც.
  • 5 არასწორი პაროლის შემდეგ ანგარიში 15 წუთით იბლოკება — „ბლოკის მოხსნა“.

ჩემი პროფილი და პაროლი

ზედა ზოლში სახელზე დაჭერა → „ჩემი პროფილი“ → „პაროლის შეცვლა“ („მიმდინარე პაროლი“, „ახალი პაროლი“, „გაიმეორეთ ახალი პაროლი“). „შეცვლის შემდეგ სხვა მოწყობილობებზე სესიები დაიხურება.“ „აქტიური სესიები“ — სად ხართ შესული; „სხვების გათიშვა“.

ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები
ჩემი პროფილი: პაროლის შეცვლა და აქტიური სესიები

დავიწყებული პაროლი: თანამშრომლისას — ადმინისტრატორი „თანამშრომლები“ → ფანქარი → „ახალი პაროლი“. ადმინისტრატორისას — დაუკავშირდით მხარდაჭერას: აღდგენის ხელსაწყო (reset-admin.bat data-cloudmed) მხოლოდ ადმინისტრატორის პაროლს აბრუნებს 1111-ზე, პაციენტები და ვიზიტები არ იცვლება (თავი დახმარება).

რჩევა: ერთ კომპიუტერზე რამდენიმე თანამშრომელი? ყოველმა თავისი სახელით იმუშაოს და ცვლის ბოლოს გავიდეს („გასვლა“). ეკრანის ავტომატური დაბლოკვა პროგრამაში არ არის — ექიმის კაბინეტში კომპიუტერი პაციენტის თვალწინ ღია არ დატოვოთ (Windows: Win + L).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.