Activi

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რას ვაგროვებთ საიტზე

საიტი არ იყენებს სარეკლამო ან მეთვალყურე ქუქი-ფაილებს. როცა ფორმას ავსებთ, ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც თავად ჩაწერეთ (სახელი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, კომპანია, შეტყობინება), და ტექნიკურ ინფორმაციას ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად (IP მისამართი, ბრაუზერი).

რისთვის ვიყენებთ

მხოლოდ თქვენს მოთხოვნაზე პასუხისთვის — დაკავშირება, დემო, ფასის შეთავაზება. მონაცემებს მესამე პირებს არ ვუზიარებთ და არ ვყიდით.

პროგრამების მონაცემები

თქვენი ბიზნესის მონაცემები (გაყიდვები, კლიენტები, საწყობი) ინახება თქვენს კომპიუტერზე. ლიცენზიის შემოწმებისას ჩვენს სერვერზე იგზავნება მხოლოდ ლიცენზიის კოდი და მოწყობილობის იდენტიფიკატორი. ღრუბლოვანი ბექაპი — თუ ჩართავთ — ინახება დაშიფრულად.

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა ან წაშლა: მოგვწერეთ info@activi.ge.