Activi

რესტორანი, კაფე და ბარი — დარბაზიდან სამზარეულომდე

დარბაზები და მაგიდები, შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი და პრინტერები, რეცეპტები და ინგრედიენტების ჩამოწერა — ყველაფერი, რაც ცვლას სჭირდება.

სახელმძღვანელო →

Activi Rest — პროგრამის ეკრანი

ასე გამოიყურება სამუშაო

ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.

Activi Rest — დარბაზის გეგმა
1

დარბაზის გეგმა

მაგიდები იქ, სადაც რეალურად დგას: თავისუფალი, დაკავებული და ჩეკგატანილი — ფერებით, თანხითა და დროით.

Activi Rest — შეკვეთა მაგიდაზე
2

შეკვეთა მაგიდაზე

კერძები ერთი შეხებით, სამზარეულოში გაგზავნა, პირველადი ჩეკი და გადახდა.

Activi Rest — გეგმას თქვენ აწყობთ
3

გეგმას თქვენ აწყობთ

გადაათრიეთ მაგიდები, დაამატეთ ბარი, ფანჯრები, WC, მცენარეები — ოფიციანტი ზუსტად ამას დაინახავს.

ფასები

კომპიუტერების რაოდენობის მიხედვით — პირველი 1 თვე უფასოდ.

Rest Start

1 სალარო — კაფე და მცირე რესტორანი
79₾ / თვე
წლიურად 790 ₾ — 10 თვის ფასად
  • დარბაზის გეგმა და მაგიდები
  • შეკვეთა, პირველადი ჩეკი, გადახდა
  • სამზარეულოს ეკრანი და პრინტერები
  • რეცეპტები და საწყობი
  • RS.ge, ფისკალური, ბარათის ტერმინალი
1 თვე უფასოდ

Rest Enterprise

ქსელი და ფილიალები
დან 199₾ / თვე
წლიურად დან 1990 ₾ — 10 თვის ფასად
  • ყველაფერი Pro-დან
  • შეუზღუდავი სალარო
  • რამდენიმე ობიექტი ერთ ანგარიშში
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა
1 თვე უფასოდ

დამატებითი სალარო +15 ₾ / თვე · დანერგვა და მენიუს შეტანა — შეთანხმებით

რას აკეთებს Activi Rest

დარბაზები და მაგიდები

დარბაზის რუკა, დაკავებული და თავისუფალი მაგიდები ერთი შეხედვით.

შეკვეთები

შეკვეთის მიღება მაგიდაზე, დამატება, გადატანა და ანგარიშის დახურვა.

სამზარეულოს ეკრანი

შეკვეთა პირდაპირ სამზარეულოს ეკრანზე ან პრინტერზე — ცხელი, ცივი, ბარი ცალ-ცალკე.

რეცეპტები

კერძის კალკულაცია: გაყიდვისას ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება.

საწყობი

პროდუქტის შემოსავალი, ნაშთები და თვითღირებულება.

ფისკალური აპარატი და ტერმინალი

ჩეკი და ბარათით გადახდა, როგორც მაღაზიაში.

რესტორნის პროგრამა, რომელიც დარბაზს და სამზარეულოს აკავშირებს

Activi Rest შექმნილია რესტორნისთვის, კაფესთვის და ბარისთვის. ოფიციანტი ხედავს დარბაზის გეგმას ზუსტად ისე, როგორც მაგიდები რეალურად დგას, შეკვეთას იღებს ერთი შეხებით და აგზავნის სამზარეულოს ეკრანზე ან პრინტერზე — ცხელი, ცივი და ბარი ცალ-ცალკე. ანგარიშის დახურვისას იბეჭდება ფისკალური ჩეკი, ბარათით გადახდა კი ბანკის ტერმინალით ხდება.

კერძს რეცეპტი ებმის, ამიტომ ყოველი გაყიდვისას ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება: ხედავთ რეალურ ნაშთს და კერძის თვითღირებულებას. დარბაზის გეგმას თავად აწყობთ — მაგიდები, ბარი, ფანჯრები — და ოფიციანტი ზუსტად ამას დაინახავს. ბუღალტერიასთან ერთად ყველაფერი ერთ ბაზაზე მუშაობს; სასტუმროს თავისი ბარი და რესტორანი Activi Hotel-შივე აქვს.

ვისთვისაა Activi Rest

რესტორანი

რამდენიმე დარბაზი, მაგიდების გეგმა, შეკვეთის გადატანა და სამზარეულოს ეკრანი.

კაფე და ყავის მაღაზია

სწრაფი შეკვეთა, ბარის პრინტერი და ინგრედიენტების ავტომატური ჩამოწერა.

ბარი და ლაუნჯი

შეკვეთები მაგიდაზე, დამატება და ანგარიშის დახურვა — ნაღდით ან ბარათით.

სასტუმროს რესტორანი

სასტუმროს ბარი და რესტორანი Activi Hotel-შივეა — შეკვეთა ნომერზე იწერება.

კითხვები Activi Rest-ზე

შეიძლება სამზარეულოში ცალკე ეკრანი?

დიახ — სამზარეულოს ეკრანი ცალკე კომპიუტერზე ან ტაბლეტზე იხსნება და შეკვეთები ავტომატურად ჩნდება.

ინგრედიენტები თავისით ჩამოიწერება?

დიახ, თუ კერძს რეცეპტი აქვს მიბმული — გაყიდვისას საწყობიდან ჩამოიწერება.

როგორ მუშაობს უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სტატიები: რესტორანი და კაფე

Activi Rest — ყველა სტატია
Activi Rest

კაფის გახსნა — ტექნიკა და პროგრამა, რომელიც პირველივე დღეს დაგჭირდებათ

პრაქტიკული ჩეკლისტი კაფის ან ბარის გახსნისთვის: სალაროს კომპიუტერი, ჩეკის და სამზარეულოს პრინტერი, ფისკალური აპარატი, ბანკის ტერმინალი, მენიუ, რეცეპტები, თანამშრომლები და საწყობი.

Activi Rest

კერძის კალკულაცია და თვითღირებულება — როგორ დავთვალოთ ფუდქოსტი

როგორ შევადგინოთ კერძის ტექნოლოგიური ბარათი, დავთვალოთ თვითღირებულება და ფუდქოსტის პროცენტი, გავითვალისწინოთ დანაკარგები, დავადგინოთ ფასი და თვის ბოლოს შევამოწმოთ საწყობი.

Activi Rest

რესტორნის მართვის პროგრამა — დარბაზიდან სამზარეულომდე

რა სჭირდება რესტორანს, კაფეს და ბარს პროგრამიდან: მაგიდები და შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი, რეცეპტები და ინგრედიენტების ჩამოწერა, ფისკალური ჩეკი და ანგარიშგება.

სცადეთ Activi Rest

დარეგისტრირდით — დაგიყენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.