Activi
Activi Lomb

ლომბარდის პროგრამა: სესხები, გირაო, სალაროები

სესხის პირობები თქვენი წესით — პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა, ვადაგადაცილება. კლიენტები პირადი ნომრით, საწყობი, iPhone ტარების უფლებით, სალაროები და ცვლები.

Activi Lomb — პროგრამის ეკრანი

რას აკეთებს Activi Lomb

სესხის პირობები

პერიოდი დღეებით ან თვით, პროცენტი + ფიქსირებული საკომისიო, „N დღის შემდეგ სრული პერიოდი“, საშეღავათო დღეები და ჯარიმა — კალკულატორით.

სესხის ისტორია

პროცენტის შეტანა, ძირის მოკლება, თანხის დამატება, დახურვა — ყველაფერი ჩანს ერთ ბარათზე, ქვითრით.

კლიენტები

პირადი ნომრით, სახელი და გვარი RS.ge-დან, ყველა სესხი ერთ ადგილას.

iPhone ტარების უფლებით

ტელეფონი კლიენტთანაა — ანგარიში ლომბარდის iCloud-ით; პაროლები დაშიფრულია და მათი ნახვა ჟურნალში იწერება.

საწყობი

გირაო სტატუსით „სესხშია“, დაკავებული ნივთები და მათი გაყიდვა მოგება-ზარალით.

სალაროები და ცვლები

ცვლის გახსნა და დახურვა დათვლით, დანაკლისი და ზედმეტობა, სალაროებს შორის გადატანა.

ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულება და ქვითრები ბეჭდვისთვის.

ბუღალტერია

ყოველი ოპერაცია ავტომატურად ტარდება: სესხები, პროცენტი, ჯარიმა, სალარო.

კითხვები Activi Lomb-ზე

პროცენტის წესს თავად ვაწყობ?

დიახ — „სესხის პირობებში“ წერთ ერთი პერიოდის წესს და ის მეორდება სესხის დახურვამდე; კალკულატორი აჩვენებს, რამდენს გადაიხდის კლიენტი ნებისმიერ დღეს.

კომპიუტერის საათი რომ არასწორი იყოს?

პროგრამა დროს დროის სერვერიდან იღებს, ასე რომ პროცენტი და ჯარიმა სწორ თარიღზე ითვლება.

როგორ მუშაობს 2 უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ორი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi Lomb

მოგვწერეთ — გაჩვენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.