Activi
Activi POS

სალარო და მაღაზიის მართვა ერთ პროგრამაში

გაყიდვა შტრიხკოდით ან სენსორული ეკრანით, საწყობი, მომწოდებლები, RS.ge ზედნადებები, ფისკალური აპარატი და ბარათის ტერმინალი — სწრაფი, ქართული და ინტერნეტის გარეშეც მომუშავე.

Activi POS — პროგრამის ეკრანი

რას აკეთებს Activi POS

სწრაფი სალარო

შტრიხკოდის სკანერი, სენსორული ეკრანი, სწრაფი ღილაკები, ფასდაკლება, შერეული გადახდა, ნისია და დაბრუნება.

საწყობი და ნაშთები

შემოსავალი, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია, მინიმალური ნაშთის გაფრთხილება და თვითღირებულება.

RS.ge

ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მიღება და გაგზავნა პირდაპირ პროგრამიდან, პროდუქციის ავტომატური შემოტანა.

ფისკალური აპარატი და ტერმინალი

ჩეკი ფისკალურ აპარატზე, ბარათით გადახდა ბანკის ტერმინალით (მათ შორის TBC), სლიპი ჩეკზე.

მომწოდებლები და ვალები

ვისგან რა შემოვიდა, ვის რამდენი ვემართებით, გადახდები და ამონაწერი თითოეულზე.

სასწორი და ეტიკეტები

წონითი საქონელი სასწორიდან, შტრიხკოდიანი ეტიკეტების ბეჭდვა.

რამდენიმე სალარო

ერთი ბაზა ქსელში — რამდენი სალაროც გინდა; ინტერნეტი არ არის საჭირო.

ანგარიშგება

დღის დახურვა, გაყიდვები პერიოდით, მოგება, საუკეთესო პროდუქცია, მოლარეების ცვლები.

კითხვები Activi POS-ზე

მუშაობს ინტერნეტის გარეშე?

დიახ. ბაზა თქვენს კომპიუტერზეა, სალარო ინტერნეტის გარეშეც მუშაობს; ინტერნეტი საჭიროა მხოლოდ RS.ge-სთვის და განახლებებისთვის.

რამდენ სალაროს უჭერს მხარს?

ერთი კომპიუტერი ემსახურება ბაზას, დანარჩენები ქსელით უკავშირდებიან — სალაროების რაოდენობა ლიცენზიით განისაზღვრება.

რა აპარატურა მუშაობს?

შტრიხკოდის სკანერი, ჩეკის პრინტერი, ფისკალური აპარატი, ფულის უჯრა, სასწორი და ბანკის ბარათის ტერმინალი.

როგორ მუშაობს 2 უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ორი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi POS

მოგვწერეთ — გაჩვენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.