Activi

გასართობი ცენტრის პროგრამა: სამაჯურები, დრო, ჯგუფები

ბავშვის შემოსვლა ერთ წუთში — სამაჯური, პაკეტი, გადახდა. დარჩენილი დრო ყველას ეკრანზე ჩანს ფერებითა და ხმით, ჯგუფები და კლიენტის ბარათები, კაფე და საწყობი — ერთ პროგრამაში.

Activi გასართობი ცენტრი — პროგრამის ეკრანი

ასე გამოიყურება სამუშაო

ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.

Activi გასართობი ცენტრი — შემოსვლები და ტაიმერები
1

შემოსვლები და ტაიმერები

მარცხნივ ახალი შემოსვლა, მარჯვნივ ყველა ბავშვის დარჩენილი დრო — მწვანე, ყვითელი, წითელი; +1 სთ, პაუზა და გასვლა ერთი შეხებით.

Activi გასართობი ცენტრი — ჯგუფის შესვლა
2

ჯგუფის შესვლა

ერთი მშობელი, რამდენიმე ბავშვი — ფასდაკლება თავისით ჩაჯდება, ყველას თავისი სამაჯური, ერთი ჩეკი.

Activi გასართობი ცენტრი — კლიენტის ბარათები
3

კლიენტის ბარათები

საათების ჩატვირთვა, ნაშთი და ისტორია; გასვლისას ჩამოიჭრება მხოლოდ ნახმარი დრო.

Activi გასართობი ცენტრი — სტატისტიკა
4

სტატისტიკა

ვიზიტები დღეებით, პიკის საათები და შემოსავალი — შესვლა, გაგრძელება, ბარათები.

რას აკეთებს Activi გასართობი ცენტრი

შემოსვლა ერთ წუთში

მშობელი, ბავშვი, ტელეფონი, სამაჯური (ან ავტომატური კოდი), პაკეტი და გადახდა — ნაღდი ან ბარათი.

დარჩენილი დრო ეკრანზე

ყველა ბავშვის ტაიმერი ერთად: მწვანე, ყვითელი დასრულებამდე, წითელი როცა დრო ამოიწურა — ხმოვანი სიგნალით.

დროის დამატება და პაუზა

ერთი შეხებით +1 საათი, საკუთარი ფასით პირველ და მომდევნო გაგრძელებაზე; პაუზა ტაიმერს აჩერებს.

ჯგუფები

მშობელი რამდენიმე ბავშვით — ერთი გადახდა, ავტომატური ჯგუფური ფასდაკლება; გამსვლელ ბავშვს სამაჯურით გამოაკლებთ.

კლიენტის ბარათები

საათების ჩატვირთვა ბარათზე; გასვლისას ჩამოიჭრება მხოლოდ ნახმარი დრო, ისტორიით.

სოციალური აქცია

ფასდაკლება თქვენს მიერ არჩეულ დღეებსა და საათებში — პროგრამა თავად ამოწმებს, მოქმედებს თუ არა.

კაფე და საწყობი

წვენი, ნამცხვარი, პიცა — სალარო, კალკულაცია, ვადები და ნაშთები.

სტატისტიკა და ბუღალტერია

ვიზიტები დღეებით და საათებით, შემოსავალი, ხარჯები და მოგება.

კითხვები Activi გასართობი ცენტრი-ზე

ფასებს და პაკეტებს თავად ვაწყობ?

დიახ — პაკეტები (1 საათი, 2 საათი ან თქვენი), გაგრძელების ფასი, ჯგუფური ფასდაკლება და ბარათის საათის ფასი პარამეტრებშია.

სამაჯურის სკანერი მუშაობს?

დიახ — ნებისმიერი შტრიხკოდის სკანერი: სამაჯური სკანირდება შემოსვლისას და დროის დამატებისას.

როგორ მუშაობს 2 უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ორი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi გასართობი ცენტრი

მოგვწერეთ — გაჩვენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.