Activi

კლინიკის მართვის პროგრამა: კალენდარი, ელ. ბარათი, ლაბორატორია

ექიმების კალენდარი და ონლაინ ჩაწერა, პაციენტის ელექტრონული ბარათი, ვიზიტი ICD-10-ით, ფორმები IV-100/ა და IV-200-ა, ლაბორატორია, რენტგენი და ფაილები, SMS შეხსენებები, დაზღვევა, სალარო და ანგარიშები — ერთ პროგრამაში, მრავალპროფილიანი და ამბულატორიული კლინიკისთვის.

სახელმძღვანელო →

Activi MED — პროგრამის ეკრანი

ასე გამოიყურება სამუშაო

ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.

Activi MED — ექიმების კალენდარი
1

ექიმების კალენდარი

დღე ექიმების სვეტებით: კაბინეტი, სტატუსი და ფერები; სამუშაო საათებს გარეთ — დაშტრიხული. გადაათრიეთ ჩაწერა სხვა დროზე ან ექიმთან.

Activi MED — პაციენტის ელ. ბარათი
2

პაციენტის ელ. ბარათი

ალერგიები, ქრონიკული, სისხლის ჯგუფი და პოლისები გვერდზე; ისტორია ერთ ხაზზე — ვიზიტები, ანალიზები, ფაილები, დოკუმენტები; ფორმები და რეცეპტი ერთი დაჭერით.

Activi MED — ლაბორატორია
3

ლაბორატორია

ანალიზები ვიზიტიდან, შედეგები ნორმებით და აღნიშვნებით — მაღალი, დაბალი, კრიტიკული; შედეგის ფურცელი ბეჭდვით.

Activi MED — ფორმა IV-100/ა
4

ფორმა IV-100/ა

ბარათიდან და ვიზიტიდან ივსება, ICD-10-ით, ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით — A4 ან PDF.

Activi MED — ანგარიშები
5

ანგარიშები

ექიმების დატვირთვა, საათების რუკა, შემოსავალი განყოფილებით და ექიმით, ახალი და მუდმივი პაციენტები.

ფასები

კომპიუტერების რაოდენობის მიხედვით — პირველი 1 თვე უფასოდ.

MED Start

2 კომპიუტერამდე — მცირე კლინიკა და კაბინეტი
129₾ / თვე
წლიურად 1290 ₾ — 10 თვის ფასად
  • ექიმების კალენდარი და კაბინეტები
  • პაციენტის ელ. ბარათი
  • ვიზიტი ICD-10-ით
  • სალარო, ავანსი, დავალიანება
  • ინვოისი პაციენტზე და კომპანიაზე
  • ძირითადი ანგარიშები
1 თვე უფასოდ

MED Pro

ქსელი და სახელმწიფო სისტემები
დან 399₾ / თვე
წლიურად დან 3990 ₾ — 10 თვის ფასად
  • ყველაფერი Clinic-იდან
  • HMIS (ფორმა 025) და ელ. რეცეპტი — ინერგება კლინიკის ოფიციალური წვდომით
  • ფილიალები
  • გაფართოებული ანალიტიკა
  • აუდიტის ექსპორტი
1 თვე უფასოდ

დამატებითი კომპიუტერი +25 ₾ / თვე · დანერგვა და ძველი ბაზის გადმოტანა — 300–800 ₾ ერთჯერადად

რას აკეთებს Activi MED

ექიმების კალენდარი

დღე ექიმების სვეტებით და კვირა — სამუშაო საათები, კაბინეტები, გადათრევით გადატანა; სტატუსები: მოვიდა, ვიზიტზეა, დასრულდა, არ გამოცხადდა.

ონლაინ ჩაწერა

კლინიკის გვერდი activi.ge-ზე: პაციენტი ირჩევს ექიმს და დროს, რეგისტრატურა ადასტურებს პროგრამიდან — SMS-ით.

პაციენტის ელ. ბარათი

ალერგიები, ქრონიკული დაავადებები, სისხლის ჯგუფი, დაზღვევის პოლისები, ისტორია ერთ ხაზზე — ვიზიტები, ანალიზები, ფაილები, დოკუმენტები.

ფორმები და დოკუმენტები

IV-100/ა, IV-200-ა, რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა — ბარათიდან ივსება, ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით, A4 ან PDF.

ლაბორატორია

ანალიზის დანიშვნა ვიზიტიდან, შედეგი ნორმებით და აღნიშვნებით (მაღალი/დაბალი/კრიტიკული), შედეგის ფურცელი, გარე ლაბორატორია.

რენტგენი და ფაილები

PDF, ფოტო და DICOM — პაციენტის ბარათზე; შეუკუმშავი DICOM იხსნება გადიდებით და ფანჯარა/დონით, შეკუმშული — ჩამოიტვირთება.

SMS შეხსენებები

შეხსენება ჩაწერამდე, განმეორებითი ვიზიტი (recall), მასობრივი გაგზავნა — კლინიკის SMS პროვაიდერით.

დაზღვევა და სალარო

თანაგადახდა ავტომატურად, ინვოისები პაციენტზე და კომპანიაზე, სადაზღვევოს ამონაწერი Excel-ით, ავანსი და დავალიანება.

როლები და აუდიტი

რეგისტრატურა და სალარო, ექიმი, ექთანი, ლაბორანტი — ყოველი გახსნა და ცვლილება ჟურნალში.

ანგარიშები

ექიმების დატვირთვა, შემოსავალი განყოფილებით, ექიმით, სერვისით და მზღვეველით, გამოუცხადებლობა; დატვირთვა, განყოფილებები და ახალი/მუდმივი პაციენტები — MED Pro-ში.

კლინიკის მართვის პროგრამა: რეგისტრატურიდან ანგარიშებამდე

Activi MED ამბულატორიული კლინიკის ყოველდღიურ საქმეს ფარავს. პაციენტი იძებნება და რეგისტრირდება პირადი ნომრით, სახელით ან ტელეფონით; ბარათზე ჩანს ვიზიტები, სერვისები, გადახდები, ავანსი და დავალიანება. ამბულატორიულ ვიზიტში ექიმი წერს ჩივილს, დიაგნოზს ICD-10-ით და დანიშნულებას, გაწეული სერვისები კი იბეჭდება.

სადაზღვეო კომპანიების და საყოველთაოს თანაგადახდა ავტომატურად ითვლება — ჩანს მზღვეველის და პაციენტის წილი, Clinic პაკეტში კი ინვოისი მზღვეველზე პროგრამიდან მზადდება. განრიგი, ექიმების გამომუშავება და დღის სვოდკა ერთ ბაზაზეა, რომელიც კლინიკაში ინახება; წვდომა როლებით იზღუდება და ყოველი გახსნა ჟურნალში იწერება.

ვისთვისაა Activi MED

ამბულატორიული კლინიკა

რეგისტრატურა, ექიმები და სალარო ერთ ბაზაზე ლოკალურ ქსელში.

მცირე სამედიცინო ცენტრი

Start პაკეტი 2 კომპიუტერამდე — რეგისტრატურა და ექიმი.

კლინიკა სადაზღვეო პაციენტებით

თანაგადახდა, ინვოისები მზღვეველებზე და შემოსავალი მზღვეველების მიხედვით.

რამდენიმე ექიმიანი კლინიკა

განრიგი, გამომუშავება პროცენტით და ანგარიშები ექიმების მიხედვით.

კითხვები Activi MED-ზე

პაციენტის მონაცემები დაცულია?

დიახ — ბაზა კლინიკაშია, არა ღრუბელში; წვდომა როლებით, ყოველი გახსნა და ცვლილება ჟურნალში იწერება; ბექაპი ყოველდღე კეთდება, Activi-ს სერვერზე გაგზავნილი ასლი კი დაშიფრულია.

ერგება მრავალპროფილიან კლინიკას?

დიახ — განყოფილებები, სპეციალობები, კაბინეტები და ფილიალები; თითო ექიმს თავისი კალენდარი და გრაფიკი, რეგისტრატურა ყველას ერთ ეკრანზე ხედავს.

ონლაინ ჩაწერა როგორ მუშაობს?

პროგრამა activi.ge-ზე აქვეყნებს მხოლოდ თავისუფალ დროებს; პაციენტის მოთხოვნა პროგრამაში შემოდის და რეგისტრატურა ადასტურებს — საიტზე პაციენტის მონაცემები არ რჩება.

EHR (ჯანმო) და ელ. რეცეპტი?

კავშირი ინერგება MED Pro-ში კლინიკის საკუთარი ოფიციალური წვდომით — ჩართვამდე ერთად ვამოწმებთ.

შეიძლება ფორმა 100-ის ამობეჭდვა?

დიახ — IV-100/ა და IV-200-ა ივსება პაციენტის ბარათიდან, ICD-10 დიაგნოზით, და იბეჭდება A4-ზე ან PDF-ად (MED Clinic).

როგორ მუშაობს უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi MED

დარეგისტრირდით — დაგიყენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.