Activi

ავტონაწილების პროგრამა: VIN, კოდი, ანალოგი

ჩაწერეთ VIN, ნომერი ან OEM კოდი — პროგრამა იპოვის ნაწილს, მის ანალოგებს და იმას, რაც ამ მანქანას ერგება. ზეთი და ფილტრები ძრავის მიხედვით, მომწოდებლების ფასები Excel-იდან, სალარო, საწყობი და ბუღალტერია — ერთ პროგრამაში.

Activi Auto — პროგრამის ეკრანი

როგორ მუშაობს Activi Auto

1

მანქანა

VIN, სახელმწიფო ნომერი ან მარკა → მოდელი → ძრავი; ან უბრალოდ ნაწილის კოდი.

2

ნაწილი

ჩანს, რა ერგება, რა არის მარაგში და რომელი ანალოგი შეიძლება შესთავაზოთ.

3

გაყიდვა

კალათაში ერთი დაჭერით, ჩეკზე — ბრენდი, ნომერი, გარანტია და მანქანა.

4

შეკვეთა

რაც არ გაქვთ — შეკვეთაში მომწოდებელთან, მისი ფასით და ვადით.

ასე გამოიყურება სამუშაო

ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.

Activi Auto — სალარო
1

სალარო

ერთი საძიებო ველი — ნომერი, OEM ან VIN; ნაწილი ანალოგებით, ფასით და ნაშთით, კლიენტის მანქანა შეკვეთაზე.

Activi Auto — რა ერგება ამ მანქანას
2

რა ერგება ამ მანქანას

კლიენტის მოდელსა და ძრავს მორგებული ნაწილები კატეგორიებით — მარაგში და შესაკვეთი.

Activi Auto — ზეთი და ფილტრები
3

ზეთი და ფილტრები

სერვის-ბარათი ძრავის მიხედვით და ზეთის შეცვლის ნაკრები ერთი დაჭერით.

Activi Auto — მომწოდებლების ფასები
4

მომწოდებლების ფასები

Excel-ის სია — ახალი, შეცვლილი და შეცდომიანი სტრიქონები ჯერ ჩანს, მერე ინახება.

რას აკეთებს Activi Auto

ერთი საძიებო ველი

ნომერი, OEM, ანალოგის კოდი, შტრიხკოდი, VIN ან სახელი — ეძებს აკრეფისას, ტირეებისა და გამოტოვებების გარეშე; ქართულ განლაგებაზე აკრეფილ კოდსაც ცნობს.

VIN-ის გაშიფვრა

მარკა, მოდელი, წელი და ძრავი VIN-იდან — ოფლაინ, ინტერნეტით კი უფრო დეტალურად; კლიენტის მანქანა ინახება და შემდეგ ერთი დაჭერით ირჩევა.

რა ერგება ამ მანქანას

მარაგში არსებული ნაწილები, რომლებიც ამ მოდელს და ძრავს ერგება — კატეგორიებით; „მარაგში არ არის — ანალოგი არის“.

ანალოგები და OEM

ყოველ ნაწილს — ორიგინალის და ანალოგების კოდები; ერთ ნომერზე ჩანს ყველა შემცვლელი, ფასით და ნაშთით.

ზეთი და ფილტრები

სერვის-ბარათი ძრავის მიხედვით: ზეთის სიბლანტე და დაშვება, მოცულობა, ფილტრების ნომრები, სანთლები და სითხეები — და „ზეთის შეცვლის ნაკრები“ ერთი დაჭერით.

მომწოდებლების ფასები

Excel/CSV ფასების სია — სვეტებს თავად ცნობს, ცვლილებებს ჯერ გაჩვენებთ, მერე ინახავს; ნაკლული ნაწილი — შეკვეთაში მომწოდებელთან.

სალარო და საწყობი

ჩეკზე ნაწილის ბრენდი, ნომერი, გარანტია და მანქანა; ნაღდი, ბარათი, ნისია, RS.ge, ფისკალური აპარატი და ბუღალტერია.

TecDoc-ის მიერთება

თუ TecAlliance-ის ლიცენზია გაქვთ, პროგრამა მსოფლიო კატალოგს უერთდება; მის გარეშეც სრულად მუშაობს თავისი ბაზით.

ავტონაწილების პროგრამა, რომელიც მანქანით და კოდით პოულობს ნაწილს

Activi Auto შექმნილია ავტონაწილების მაღაზიისთვის და სერვის-ცენტრის საწყობისთვის. გამყიდველი წერს VIN-ს, სახელმწიფო ნომერს, OEM კოდს ან ანალოგის ნომერს — პროგრამა ნომრებს ტირეებისა და გამოტოვებების გარეშე ადარებს და აჩვენებს ნაწილს ყველა შემცვლელით, ფასით და ნაშთით. „ერგება ამ მანქანას“ ჩანართი კი მხოლოდ იმას აჩვენებს, რაც კლიენტის მოდელს და ძრავს მოერგება.

ძრავის სერვის-ბარათზე ჩანს ზეთის სიბლანტე და დაშვება, მოცულობა, ფილტრების და სანთლების ნომრები, და მარაგიდან შესაბამისი ზეთი და ფილტრი — ზეთის შეცვლის ნაკრები ერთი დაჭერით ემატება. მომწოდებლების ფასების სიები Excel-იდან შემოდის, ნაკლული ნაწილი კი შეკვეთაში გადადის. სალარო, საწყობი, RS.ge, ფისკალური და ბუღალტერია იმავე პროგრამაშია.

ვისთვისაა Activi Auto

ავტონაწილების მაღაზია

ძებნა კოდით და მანქანით, ანალოგები, მომწოდებლების ფასები.

სერვის-ცენტრის საწყობი

ზეთი, ფილტრები და სერვის-ბარათი ძრავის მიხედვით.

კლიენტები მანქანებით

VIN, ნომერი და გარბენი კლიენტის ბარათზე — შემდეგ ვიზიტზე ერთი დაჭერით.

რამდენიმე მაღაზია

ერთი ბაზა ქსელში, ცალკე სალაროები და ნაშთები.

კითხვები Activi Auto-ზე

VIN-ით ძებნა ინტერნეტს საჭიროებს?

არა — მარკას, ქვეყანას და წელს პროგრამა ოფლაინ გაშიფრავს; ინტერნეტით დამატებით მოდელსა და ძრავს იგებს.

საიდან იცის, რა ერგება მანქანას?

საკუთარი ბაზიდან: ყოველ ნაწილს ებმის მოდელები და ძრავის კოდები. დემოში უკვე ასობით ნაწილია; ფასების სიიდან შემოტანისას ბაზა თავად ივსება. TecDoc-ის ლიცენზიით — მსოფლიო კატალოგიდანაც.

ზეთის მონაცემები რამდენად ზუსტია?

სერვის-ბარათი საორიენტაციოა — პოპულარული ძრავებისთვის შევსებულია და თქვენ შეგიძლიათ შეასწოროთ; საბოლოოდ ყოველთვის გადაამოწმეთ მწარმოებლის მითითებით.

მომწოდებლის ფასების სიას მიიღებს?

დიახ — Excel ან CSV, ქართული, ინგლისური ან რუსული სათაურებით; ნაშთსა და თვითღირებულებას არ ცვლის, ინახავს როგორც მომწოდებლის შეთავაზებას.

როგორ მუშაობს უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi Auto

მოგვწერეთ — გაჩვენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.