აფთიაქის პროგრამა: ანალოგები, ინსტრუქცია, სერიები და ვადები ერთ სისტემაში
ფარმაცევტის სალარო ჭკვიანი ძიებით — სახელი ნებისმიერი დაწერილობით, მოქმედი ნივთიერება ან სიმპტომი; ანალოგები და სამი ყველაზე იაფი, წამლის ინსტრუქცია, რეცეპტების ჟურნალი, სერიები და ვადები (FEFO), თაროები, RS.ge და ფისკალური — ქართული, აფთიაქისთვის აგებული.
ასე გამოიყურება სამუშაო
ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.
ფარმაცევტის სალარო — შემადგენლობით ძიება
აკრიფეთ ნივთიერება, თუნდაც ნაწილი — „იბუპრ“: იბუპროფენის ყველა პრეპარატი ერთ სიაში, ყველა ბრენდი, დოზა და ფორმა (სიროფი, გელი), ბოლოს კომბინირებულები; 💰 ყველაზე იაფი მონიშნულია, ჩანს თარო და გასაცემი სერია.
სწრაფი ძიება — თქვენი ღილაკებით
სიმპტომი ან ხშირად კითხვადი წამალი ერთი შეხებით: თავის ტკივილი, სიცხე, ხველა… ღილაკებს აფთიაქი თავად ამატებს, ალაგებს და ცვლის — ყველა სალაროსთვის ერთი სია.
წამლის ბარათი და ინსტრუქცია
მოქმედი ნივთიერება, ფარმაკოლოგიური ჯგუფი, ქვეყანა, მწარმოებელი და გაცემის ჯგუფი — და ინსტრუქცია სექციებად: ჩვენება, დოზირება, უკუჩვენება, გვერდითი მოქმედება, ძიებით.
რეცეპტით გასაცემი წამალი
II ჯგუფის წამალი ითხოვს ელ-რეცეპტის ნომერს და პაციენტის პირად ნომერს; იქვე სამი ყველაზე იაფი ანალოგი ერთი დაჭერით ჩანაცვლებით — ყველაფერი რეცეპტების ჟურნალში.
წამლების ცნობარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფებით და ATC-ით; ოფიციალური რეესტრის ატვირთვა და ავტომატური შევსება — ნივთიერება, ჯგუფი, გაცემა, მწარმოებელი.
„სად დევს?“
ნებისმიერი დაწერილობით, შტრიხკოდით ან სერიით — დიდად ადგილი, ნაშთი და რომელი სერია გასცეთ პირველად; იქვე იგივე ნივთიერების ანალოგები.
სერიები და ვადები
ყოველი მიწოდება — პარტია სერიით და ვადით; ვადაგასული და 30 დღეში ვადაგასადი ცალკე, ღირებულებით და Excel-ით.
ფასები
კომპიუტერების რაოდენობის მიხედვით — პირველი 1 თვე უფასოდ.
Activi აფთიაქი
სრული პაკეტი — ერთი, ყველაფერი შედის · 1 სალარო- ფარმაცევტის სალარო: ჭკვიანი ძიება, ანალოგები და 3 ყველაზე იაფი
- წამლის ბარათი, ინსტრუქცია და ფარმაკოლოგიური ჯგუფები
- რეცეპტით გასაცემი წამლები და რეცეპტების ჟურნალი
- ოფიციალური რეესტრის ატვირთვა
- სერიები და ვადები (პარტიები), FEFO
- თაროები და „სად დევს?“ — წამლის ადგილი წამებში
- საწყობი, მიღება, მომწოდებლები
- RS.ge, ფისკალური, ბარათის ტერმინალი
- ბუღალტერიის მოდული — შედის
დამატებითი სალარო +15 ₾ / თვე · დანერგვა და მედიკამენტების ბაზის შეტანა — შეთანხმებით
რას აკეთებს Activi აფთიაქი
ჭკვიანი ძიება და ანალოგები
„ნოსპა“ = ნო-შპა = No-Spa: სახელი ნებისმიერი დაწერილობით, ნივთიერება ან სიმპტომი. ჩანს იგივე მოქმედი ნივთიერების წამლები სხვა სახელით და სხვა ქვეყნიდან — ზუსტი ანალოგი და სამი ყველაზე იაფი მონიშნულია.
წამლის ბარათი და ინსტრუქცია
ნივთიერება, დოზა, ფორმა, ფარმაკოლოგიური ჯგუფი, ქვეყანა, მწარმოებელი, გაცემის ჯგუფი. ჩასვით ოფიციალური ინსტრუქცია — სექციებად დაიყოფა და ველები თავად შეივსება.
წამლების ცნობარი და რეესტრი
ჯგუფებით და ATC-ით; ოფიციალური რეესტრის Excel-ის ატვირთვა და ავტომატური შევსება — ნივთიერება, ჯგუფი, გაცემა, მწარმოებელი.
რეცეპტით გასაცემი წამლები
II ჯგუფის წამალი ითხოვს ელ-რეცეპტის ნომერს და პაციენტის პირად ნომერს; ჩანაწერი რეცეპტების ჟურნალში, eHealth — ერთი დაჭერით.
სერიები და ვადები
ყოველი მედიკამენტი მიიღება პარტიად — სერიის ნომრითა და ვადით; ნაშთი და თვითღირებულება პარტიების მიხედვით ითვლება.
ვადების კონტროლი
ვადაგასული და მალე ვადაგასადი წამლები ცალკე რეპორტში და სალაროზე ფერადი ნიშნით — არაფერი გამოგრჩება.
FEFO ჩამოწერა
გაყიდვა ჯერ იმ ვარგის პარტიას ხარჯავს, რომელსაც ვადა ადრე ეწურება — ვადაგასული არ იყიდება; დაბრუნება ზუსტ პარტიას უბრუნებს.
თაროები და „სად დევს?“
ყოველ წამალს თავისი ადგილი: თარო და იარუსი, ვიტრინა, მაცივარი, სეიფი. აკრიფეთ სახელი, შტრიხკოდი ან სერია — ნახავთ სად დევს და რომელი სერია გასცეთ პირველად.
საწყობი და მიღება
შემოსავალი სერიითა და ვადით, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია, მინიმალური ნაშთის გაფრთხილება და თვითღირებულება.
RS.ge
ზედნადებების მიღება და გაგზავნა პირდაპირ პროგრამიდან, პროდუქციის ავტომატური შემოტანა.
ფისკალური და ტერმინალი
ჩეკი ფისკალურ აპარატზე, ბარათით გადახდა ბანკის ტერმინალით, სლიპი ჩეკზე.
ანგარიშგება
დღის დახურვა, გაყიდვები პერიოდით, მოგება, მარაგის ღირებულება და ვადების სურათი.
აფთიაქის პროგრამა, რომელმაც იცის, რა წამალია და სად დევს
მომხმარებელი წამალს ისე ასახელებს, როგორც ახსოვს — „ნოსპა“, „დექსალგინი“, ან უბრალოდ „თავი მტკივა“. ფარმაცევტის სალარო ამას ესმის: პოულობს თავად წამალს, იგივე მოქმედი ნივთიერების ანალოგებს სხვა სახელით და სხვა ქვეყნიდან (მარაგში არსებული სამი ყველაზე იაფი მონიშნულია) და მსგავსი მოქმედების წამლებს. ყოველ რიგზე ჩანს თარო, გასაცემი სერია და ფასი, ერთი კლავიშით — წამლის ინსტრუქცია სექციებად. რეცეპტით გასაცემ წამალზე სალარო ითხოვს ელ-რეცეპტის ნომერს და რეცეპტების ჟურნალში წერს.
Activi აფთიაქი აფთიაქისთვის აგებული სალაროა. მედიკამენტი მიიღება პარტიად — სერიის ნომრითა და ვადით — ასე რომ ერთი და იმავე წამლის სხვადასხვა მიწოდება ცალ-ცალკე აღირიცხება, ნაშთი და თვითღირებულება კი პარტიების მიხედვით ითვლება. გაყიდვა FEFO-ით ხდება: ჯერ ის პარტია იხარჯება, რომელსაც ვადა ადრე ეწურება, დაბრუნება კი ზუსტად იმ პარტიას უბრუნებს, საიდანაც გავიდა.
ვადაგასული და მალე ვადაგასადი მედიკამენტები ცალკე გვერდზე ჩანს, სალაროზე კი პროდუქტს ფერადი ნიშანი უზის — წითელი ვადაგასულზე, ყვითელი ვადაახლოებულზე. დანარჩენი — შტრიხკოდით გაყიდვა, საწყობი და მიღება, მომწოდებლები, RS.ge ზედნადებები, ფისკალური აპარატი და ბარათის ტერმინალი — იმავე პროგრამაშია. ბაზა აფთიაქში ინახება და ინტერნეტის გარეშეც მუშაობს.
ვისთვისაა Activi აფთიაქი
ქალაქის აფთიაქი
სწრაფი სალარო შტრიხკოდით, სერია-ვადა და RS.ge ერთ ბაზაზე.
აფთიაქების ქსელი
რამდენიმე სალარო ერთ ბაზაზე ქსელში, ფილიალების ნაშთი.
ლიცენზირებული ობიექტი
ვადებისა და პარტიების აღრიცხვა, რომელიც შემოწმებას უძლებს.
მფლობელი და მენეჯერი
მარაგის ღირებულება, მოგება და ვადების სურათი ანგარიშებში.
კითხვები Activi აფთიაქი-ზე
როგორ აღირიცხება სერია და ვადა?
მედიკამენტის მიღებისას შეჰყავთ სერიის ნომერი და ვადა — თითო მიწოდება ცალკე პარტიაა. ნაშთი და თვითღირებულება პარტიების მიხედვით ითვლება, გაყიდვა კი FEFO-ით (ჯერ ადრე ვადაგასადი) ხარჯავს.
ვადაგასულ წამალზე გამაფრთხილებს?
დიახ — გვერდი „სერიები და ვადები" აჩვენებს ვადაგასულ და მალე ვადაგასად პარტიებს, სალაროზე კი პროდუქტს ფერადი ნიშანი უზის: წითელი ვადაგასულზე, ყვითელი ვადაახლოებულზე.
მუშაობს ინტერნეტის გარეშე?
დიახ — ბაზა აფთიაქის კომპიუტერზეა, სალარო ინტერნეტის გარეშეც მუშაობს; ინტერნეტი მხოლოდ RS.ge-სა და განახლებებს სჭირდება.
როგორ ვიპოვო, სად დევს წამალი?
გვერდზე „სად დევს?“ აკრიფეთ სახელი, დაასკანერეთ შტრიხკოდი ან სერია — დიდად გამოჩნდება თარო და იარუსი (ან მაცივარი, სეიფი), ნაშთი და რომელი სერია გაიცეს პირველ რიგში. ადგილი სალაროში ჩეკის ხაზზეც ჩანს.
როგორ პოულობს ანალოგს?
ყოველ წამალს მოქმედი ნივთიერება აქვს — თქვენ მიერ შევსებული, ოფიციალური რეესტრიდან ან ჩაშენებული ლექსიკონიდან (ბრენდი → ნივთიერება). იგივე ნივთიერება = ანალოგი; დოზაც და ფორმაც თუ ემთხვევა — ზუსტი ანალოგი. მარაგში არსებული სამი ყველაზე იაფი მონიშნულია.
საიდან მოდის ინსტრუქცია?
ჩასვით წამლის ოფიციალური ინსტრუქციის ტექსტი ისე, როგორც არის — პროგრამა სექციებად დაყოფს (ჩვენება, დოზირება, უკუჩვენება…) და ბარათის ველებს თავად შეავსებს. იგივე წამლის სხვა შეფუთვაზეც ჩანს.
ელ-რეცეპტთან კავშირი აქვს?
რეცეპტით გასაცემ წამალზე სალარო ითხოვს ელ-რეცეპტის ნომერს და პაციენტის პირად ნომერს და ჟურნალში წერს; eHealth-ის გვერდი ერთი დაჭერით იხსნება. სამინისტროს სისტემასთან ავტომატური მიერთება ოფიციალურ ინტერფეისს ელოდება.
როგორ მუშაობს უფასო თვე?
დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.
რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?
Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.
რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?
სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.
სხვა პროგრამები
სცადეთ Activi აფთიაქი
დარეგისტრირდით — დაგიყენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.