Activi

სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა: კბილის რუკა, გეგმა, რენტგენი

კბილის რუკა ზედაპირებით, მკურნალობის გეგმა ეტაპებით და ალტერნატივებით, ორთოდონტია, იმპლანტები და პაროდონტის ჩარტი, რენტგენი და ფოტოები, კალენდარი, SMS და ონლაინ ჩაწერა — ერთ პროგრამაში, თქვენს კლინიკაში.

სახელმძღვანელო →

Activi Dent — პროგრამის ეკრანი

ასე გამოიყურება სამუშაო

ეკრანები პროგრამიდან — დემო მონაცემებით.

Activi Dent — კბილის რუკა
1

კბილის რუკა

ზრდასრულის და სარძევე კბილები, ყოველ კბილზე 5 ზედაპირი — მდგომარეობა ფერებით, ისტორიით და ფენებით: არსებული, დაგეგმილი, შესრულებული.

Activi Dent — მკურნალობის გეგმა
2

მკურნალობის გეგმა

ეტაპები და ორი ვარიანტი ფასით, დაზღვევის წილი და ფასდაკლება — პაციენტი ეკრანზე აწერს ხელს.

Activi Dent — პაროდონტის ჩარტი
3

პაროდონტის ჩარტი

6 წერტილი კბილზე, სისხლდენა, რეცესია, მოძრაობა — ინდექსები და ორი ჩარტის შედარება.

Activi Dent — იმპლანტები
4

იმპლანტები

სისტემა, ზომა, LOT ნომერი, შეხორცება და დატვირთვა — და საგარანტიო ბარათი პაციენტისთვის.

Activi Dent — რენტგენი და ფოტოები
5

რენტგენი და ფოტოები

კბილზე მიბმული სურათები, DICOM-ის დათვალიერება და „მანამდე და შემდეგ“.

ფასები

კომპიუტერების რაოდენობის მიხედვით — პირველი 1 თვე უფასოდ.

Dent Start

2 კომპიუტერამდე — 1–2 სავარძელი
129₾ / თვე
წლიურად 1290 ₾ — 10 თვის ფასად
  • კბილის რუკა (ოდონტოგრამა)
  • მკურნალობის გეგმა ეტაპებით
  • ვიზიტები და კალენდარი
  • სალარო, ავანსი, განვადება
1 თვე უფასოდ

Dent Pro

ქსელი და სახელმწიფო სისტემები
დან 299₾ / თვე
წლიურად დან 2990 ₾ — 10 თვის ფასად
  • ყველაფერი Clinic-იდან
  • სახელმწიფო სისტემებთან კავშირი — ინერგება კლინიკის ოფიციალური წვდომით
  • ფილიალები
  • გაფართოებული ანალიტიკა: გეგმების კონვერსია, სავარძლების დატვირთვა
1 თვე უფასოდ

დამატებითი კომპიუტერი +25 ₾ / თვე · დანერგვა და ძველი ბაზის გადმოტანა — შეთანხმებით

რას აკეთებს Activi Dent

კბილის რუკა

ზრდასრულის და სარძევე კბილები (FDI), ყოველ კბილზე 5 ზედაპირი; კარიესი, ბჟენი, გვირგვინი, არხი, იმპლანტი, ხიდი, ამოღებული — ფერებით და ისტორიით.

მკურნალობის გეგმა

რუკიდან — სერვისები ეტაპებად (თერაპია, ქირურგია, ორთოპედია), გეგმა A და B, ფასდაკლება და დაზღვევის წილი, პაციენტის ხელმოწერა ეკრანზე.

გეგმიდან გადახდამდე

შესრულებული პუნქტი თავად ხდება ვიზიტის სტრიქონი; განვადება და წინასწარი გადახდა ავტომატურად ფარავს სამუშაოს.

ორთოდონტია

კეისი ბრეკეტებით ან ელაინერებით, ვიზიტების გეგმა და ყოველთვიური გადასახადი.

იმპლანტოლოგია

იმპლანტების რეესტრი — სისტემა, ზომა, LOT ნომერი, შეხორცება და დატვირთვა, საგარანტიო ბარათი.

პაროდონტოლოგია

პაროდონტის ჩარტი — 6 წერტილი კბილზე, სისხლდენა, რეცესია, მოძრაობა; ინდექსები და ორი ჩარტის შედარება.

რენტგენი და ფოტოები

კბილზე მიბმული რენტგენი (DICOM-იც) და ფოტოები; „მანამდე და შემდეგ“ შედარება.

ლაბორატორია

ტექნიკოსის შეკვეთები — ფერი, ვადა, სტატუსი; გადახდა ხარჯად აისახება.

კალენდარი და SMS

სავარძლები და ექიმები, ონლაინ ჩაწერა, შეხსენება და 6-თვიანი პროფ. შემოწმების გამოძახება.

ანგარიშები

შემოსავალი ექიმით და პროცედურით; გეგმების კონვერსია და სავარძლების დატვირთვა — Dent Pro-ში.

სტომატოლოგიური პროგრამა, რომელიც რუკიდან გადახდამდე მიჰყვება პაციენტს

Activi Dent სტომატოლოგიური კლინიკისთვისაა შექმნილი. ექიმი კბილის რუკაზე ზედაპირებით აღნიშნავს მდგომარეობას — კარიესი, ბჟენი, გვირგვინი, არხი, იმპლანტი — და აქედანვე ადგენს მკურნალობის გეგმას ეტაპებით, საჭიროებისას ორი ვარიანტით და ფასით. პაციენტი გეგმას ეკრანზე აწერს ხელს, ხოლო შესრულებული პუნქტი ავტომატურად ხდება ვიზიტის სტრიქონი და გადასახადი.

ორთოდონტიის კეისები, იმპლანტების რეესტრი საგარანტიო ბარათით, პაროდონტის ჩარტი, რენტგენი და ფოტოები, ტექნიკოსის შეკვეთები, კალენდარი, SMS შეხსენებები და ონლაინ ჩაწერა ერთ პროგრამაშია. ბაზა კლინიკაში ინახება, დაშიფრული ბექაპით.

ვისთვისაა Activi Dent

სტომატოლოგიური კაბინეტი

Start — 1–2 სავარძელი, რუკა, გეგმა და გადახდები.

მრავალსავარძლიანი კლინიკა

Clinic — ორთოდონტია, იმპლანტები, რენტგენი, SMS და ონლაინ ჩაწერა.

კლინიკების ქსელი

Pro — ფილიალები, ანალიტიკა და სახელმწიფო სისტემები.

დაზღვეული პაციენტები

დაზღვევის წილი გეგმაში და ინვოისები მზღვეველზე.

კითხვები Activi Dent-ზე

MED-ისგან რით განსხვავდება?

Activi Dent აგებულია Activi MED-ის ძრავაზე (კალენდარი, ბარათი, დაზღვევა, სალარო, SMS, ფორმები) და ზედ სტომატოლოგიური ფენა — რუკა, გეგმები, ორთოდონტია, იმპლანტები, პაროდონტი.

ძველი პროგრამიდან გადმოტანა შეიძლება?

დიახ — ფასების სია Excel-იდან პროგრამაშივე შემოდის, პაციენტებს და ისტორიას კი დანერგვისას ჩვენ გადმოვიტანთ.

მონაცემები სად ინახება?

კლინიკის კომპიუტერზე, არა უცხო ღრუბელში; დაშიფრული ბექაპით და წვდომით როლების მიხედვით.

როგორ მუშაობს უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

სცადეთ Activi Dent

დარეგისტრირდით — დაგიყენებთ პროგრამას და დაგეხმარებით დაწყებაში.