Activi

ბიზნესის მართვის პროგრამები — ნებისმიერი საქმისთვის

მაღაზია, რესტორანი, სწრაფი კვება, ავტონაწილები, სასტუმრო, ლომბარდი, კლინიკა, გასართობი ცენტრი, რიგის სისტემა და ბუღალტრული პროგრამა — ქართული პროგრამები ერთი გუნდისგან. სალარო, საწყობი, ბუღალტერია, RS.ge და ფისკალური ყველაში ჩაშენებულია.

  • ინტერნეტის გარეშეც მუშაობს
  • RS.ge ინტეგრაცია
  • პირველი 1 თვე უფასოდ
Activi POS — სალარო სრულ ეკრანზეActivi POS — გადახდაActivi POS — დღის სურათი

სალარო სრულ ეკრანზე — მენიუ იმალება — რჩება მხოლოდ ჩეკი, კლავიატურა და გადახდა. სკანერით დაამატეთ, F9-ით გადაახდევინეთ.გადახდა — ნაღდი და ბარათი ერთ ჩეკზე; ხურდა თავისით ითვლება.დღის სურათი — გაყიდვები, მოგება და ნაშთები ერთ ეკრანზე.

ერთი სისტემა — ნებისმიერი ბიზნესისთვის

აირჩიეთ პროგრამა თქვენი საქმისთვის; ბუღალტერია და ყველა მოდული ერთ ბაზაზე მუშაობს.

Activi POS

მაღაზია

გაყიდვა შტრიხკოდით ან სენსორული ეკრანით, საწყობი, მომწოდებლები, RS.ge ზედნადებები, ფისკალური აპარატი და ბარათის ტერმინალი — სწრაფი, ქართული და ინტერნეტის გარეშეც მომუშავე.

დეტალურად

Activi Rest

რესტორანი და კაფე

დარბაზები და მაგიდები, შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი და პრინტერები, რეცეპტები და ინგრედიენტების ჩამოწერა — ყველაფერი, რაც ცვლას სჭირდება.

დეტალურად

Activi Fast

სწრაფი კვება

შეკვეთა სამ შეხებაში, კომბო და დამატებები, სამზარეულოს ეკრანი ყოველ სადგურზე ტაიმერებით და ტელევიზორი დარბაზში — „მზადდება“ და „მზადაა“ დიდი ნომრებით და ქართული ხმით. როგორც დიდ ქსელებში — თქვენი ობიექტისთვის.

დეტალურად

Activi Auto

ავტონაწილები

ჩაწერეთ VIN, ნომერი ან OEM კოდი — პროგრამა იპოვის ნაწილს, მის ანალოგებს და იმას, რაც ამ მანქანას ერგება. ზეთი და ფილტრები ძრავის მიხედვით, მომწოდებლების ფასები Excel-იდან, სალარო, საწყობი და ბუღალტერია — ერთ პროგრამაში.

დეტალურად

Activi სამშენებლო

სამშენებლო მასალები

გაყიდეთ მეტრით, კვადრატით, კილოთი ან ყუთით; საცალო, საბითუმო და ხელოსნის ფასი თავად ისმება კლიენტის მიხედვით. ფასის შეთავაზება, შეკვეთა ავანსით, მიტანა მძღოლით და ხელოსნების ანგარიშები — სალაროსთან, საწყობთან და ბუღალტერიასთან ერთად.

დეტალურად

Activi Hotel

სასტუმრო

სართულები და ნომრები, ჯავშნები და შესახლება, სტუმრის ანგარიში — მინიბარი და მომსახურება ნომერზე, ერთი ღილაკით გაწერა.

დეტალურად

Activi Lomb

ლომბარდი

სესხის პირობები თქვენი წესით — პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა, ვადაგადაცილება. კლიენტები პირადი ნომრით, საწყობი, iPhone ტარების უფლებით, სალაროები და ცვლები.

დეტალურად

Activi გასართობი ცენტრი

გასართობი ცენტრი

ბავშვის შემოსვლა ერთ წუთში — სამაჯური, პაკეტი, გადახდა. დარჩენილი დრო ყველას ეკრანზე ჩანს ფერებითა და ხმით, ჯგუფები და კლიენტის ბარათები, კაფე და საწყობი — ერთ პროგრამაში.

დეტალურად

Activi MED

კლინიკა

ექიმების კალენდარი და ონლაინ ჩაწერა, პაციენტის ელექტრონული ბარათი, ვიზიტი ICD-10-ით, ფორმები IV-100/ა და IV-200-ა, ლაბორატორია, რენტგენი და ფაილები, SMS შეხსენებები, დაზღვევა, სალარო და ანგარიშები — ერთ პროგრამაში, მრავალპროფილიანი და ამბულატორიული კლინიკისთვის.

დეტალურად

Activi Dent

სტომატოლოგია

კბილის რუკა ზედაპირებით, მკურნალობის გეგმა ეტაპებით და ალტერნატივებით, ორთოდონტია, იმპლანტები და პაროდონტის ჩარტი, რენტგენი და ფოტოები, კალენდარი, SMS და ონლაინ ჩაწერა — ერთ პროგრამაში, თქვენს კლინიკაში.

დეტალურად

Activi Beauty

სილამაზის სალონი

ჩაწერის კალენდარი ოსტატების მიხედვით, ცოცხალი რიგი TV ეკრანით, კლიენტის ბარათი ისტორიით და ფოტოებით, აბონემენტები და სასაჩუქრე ბარათები, ოსტატების საკომისიოები და SMS შეხსენებები — სალაროსთან, პროდუქციის გაყიდვასთან და ანგარიშებთან ერთად.

დეტალურად

Activi Queue

რიგის მართვა

კლიენტი იღებს ბილეთს კიოსკიდან ან ტელეფონში, ეკრანზე და ხმით იძახებთ შემდეგს, თქვენ კი ხედავთ ლოდინის დროს, ოპერატორების დატვირთვას და შეფასებებს — კლინიკაში, მიკროსაფინანსოში, სწრაფი კვების ობიექტზე თუ ნებისმიერ მომსახურების დარბაზში.

დეტალურად

Activi Voice

Voip AI

ქართული ნომერი წამებში, შიდა ნომრები თანამშრომლებისთვის, ხმოვანი მენიუ და ზარების რიგი, ჩანაწერები — ღრუბელში, აპარატურის გარეშე. AI ასისტენტი კი ზარებს 24/7 იღებს, კლიენტს ქართულად ესაუბრება, შეხვედრას ჯავშნის და ყოველი საუბრის ანგარიშს Telegram-ში გიგზავნით.

დეტალურად

Activi Remote

დისტანციური დახმარება

Activi Remote ჩვენს მხარდაჭერას თქვენს ეკრანთან აკავშირებს: გვეუბნებით ნომერს, ვუკავშირდებით და პრობლემას იქვე ვაგვარებთ — პრინტერი, ბაზა, RS.ge თუ პროგრამის დაყენება.

დეტალურად

Activi ბუღალტერია

ბუღალტერია

ორმაგი ჩანაწერი, მარაგები, ხელფასი, ძირითადი საშუალებები, ორი საბაზო ვალუტა, SARAS და RS.ge — ცალკე პროგრამად ან Activi-ის ნებისმიერ პროგრამაში. ბრუნვითი უწყისის ყოველი ციფრი გატარებამდე, დოკუმენტამდე და მის ავტორამდე იხსნება.

დეტალურად

Enterprise

დიდი კომპანიებისთვის

ბევრი სალარო და ფილიალი, რამდენიმე ბაზა ერთ სერვერზე, ყველა მოდული, პრიორიტეტული მხარდაჭერა და ინტეგრაციები თქვენს სისტემებთან.

დეტალურად

რა ბიზნესი გაქვთ?

აირჩიეთ — ნახეთ პროგრამა და ფასი.

რატომ Activi

ყველაფერი, რაც ყოველდღიურ მუშაობას სჭირდება — ზედმეტის გარეშე.

ინტერნეტის გარეშეც

ბაზა თქვენს კომპიუტერზეა — სალარო არ ჩერდება, როცა ინტერნეტი ითიშება.

RS.ge და ფისკალური

ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები და ფისკალური ჩეკი — კანონის მოთხოვნით.

სწრაფი სალარო

შტრიხკოდი, სენსორული ეკრანი, ცხელი ღილაკები — გაყიდვა წამებში.

ბუღალტერია თავისით

ყოველი ოპერაცია ავტომატურად ტარდება ორმაგი ჩანაწერით.

უსაფრთხოება და ბექაპი

როლები და უფლებები, ავტომატური და დაშიფრული ბექაპი.

ქართული მხარდაჭერა

დახმარების ღილაკი პროგრამაშივე და დისტანციური დახმარება.

აპარატურა და ინტეგრაციები

Activi უკავშირდება იმას, რაც სალაროსთან უკვე გაქვთ — ცალკე პროგრამების გარეშე.

  • RS.ge
  • ფისკალური აპარატი
  • TBC ტერმინალი
  • შტრიხკოდის სკანერი
  • ჩეკის პრინტერი
  • სასწორი
  • ფულის უჯრა
  • NTP დრო
Activi Lomb — სესხის ბარათი

ფასები

49 ₾-დან თვეში — და პირველი 1 თვე უფასოდ.

პირველი 1 თვე — უფასოდ. ბარათის და ვალდებულების გარეშე: დააინსტალირეთ, იმუშავეთ და მერე გადაწყვიტეთ.

Standard

ერთი ობიექტი
49₾ / თვე
წლიურად 490 ₾ — 10 თვის ფასად
  • ერთი პროგრამა (POS, Rest, Hotel ან Lomb)
  • 1 სალარო
  • სალარო, საწყობი, ანგარიშგება
  • RS.ge და ფისკალური აპარატი
  • განახლებები და ქართული მხარდაჭერა

დამატებითი სალარო +15 ₾ / თვე

1 თვე უფასოდ

Enterprise

ქსელი და ფილიალები
დან 139₾ / თვე
წლიურად დან 1390 ₾ — 10 თვის ფასად
  • ყველა მოდული ერთ ლიცენზიაზე
  • შეუზღუდავი სალარო და ბაზა
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა
  • ინტეგრაციები და დანერგვა ადგილზე

ფასი დამოკიდებულია სალაროებზე და ინტეგრაციებზე

1 თვე უფასოდ

ფასები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ინსტალაცია და სწავლება დისტანციურად — უფასოდ; აპარატურა (პრინტერი, სკანერი, ფისკალური აპარატი) ფასში არ შედის.

Activi Queue

რიგის მართვის სისტემა — Activi Queue

Activi Queue — ელექტრონული რიგი: ბილეთი კიოსკიდან, QR-ით ან SMS-ით, ეკრანი და ქართული ხმოვანი გამოძახება, ოპერატორის პანელი, წინასწარი ჩაწერა, შეფასება და სტატისტიკა. კლინიკებისთვის, მიკროსაფინანსოებისთვის, სწრაფი კვებისთვის.

Activi MED

კლინიკის მართვის პროგრამა — Activi MED

Activi MED — კლინიკის პროგრამა: პაციენტები პირადი ნომრით, ამბულატორიული ვიზიტი და ICD-10, სერვისები და ექიმები, დაზღვევა და თანაგადახდა, ავანსი და დავალიანება, განრიგი და დღის სვოდკა.

Activi ბუღალტერია

ბუღალტერია მცირე ბიზნესისთვის — რა უნდა აღრიცხოთ ყოველდღე და ყოველთვე

პრაქტიკული გზამკვლევი მცირე ბიზნესის მფლობელისთვის: გაყიდვები, შესყიდვები, სალარო, ბანკი, მარაგი, ხელფასი და ძირითადი საშუალებები, Excel თუ პროგრამა, თვის საკონტროლო სია და თანამშრომლობა ბუღალტერთან.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს უფასო თვე?

დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.

რომელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს?

Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.

როგორ ხდება განახლება?

პროგრამა თავად ამოწმებს ახალ ვერსიას და ერთი ღილაკით განახლდება; მონაცემები ადგილზე რჩება.

მონაცემები დაცულია?

ბაზის ავტომატური ასლი კეთდება კომპიუტერზე, სურვილისამებრ — დაშიფრული ასლი ჩვენს სერვერზეც. მომხმარებლებს აქვთ როლები და უფლებები.

შეიძლება რამდენიმე ბიზნესი ერთ კომპიუტერზე?

დიახ — ყოველ ბიზნესს თავისი ცალკე ბაზა აქვს, და მათ შორის გადართვა პროგრამიდანვე ხდება.

დაიწყეთ Activi-თ დღესვე

დარეგისტრირდით — დაგიკავშირდებით, დაგიყენებთ პროგრამას და პირველი 1 თვე უფასოდ იმუშავებთ.