კლინიკის მართვის პროგრამა — Activi MED
Activi MED — კლინიკის პროგრამა: პაციენტები პირადი ნომრით, ამბულატორიული ვიზიტი და ICD-10, სერვისები და ექიმები, დაზღვევა და თანაგადახდა, ავანსი და დავალიანება, განრიგი და დღის სვოდკა.
კლინიკაში ყოველდღე ერთი და იგივე კითხვები ჩნდება: ვინ მოვიდა, რა სერვისი გაეწია, რამდენს იხდის პაციენტი და რამდენს — მზღვეველი, ვის რა ვალი აქვს და რამდენი გამოიმუშავა ექიმმა. Activi MED ამ კითხვებს ერთ პროგრამაში პასუხობს.
პაციენტი — ერთ ბარათზე
პაციენტი რეგისტრირდება პირადი ნომრით და იძებნება პირადი ნომრით, სახელით ან ტელეფონით — აკრეფისთანავე. ბარათზე ერთბაშად ჩანს გადასახდელი, გადახდილი, დავალიანება და ავანსი, ქვემოთ კი ვიზიტები, სერვისები, გადახდები, დოკუმენტები და ისტორია. ალერგია და შენიშვნები ყოველთვის თვალწინაა.
ამბულატორიული ვიზიტი
ექიმი წერს ჩივილს, ანამნეზს, დიაგნოზს ICD-10 კოდით და დანიშნულებას, რეგისტრატურა ამატებს გაწეულ სერვისებს. ვიზიტი იბეჭდება A4 ფორმატზე კლინიკის რეკვიზიტებით.
დაზღვევა და თანაგადახდა
სადაზღვეო კომპანიები და საყოველთაო ჯანდაცვა — თითოეულს თავისი პროცენტი კატეგორიების ან ცალკეული სერვისების მიხედვით, საჭიროებისას ვიზიტის ლიმიტით. პროგრამა თავად ითვლის, რამდენს იხდის პაციენტი და რამდენს მზღვეველი, და პერიოდის ბოლოს მზღვეველზე ინვოისს გამოწერს.
ფული — გაურკვევლობის გარეშე
ნაღდი, ბარათი ან გადარიცხვა; ნაწილობრივი გადახდისას დარჩენილი თანხა ვალად ჩაიწერება, ზედმეტი — ავანსად, რომელიც შემდეგ ვიზიტზე გამოიყენება. დებიტორების სია ყოველთვის ხელთაა, ყოველი გადახდა კი სალაროს დახურვაში, ჩეკსა და ბუღალტერიაში ჩანს.
განრიგი და ანგარიშები
ექიმების ჩაწერები დღის მიხედვით: პაციენტი რომ მოვა, ვიზიტი ერთი დაჭერით იხსნება. დღის სვოდკა, შემოსავალი ექიმების (გამომუშავების პროცენტით), სერვისების და მზღვეველების მიხედვით — Excel-ში ექსპორტით.
პაციენტის მონაცემები დაცულია
ბაზა კლინიკაშივეა. რეგისტრატორი, ექიმი და ადმინისტრატორი თავიანთ საქმეს ხედავენ, ექიმი — მხოლოდ თავის ვიზიტებს, ხოლო პაციენტის ბარათის ყოველი გახსნა და ცვლილება ჟურნალში იწერება.
როგორ დავიწყოთ
ჩამოტვირთეთ Activi MED და იმუშავეთ 2 თვე უფასოდ, ან მოგვწერეთ — გაჩვენებთ პროგრამას და დაგეხმარებით ძველი ბაზის გადმოტანაში.
პაციენტის რეგისტრაცია პირადი ნომრით, ამბულატორიული ვიზიტი (025), სერვისები და ექიმები, სადაზღვეო თანაგადახდა, ავანსები და დავალიანებები, დღის სვოდკა — ერთ პროგრამაში.