Activi
სახელმძღვანელო

Activi Lomb — მომხმარებლის სახელმძღვანელო

სრული სახელმძღვანელო: სესხის პირობები და კალკულატორი, გირაოს მიღება (ოქრო წონითა და სინჯით, ტექნიკა, iPhone ტარების უფლებით), პროცენტის შეტანა და გაგრძელება, ძირის მოკლება, ვადაგადაცილება და ჯარიმა (10 გრამიანი ბეჭდის მაგალითით), დახურვა და დაკავება, საწყობი, სალაროები და ცვლები — ეკრანის სურათებით, ნაბიჯ-ნაბიჯ.

სახელმძღვანელო შეესაბამება Activi Lomb-ის ვერსიას 2.38.

  1. 1Activi Lomb: მიმოხილვა, დაყენება და პირველი გაშვებარა არის Activi Lomb, მთავარი ცნებები — სესხი, გირაო, სესხის პირობა, პერიოდი, პროცენტი, ჯარიმა, დაკავება, ცვლა — სისტემური მოთხოვნები, დაყენება, პირველი გაშვება (ახალი, დემო ან არსებული ბაზა) და შესვლა.
  2. 2პროგრამის ფანჯარა: მენიუ, როლები, ზედა ზოლი და ცვლის ზოლიActivi Lomb-ის მთავარი ფანჯარა: მენიუს გვერდები და ვინ რას ხედავს (ადმინისტრატორი, მენეჯერი, ოპერატორი), ზედა ზოლი, ცვლის ზოლი, მუქი თემა, სრული ეკრანი, კლავიატურა და ძებნა.
  3. 3სესხის პირობები: პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, სრული პერიოდი, ჯარიმა და კალკულატორიროგორ აეწყობა სესხის პირობა Activi Lomb-ში: პერიოდი დღეებით ან კალენდარული თვით, პროცენტი და საკომისიო, „N დღის შემდეგ სრული პერიოდი“, საშეღავათო დღეები, ჯარიმა დღეში, მინიმალური დღეები, შეფასების %, ფასი გრამზე და კალკულატორი რეალური ციფრებით.
  4. 4კლიენტები: პირადი ნომერი, სახელი RS.ge-დან, კონტაქტები და სესხების ისტორიამსესხებლის რეგისტრაცია Activi Lomb-ში: პირადი ნომერი (11 ციფრი), სახელისა და გვარის მოძებნა RS.ge-დან, მობილური და მისამართი, ძებნა, რედაქტირება და კლიენტის ბარათი ყველა სესხით.
  5. 5ახალი სესხი: გირაოს მიღება — ოქრო წონით და სინჯით, ტექნიკა, iPhone, სხვა ნივთისესხის გაცემა Activi Lomb-ში ნაბიჯ-ნაბიჯ: კლიენტის არჩევა, სესხის პირობა, ოქრო წონით და სინჯით („წონით“ ღილაკი), ტექნიკა IMEI-ით, iPhone, სხვა ნივთი და ავტომობილი, ფოტოები, შეფასება და სესხის თანხის ზღვრები, ადგილი საწყობში, ნაღდი ან ბანკი, შეცდომები.
  6. 6სესხების სია და სესხის ბარათი: სტატუსი, ძირის ისტორია, ამონაწერი, ქვითარი და ხელშეკრულებასესხების სია ფილტრებით და ძებნით, სესხის ბარათის ნაწილები — შემდეგი გადახდა, გადასახდელი პროცენტი, ჯარიმა, დასახურად, ძირის ისტორია, გირაოს ადგილი — ამონაწერი, ქვითრის ბეჭდვა და სესხის (გირაოს) ხელშეკრულება.
  7. 7პროცენტის შეტანა (გაგრძელება), წინასწარ გადახდა, ძირის მოკლება, თანხის დამატება და ოპერაციის გაუქმებაფული აქტიურ სესხზე Activi Lomb-ში: პროცენტის შეტანა და სესხის გაგრძელება შემდეგ პერიოდზე, ნაწილობრივი და წინასწარ გადახდა, ძირის ნაწილობრივი დაფარვა, თანხის დამატება იმავე გირაოზე, ნაღდი ან ბანკი და ბოლო ოპერაციის გაუქმება — რეალური ციფრებით.
  8. 8ვადაგადაცილება და ჯარიმა: საშეღავათო დღეები, ჯარიმის გამოთვლა და გადაცილებული სესხების სიაროდის ხდება სესხი ვადაგადაცილებული Activi Lomb-ში, როგორ ითვლება ჯარიმა საშეღავათო დღეების შემდეგ, სად ჩანს გადაცილებული და მალე გადასახდელი სესხები და რა ვუყოთ მათ — ორი ნამდვილი მაგალითით.
  9. 9სესხის დახურვა (გამოსყიდვა) და გირაოს დაკავებასესხის დახურვა Activi Lomb-ში — ძირი, პროცენტი, ჯარიმა და მინიმალური დღეები, ადრე და გვიან დახურვის მაგალითები, ქვითარი — და გირაოს დაკავება: როდის, რა ხდება სალაროში, საწყობსა და ბუღალტერიაში.
  10. 10სრული მაგალითი: 10 გრამიანი 585 სინჯის ბეჭედი — გაცემა, გაგრძელება და დაგვიანებული გამოსყიდვა ჯარიმითერთი ნამდვილი სესხი Activi Lomb-ში თავიდან ბოლომდე: 10 გ 585 სინჯის ბეჭედი, 1 000 ₾ 30 დღით 5%-ად, პროცენტის შეტანა 30-ე დღეს (გაგრძელება), 8 დღით დაგვიანება, ჯარიმა საშეღავათო დღეების შემდეგ და გამოსყიდვა 1 078,33 ₾-ად — ყოველი ციფრი პროგრამიდან.
  11. 11საწყობი: სად არის გირაო, ადგილი სეიფში და დაკავებული ნივთის გაყიდვაგირაოს საწყობი Activi Lomb-ში: ნივთები სტატუსებით (სესხშია, კლიენტთან, დაკავებული, გაყიდული, დაბრუნებული), შეფასების ჯამი, ადგილი სეიფში და თაროზე, ძებნა IMEI-ით და დაკავებული ნივთის გაყიდვა მოგება-ზარალით.
  12. 12iPhone ტარების უფლებით: ანგარიში ლომბარდის iCloud-ით, დაშიფრული პაროლები და მაილებისა და ნომრების ფონდიროგორ მუშაობს „iPhone ტარების უფლებით“ სესხი Activi Lomb-ში: ტელეფონი კლიენტთან რჩება ლომბარდის iCloud-ით, ანგარიშის ველები, დაშიფრული პაროლები და მათი ნახვის უფლება, მაილებისა და ნომრების ფონდი, სიის ჩატვირთვა და გათავისუფლება.
  13. 13სალაროები და ცვლები: ცვლის გახსნა და დახურვა დათვლით, შეტანა, გატანა, გადარიცხვა და ლოგინაღდი ფული Activi Lomb-ში: სალაროები და მათი ნაშთი, ცვლის გახსნა და დახურვა დათვლით (დღის დახურვა), დანაკლისი და ზედმეტობა, მფლობელის შეტანა და გატანა, გადარიცხვა სალაროებს შორის, მოძრაობისა და ცვლების ლოგი.
  14. 14მიმოხილვა და ანგარიშები: პორტფელი, დღის შემოსავალი, გადაცილებული სესხები და ბუღალტრული ანგარიშებისად ნახოთ ლომბარდის ციფრები Activi Lomb-ში: მიმოხილვა (გაცემული ძირი, დარიცხული პროცენტი და ჯარიმა, დღის გაცემა და შემოსავალი), სესხების მაჩვენებლები, საწყობის ჯამები და ბუღალტრული ანგარიშები — პორტფელი, საპროცენტო შემოსავალი, ჯარიმები, მოგება-ზარალი.
  15. 15თანამშრომლები: ოპერატორები, როლები, უფლებები და პაროლებითანამშრომლების მართვა Activi Lomb-ში: ადმინისტრატორი, მენეჯერი და ოპერატორი, ახალი ოპერატორი, ლომბარდის უფლებები (სესხის გაცემა, პაროლების ნახვა, ოპერაციის გაუქმება, ცვლა, ნაღდი), წვდომის შეზღუდვა, პაროლის შეცვლა და აღდგენა.
  16. 16რეკვიზიტები და ბეჭდვა: ხელშეკრულება, ქვითარი, პრინტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი და RS.geActivi Lomb-ის რეკვიზიტები ხელშეკრულებასა და ქვითარზე, რა იბეჭდება და რომელ პრინტერზე (A4 ხელშეკრულება, ქვითარი ნაგულისხმევ პრინტერზე), რომელი პარამეტრები ლომბარდზე არ მოქმედებს, ფისკალური აპარატი, ბარათის ტერმინალი და RS.ge კლიენტის სახელის მოსაძებნად.
  17. 17ქსელი და მონაცემთა ბაზები: მეორე ოპერატორი, ფილიალი, ბრაუზერი, სერვერი ფონზეActivi Lomb ლოკალურ ქსელში: მთავარი კომპიუტერი და ოპერატორების კომპიუტერები, მუშაობა ბრაუზერით, ქსელში ძებნა, სერვერის ფონზე მუშაობა (ტრეი), Windows-თან ერთად ჩართვა, ბაზები, დემო ბაზა და სამუშაო ადგილები.
  18. 18პროგრამის დრო: ზუსტი დრო დროის სერვერიდან და თარიღის სიზუსტერატომ არის ლომბარდისთვის მნიშვნელოვანი ზუსტი თარიღი და როგორ იღებს Activi Lomb დროს დროის სერვერიდან (NTP): ბარათი „დრო“, კომპიუტერის არასწორი საათი, ქსელის კომპიუტერები, ინტერნეტის გარეშე მუშაობა და რა რჩება თანამშრომლის ხელში.
  19. 19ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, ფაილი, ფოტოები, დაშიფრული პაროლები და კომპიუტერის შეცვლამონაცემების დაცვა Activi Lomb-ში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლი, JSON სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი სერვერზე, ნივთების ფოტოები და iPhone-ის პაროლების გასაღები, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.
  20. 20ლიცენზია: საცდელი პერიოდი, გააქტიურება, მოდულები და სამუშაო ადგილებიActivi Lomb-ის ლიცენზია: 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, მოდული „ლომბარდი“ და „ბუღალტერია“, სამუშაო ადგილები, ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა და კომპიუტერის შეცვლა.
  21. 21განახლებებიროგორ ახლდება Activi Lomb: ახალი ვერსიის შეტყობინება, სავალდებულო განახლება, განახლება ერთი ღილაკით, ხელით შემოწმება, ქსელის კომპიუტერები და მონაცემების უსაფრთხოება.
  22. 22დახმარება და Activi Remote — დისტანციური მხარდაჭერაროგორ მივმართოთ Activi-ის მხარდაჭერას Activi Lomb-იდან: ღილაკი „დახმარება“, ეკრანის სურათი, სასწრაფო მოთხოვნა, დისტანციური დახმარება Activi Remote-ით და შეცდომების ავტომატური შეტყობინება.
  23. 23ბუღალტერიის მოდული (მოკლედ)Activi Lomb-ში ჩაშენებული ბუღალტერია: ავტომატური გატარებები სესხის გაცემაზე, პროცენტზე, ჯარიმაზე, ძირის დაფარვაზე, დაკავებასა და გაყიდვაზე, სალაროს შეტანა-გატანასა და დანაკლისზე; პირველი დაყენება, მენიუს გვერდები და დაკავშირება Activi ბუღალტერიასთან.
  24. 24ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარებაActivi Lomb — პრობლემების მოგვარება: სესხი არ გაიცემა, შეცდომით გაცემული სესხი, პროცენტი მე-16 დღეს, მინიმალური დღეები, ჯარიმა არ ირიცხება, ცვლა ვერ იხსნება, სალაროს ნაშთი არ ემთხვევა, iPhone-ის პაროლი არ ჩანს, ფოტოები და ბექაპი, უცხოელი კლიენტი და სხვა.
Activi Lomb

სესხის პირობები თქვენი წესით — პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა, ვადაგადაცილება. კლიენტები პირადი ნომრით, საწყობი, iPhone ტარების უფლებით, სალაროები და ცვლები.

პროგრამის შესახებ