სალაროები და ცვლები: ცვლის გახსნა და დახურვა დათვლით, შეტანა, გატანა, გადარიცხვა და ლოგი
ნაღდი ფული Activi Lomb-ში: სალაროები და მათი ნაშთი, ცვლის გახსნა და დახურვა დათვლით (დღის დახურვა), დანაკლისი და ზედმეტობა, მფლობელის შეტანა და გატანა, გადარიცხვა სალაროებს შორის, მოძრაობისა და ცვლების ლოგი.
ლომბარდში ნაღდი ფული ყოველთვის კონკრეტულ სალაროშია: „მთავარი სალარო“, „სალარო 2“, ფილიალი, სეიფი. ყოველ სალაროს აქვს ნაშთი, რომელსაც პროგრამა ყოველ ოპერაციაზე ცვლის. ნაღდი ოპერაცია (სესხის გაცემა, გადახდის მიღება, თანხის დამატება, გაყიდვა) ხდება მხოლოდ თანამშრომლის გახსნილი ცვლით — და ფული მისი ცვლის სალაროში შედის ან იქიდან გადის.

სალაროს ბარათზე: სახელი, „ცვლა ღიაა“ / „დახურულია“, ნაშთი, ვინ და როდიდან მუშაობს, დღეს შემოსული (+) და გასული (−), ღილაკები „ცვლის გახსნა“ / „ცვლის დახურვა“, „შეტანა“, „გატანა“, „ლოგი“. გვერდის თავში — „გადარიცხვა“ (ორი სალაროდან) და „ახალი სალარო“ (ადმინისტრატორი, მენეჯერი).
ცვლის გახსნა
- „ცვლის გახსნა“ — ცვლის ზოლიდან („მიმოხილვა“, „სესხები“) ან სალაროს ბარათიდან.
- „სალარო“ — ჩამოთვლილია მხოლოდ თავისუფალი სალაროები ნაშთით.
- დაითვალეთ ნაღდი და ჩაწერეთ „დათვლილი თანხა სალაროში (₾)“ (ნაგულისხმევად — სისტემის ნაშთი). თუ განსხვავდება, ქვემოთ ჩანს „სისტემაში: … · დანაკლისი …“ ან „ზედმეტობა …“.
- „გახსნა“ — „ცვლა გაიხსნა“ (სხვაობით — „ცვლა გაიხსნა · სხვაობა …“).

წესები: ერთ სალაროში ერთდროულად ერთი ცვლაა („ამ სალაროში ცვლა უკვე გახსნილია“), ერთ თანამშრომელს — ერთი ცვლა („თქვენ უკვე გაქვთ გახსნილი ცვლა სხვა სალაროში“). თუ ყველა სალარო დაკავებულია — „ყველა სალაროში ცვლა უკვე გახსნილია“.
ცვლის დახურვა — დღის დახურვა
ლომბარდში ცალკე „დღის დახურვა“ ან Z-ანგარიში არ არის — დღე იხურება ცვლების დახურვით.
- „სალაროები“ → სალაროს ბარათი → „ცვლის დახურვა“.
- ზოლში: „სისტემის მიხედვით სალაროში უნდა იყოს: 5 780,00 ₾“.
- დაითვალეთ ნაღდი და ჩაწერეთ „დათვლილი ნაღდი (₾)“. პროგრამა მაშინვე წერს: „ემთხვევა — სხვაობა არ არის“, ან „დანაკლისი 10,00 ₾ — ბუღალტერიაში ჩაიწერება“ / „ზედმეტობა …“.
- საჭიროებისას — „შენიშვნა“ (მაგ. „დათვლისას აკლდა“).
- „დახურვა“ — „ცვლა დაიხურა — თანხა ემთხვევა“ ან „ცვლა დაიხურა · დანაკლისი …“.

დანაკლისი სალაროს ნაშთს ამცირებს და ბუღალტერიაში ზარალად ტარდება (5100 „დანაკლისი და ჩამოწერა“), ზედმეტობა — ზრდის და სხვა შემოსავლად ტარდება (4200). ორივე ლოგში ჩანს. სანიმუშო ლომბარდში 3 აგვისტოს ნათიას სალაროში 5 ₾ აკლდა, 2 სექტემბერს ლაშას სალაროში 2 ₾ მეტი აღმოჩნდა.
ოპერატორი ხურავს საკუთარ ცვლას; სხვისი ცვლის დახურვა შეუძლია მენეჯერს და ადმინისტრატორს („სხვისი ცვლის დახურვა მხოლოდ მენეჯერს შეუძლია“).
შენიშვნა: ცვლა თავისით არ იხურება — დაუხურავი ცვლა მეორე დღესაც ღიაა. „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ ლომბარდის ცვლებზე არ მოქმედებს. წესად დააწესეთ: ყოველ საღამოს — დათვლა და დახურვა.
შეტანა და გატანა
მფლობელის ფული სესხის გარეშე: საწყისი კაპიტალი, ბანკიდან გამოტანილი ნაღდი, ბანკში შეტანა.
- სალაროს ბარათზე „შეტანა“ ან „გატანა“.
- „თანხა (₾)“ და „საფუძველი“ (მაგ. „საწყისი კაპიტალი“, „ბანკში შეტანა“).
- „დადასტურება“ — „თანხა შევიდა“ / „თანხა გავიდა“.

შეტანა-გატანას ცვლა არ სჭირდება; სალაროზე მეტის გატანა შეუძლებელია („სალაროში ამდენი თანხა არ არის“). ბუღალტერიაში ეს კაპიტალის (3000) მოძრაობაა.
ყურადღება: გვერდი „ხარჯები“ (იჯარა, კომუნალური…) ლომბარდის სალაროს ნაშთს არ ცვლის. თუ ხარჯს სალაროდან იხდით, ფულის გასატანად გამოიყენეთ „გატანა“ (საფუძველში — ხარჯის აღწერა) და აცნობეთ ბუღალტერს: „გატანა“ ბუღალტერიაში მფლობელის თანხის გატანად ტარდება და ხარჯად უნდა გადაიტანოს.
გადარიცხვა სალაროებს შორის
- „გადარიცხვა“ (გვერდის თავში).
- „საიდან“, „სად“ (ორივე ნაშთით), „თანხა (₾)“, „შენიშვნა“.
- „გადარიცხვა“ — „გადარიცხვა შესრულდა“.

ორივე სალაროს ლოგში ჩნდება „გადარიცხვა (გაგზავნა)“ / „გადარიცხვა (მიღება)“. ეს შემოსავალი ან ხარჯი არ არის — ბუღალტერიაში არაფერი იცვლება.
ლოგი
„ლოგი“ სალაროს ბარათზე — ორი ჩანართი:
- „მოძრაობა“ — დრო, ოპერაცია, სესხი და კლიენტი, ვინ, თანხა (+ მწვანე, − წითელი). სახეები: „სესხის გაცემა“, „სესხის გადახდა“, „თანხის დამატება სესხზე“, „ნივთის გაყიდვა“, „ოპერაციის გაუქმება“, „შეტანა“, „გატანა“, „გადარიცხვა (მიღება / გაგზავნა)“, „დანაკლისი“, „ზედმეტობა“.
- „ცვლები“ — გაიხსნა, დაიხურა (ან „ღიაა“), მოლარე (და ვინ დახურა), „უნდა ყოფილიყო“, „დათვლილი“, „სხვაობა“.


შენიშვნა: ფანჯრის სიგანეზე „მოძრაობის“ ცხრილის ბოლო სვეტი („თანხა“) შეიძლება მარჯვნივ დაიმალოს — ცხრილი გადაახვიეთ ჰორიზონტალურად. ლოგი აჩვენებს ბოლო 1 000 მოძრაობას და 200 ცვლას.
ახალი სალარო
„ახალი სალარო“ → „სახელი“ (მაგ. „ფილიალი 2“, „სეიფი“) → „დამატება“. ახალ სალაროს ნაშთი 0 აქვს — ფული შეიტანეთ „შეტანით“ ან „გადარიცხვით“.
შენიშვნა: 2.38-ში სალაროს გადარქმევა ან გაუქმება პროგრამის ფანჯრიდან შეუძლებელია.
ვის შეუძლია
| მოქმედება | უფლება | ოპერატორი (ნაგულისხმევად) |
|---|---|---|
| ცვლის გახსნა და დახურვა | „დღის გახსნა / დახურვა“ | ✓ (მხოლოდ საკუთარი ცვლის დახურვა) |
| შეტანა, გატანა, გადარიცხვა | „ნაღდის შემოტანა / გატანა“ | ✓ |
| ახალი სალარო | ადმინისტრატორი, მენეჯერი | — |
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.