Activi
Activi Lomb · თავი 2

პროგრამის ფანჯარა: მენიუ, როლები, ზედა ზოლი და ცვლის ზოლი

Activi Lomb-ის მთავარი ფანჯარა: მენიუს გვერდები და ვინ რას ხედავს (ადმინისტრატორი, მენეჯერი, ოპერატორი), ზედა ზოლი, ცვლის ზოლი, მუქი თემა, სრული ეკრანი, კლავიატურა და ძებნა.

ამ თავში აღწერილია მთავარი ფანჯარა: სად რა არის და რას ხედავს თითოეული როლი.

გვერდითა მენიუ

ჯგუფიგვერდირისთვისაავინ ხედავს
მთავარიმიმოხილვადღის სურათი: გაცემული ძირი, დღის პროცენტი, გადაცილებული, 3 დღეში გადასახდელი, სალაროებიყველა
მთავარისესხებიყველა სესხი, ძებნა, ფილტრები, ახალი სესხი, სესხის ბარათიყველა
მთავარიკლიენტებიმსესხებლები პირადი ნომრით და მათი სესხებიყველა
ფინანსებისალაროებიცვლის გახსნა და დახურვა, შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ლოგიყველა
მენეჯმენტისაწყობიყველა გირაო სტატუსით, ადგილი, დაკავებული ნივთის გაყიდვაყველა
მენეჯმენტისესხის პირობებიპირობები და კალკულატორი (ოპერატორი — მხოლოდ ნახვა)ყველა
მენეჯმენტიმაილები და ნომრებიiPhone-ის სესხებისთვის მომზადებული ანგარიშებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიხარჯებისაოპერაციო ხარჯები (იჯარა, კომუნალური…)ადმინისტრატორი, მენეჯერი
ბუღალტერიაბუღალტერია და მისი გვერდებითუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის)ბუღალტერიის უფლებით
სისტემათანამშრომლები, პარამეტრებიანგარიშები და პროგრამის პარამეტრებიადმინისტრატორი
სისტემაჩემი პროფილისაკუთარი პაროლი და სესიებიყველა

ოპერატორი ხედავს მხოლოდ სამუშაო გვერდებს: მიმოხილვა, სესხები, კლიენტები, სალაროები, საწყობი, სესხის პირობები და ჩემი პროფილი.

ოპერატორის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია; ზემოთ — მისი ცვლის ზოლი
ოპერატორის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია; ზემოთ — მისი ცვლის ზოლი

მენიუს ბოლოში ჩანს ლომბარდის სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „ქსელის ბაზა · …“) და ვერსია „Activi Lomb v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ახალ ვერსიას ამოწმებს (თავი განახლებები).

შენიშვნა: ლომბარდში არ არის მაღაზიის გვერდები — „სალარო“ (ჩეკით გაყიდვა), „გაყიდვები“, „სალაროს დახურვა“ (X/Z), „ანგარიშები“, „პროდუქცია“, „მარაგი“. ლომბარდის დღე იხურება ცვლის დახურვით („სალაროები“), ანალიზი კი „მიმოხილვასა“ და ბუღალტერიაშია (თავი მიმოხილვა და ანგარიშები).

მენიუს ჩაკეცვა

ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის: სრული, ხატულები (ვიწრო ზოლი — ცხრილებს მეტი ადგილი რჩება) და დამალული (ზედა ზოლში ჩნდება ☰ „მენიუ“). არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.

ზედა ზოლი

მარცხნიდან მარჯვნივ: გვერდის სათაური; საათი და თარიღი (პროგრამის დრო — თავი პროგრამის დრო); დახმარება (სამაშველო რგოლი — თავი დახმარება); თემის შეცვლა (მთვარე / მზე); თქვენი სახელი და როლი („ჩემი პროფილი“); გასვლა.

ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდი ან ლიცენზიის ვადა („საცდელი პერიოდი — დარჩა 24 დღე…“ ღილაკით „ლიცენზია →“), ახალი ვერსია და (ადმინისტრატორისთვის) „ჩეკზე მაღაზიის რეკვიზიტები არ იბეჭდება — შეავსეთ…“.

ცვლის ზოლი

„მიმოხილვის“ და „სესხების“ თავში ყოველთვის ჩანს, რომელ სალაროში მუშაობთ:

  • „ცვლა გახსნილია — მთავარი სალარო“ (მწვანე) — როდიდან და რამდენია სალაროში; ღილაკი „სალარო“ გადაგიყვანთ „სალაროებზე“;
  • „ცვლა დახურულია“ (ყვითელი) — „ნაღდი ოპერაციებისთვის (სესხის გაცემა, გადახდა) გახსენით ცვლა“ და ღილაკი „ცვლის გახსნა“.
ცვლა დახურულია — ნაღდი ოპერაციისთვის ჯერ ცვლა უნდა გაიხსნას
ცვლა დახურულია — ნაღდი ოპერაციისთვის ჯერ ცვლა უნდა გაიხსნას

ცვლის გარეშე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველაფერი და ჩაატაროთ საბანკო ოპერაციები; ნაღდით გაცემა, გადახდის მიღება და გაყიდვა — არა. დაწვრილებით — თავი სალაროები და ცვლები.

მუქი თემა და სრული ეკრანი

მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის — ღიას; არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.

მიმოხილვა მუქ თემაში
მიმოხილვა მუქ თემაში

F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს; რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას — „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“.

კლავიატურა და ძებნა

ლომბარდის გვერდებს საკუთარი მალსახმობები არ აქვს. მუშაობს:

კლავიშირას აკეთებს
Enterფორმაში — შენახვა / დადასტურება (მაგ. „სესხის გაცემა“, „დადასტურება“)
Escფანჯრის დახურვა შენახვის გარეშე
F11სრული ეკრანი

ძებნის ველები ასოს აკრეფისთანავე ფილტრავს: „სესხებში“ — კლიენტი, პირადი ნომერი, ტელეფონი, ნივთი, IMEI ან სესხის ნომერი; „საწყობში“ — ნივთი, კლიენტი, IMEI, სერიული, ადგილი; „კლიენტებში“ — სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონი, მისამართი.

რჩევა: IMEI-ის ან სერიული ნომრის სკანერი ჩვეულებრივ კლავიატურასავით მუშაობს — დააჭირეთ ძებნის ველს და წაიკითხეთ კოდი.

შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია; ენის ან შრიფტის ზომის ცალკე პარამეტრი არ არის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.