Activi
Activi Lomb · თავი 4

კლიენტები: პირადი ნომერი, სახელი RS.ge-დან, კონტაქტები და სესხების ისტორია

მსესხებლის რეგისტრაცია Activi Lomb-ში: პირადი ნომერი (11 ციფრი), სახელისა და გვარის მოძებნა RS.ge-დან, მობილური და მისამართი, ძებნა, რედაქტირება და კლიენტის ბარათი ყველა სესხით.

სესხი ყოველთვის კლიენტს ეკუთვნის. კლიენტი ერთხელ რეგისტრირდება პირადი ნომრით, შემდეგ კი ყველა მისი სესხი — აქტიურიც და დახურულიც — ერთ ადგილას ჩანს.

კლიენტები: სახელი და მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, სესხები
კლიენტები: სახელი და მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, სესხები

გვერდის თავში — „კლიენტები“ (სულ) და „აქტიური სესხით“. ცხრილში: კლიენტი და მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, სესხები — „2 აქტიური“ ან „1 დახურული“. ძებნა: სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონი ან მისამართი.

ახალი კლიენტი

კლიენტის დამატება შეიძლება ორი გზით: გვერდზე „კლიენტები“ → „ახალი კლიენტი“, ან პირდაპირ ახალი სესხის ფორმიდან (თავი ახალი სესხი).

  1. **„პირადი ნომერი “* — 11 ციფრი.
  2. „ძებნა“ — პროგრამა RS.ge-ს ეკითხება, ვის ეკუთვნის ეს ნომერი, და ავსებს „სახელს“ და „გვარს“ („RS.ge: სახელი გვარი“).
  3. შეამოწმეთ ან აკრიფეთ **„სახელი “ და „გვარი “**.
  4. **„მობილური “* — მინიმუმ 9 ციფრი.
  5. „ელ. ფოსტა“ — არასავალდებულო.
  6. **„მისამართი “*.
  7. „შენახვა“ — „კლიენტი დაემატა“.
ახალი კლიენტი: პირადი ნომერი და „ძებნა“, სახელი, გვარი, მობილური, ელ. ფოსტა, მისამართი
ახალი კლიენტი: პირადი ნომერი და „ძებნა“, სახელი, გვარი, მობილური, ელ. ფოსტა, მისამართი

ვარსკვლავით მონიშნული ველები სავალდებულოა — მათ გარეშე კლიენტი არ შეინახება.

ძებნა RS.ge-ში

„ძებნას“ სჭირდება ინტერნეტი და RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „RS.ge“ — თავი რეკვიზიტები და ბეჭდვა). თუ ის შეყვანილი არ არის, ჩნდება:

RS.ge სერვის-იუზერი არ არის შეყვანილი — პარამეტრები → ინტეგრაციები
RS.ge სერვის-იუზერი არ არის შეყვანილი — პარამეტრები → ინტეგრაციები

ამ შემთხვევაში სახელი და გვარი უბრალოდ ხელით აკრიფეთ — კლიენტი მაინც შეინახება.

ყურადღება: პირადი ნომერი ზუსტად 11 ციფრი უნდა იყოს. 2.38-ში უცხოელის პასპორტის ნომრით (ასოებით ან სხვა სიგრძით) კლიენტის რეგისტრაცია შეუძლებელია. ასევე არ არის ველი პირადობის მოწმობის ფოტოსთვის — დოკუმენტის ასლი ინახეთ ქაღალდზე ან ნივთის ფოტოებთან ერთად.

ერთი ადამიანი — ერთი ბარათი

პროგრამა ორ კლიენტს ერთი პირადი ნომრით არ უშვებს: „ამ პირადი ნომრით კლიენტი უკვე არსებობს“. ახალი სესხის ფორმაში კლიენტს ჯერ მოძებნეთ (სახელით, პირადი ნომრით ან ტელეფონით) — თუ ის უკვე იყო, სიაში ჩანს „აქტიური სესხი: N“.

რედაქტირება

ცხრილის ხაზზე ფანქარი → „კლიენტის რედაქტირება“ → „შენახვა“. ახალი სახელი და ტელეფონი ყველა მის სესხსაც ეწერება — სიაში და ხელშეკრულებაში ახალი მონაცემები ჩანს.

შენიშვნა: კლიენტის წაშლა პროგრამიდან შეუძლებელია (ბარათი სესხების ისტორიას ინახავს). კლიენტების „შავი სია“ და SMS შეხსენებები Activi Lomb 2.38-ში არ არის.

კლიენტის ბარათი

ხაზზე დაჭერა ხსნის ბარათს: მისამართი, ელ. ფოსტა, რეგისტრაციის თარიღი და ყველა სესხი: ნომერი, გირაო, ძირი (აქტიურზე — დარჩენილი, დახურულზე — გაცემული), გაცემის თარიღი და სტატუსი.

ეკა ლომიძე: მაისში დახურული სესხი (საყურეები) და სექტემბრის აქტიური (სამაჯური)
ეკა ლომიძე: მაისში დახურული სესხი (საყურეები) და სექტემბრის აქტიური (სამაჯური)

ბარათის ხაზი სესხს არ ხსნის — სესხის სანახავად „სესხებში“ მოძებნეთ კლიენტის სახელი ან სესხის ნომერი.

ვის შეუძლია

კლიენტის დამატება და რედაქტირება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს უფლება „სესხის გაცემა / გამოსყიდვა“ (ნაგულისხმევად — ოპერატორსაც). კლიენტების ნახვა ყველას შეუძლია.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.