Activi
Activi Lomb · თავი 12

iPhone ტარების უფლებით: ანგარიში ლომბარდის iCloud-ით, დაშიფრული პაროლები და მაილებისა და ნომრების ფონდი

როგორ მუშაობს „iPhone ტარების უფლებით“ სესხი Activi Lomb-ში: ტელეფონი კლიენტთან რჩება ლომბარდის iCloud-ით, ანგარიშის ველები, დაშიფრული პაროლები და მათი ნახვის უფლება, მაილებისა და ნომრების ფონდი, სიის ჩატვირთვა და გათავისუფლება.

„iPhone ტარების უფლებით“ არის სესხის სახე, როცა ტელეფონი ლომბარდში კი არ რჩება, არამედ კლიენტთან — მასზე კი შესულია ლომბარდის Apple ID (iCloud), ლომბარდის მაილითა და ნომრით. სანამ სესხი არ დაიფარება, ტელეფონზე ანგარიში ლომბარდს ეკუთვნის; ვალის გადაუხდელობისას ტელეფონის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს.

პროგრამაში ეს ჩანს ასე: სესხის სიაში — ტელეფონის ხატულა, ბარათზე — „კლიენტთანაა — ტარების უფლებით, ჩვენი iCloud-ით“, საწყობში — სტატუსი „კლიენტთან — ტარების უფლებით“.

სესხის გაცემა

ახალი სესხის ფორმაში აირჩიეთ პირობა „iPhone ტარების უფლებით“ (თავი ახალი სესხი). სავალდებულოა „მოდელი“ და „IMEI“ (15 ციფრი); „ადგილი საწყობში“ არ ჩანს. ჩნდება ნაწილი „ანგარიში ტელეფონზე“:

ველირა ჩაიწერება
ელ. ფოსტაApple ID-ის მაილი. ცარიელი — ავტომატურად ფონდიდან
მაილის პაროლიცარიელი — ფონდიდან (თუ მაილს პაროლი აქვს)
iCloud-ის პაროლიApple ID-ის პაროლი, რომელიც ტელეფონზე დააყენეთ
მობილური (კოდების მისაღებად)ნომერი ორფაქტორიანი კოდებისთვის. ცარიელი — ფონდიდან
ეკრანის კოდიტელეფონის კოდი, 4–6 ციფრი

ზემოთ წერია, რამდენი თავისუფალი მაილი და ნომერია ფონდში. ყველა პაროლი და კოდი დაშიფრულად ინახება.

iPhone 15: მოდელი, IMEI, მეხსიერება, ფერი; „ანგარიში ტელეფონზე“ — მაილი და ნომერი ფონდიდან, iCloud-ის პაროლი და ეკრანის კოდი
iPhone 15: მოდელი, IMEI, მეხსიერება, ფერი; „ანგარიში ტელეფონზე“ — მაილი და ნომერი ფონდიდან, iCloud-ის პაროლი და ეკრანის კოდი

შენიშვნა: პროგრამა Apple-ის სისტემას არ უკავშირდება: ის მხოლოდ ინახავს, რომელი ანგარიში დააყენეთ ტელეფონზე. ანგარიშის შექმნა, ტელეფონზე შესვლა და „Find My“ — ხელით, ტელეფონზე.

ანგარიში სესხის ბარათზე

ჩანართში „ტელეფონი და ანგარიში“ — ბლოკი „ანგარიში ტელეფონზე“: ელ. ფოსტა და მობილური ჩანს ღიად, მაილის პაროლი, iCloud-ის პაროლი და ეკრანის კოდი — ••••••••. თვალის ღილაკი აჩვენებს ერთ მნიშვნელობას, კოპირების ღილაკი — ბუფერში იღებს.

სესხი №18: iPhone 13 Pro — iCloud-ის პაროლი ნაჩვენებია, დანარჩენი პაროლები დამალულია
სესხი №18: iPhone 13 Pro — iCloud-ის პაროლი ნაჩვენებია, დანარჩენი პაროლები დამალულია
  • პაროლის ნახვა შეუძლია მხოლოდ უფლებით „სესხის პაროლების ნახვა (iCloud, მაილი, კოდი)“ (ნაგულისხმევად — ადმინისტრატორს და მენეჯერს). სხვები ხედავენ: „პაროლების ნახვის უფლება არ გაქვთ — მიმართეთ ადმინისტრატორს.“
  • ყოველი ნახვა ბაზაში იწერება: ვინ, რომელი სესხის რომელი ველი და როდის.
  • „შეცვლა“ — ანგარიშის განახლება (იმავე უფლებით); ცარიელი პაროლის ველი = არ იცვლება.

შენიშვნა: პაროლების ნახვის ჟურნალი 2.38-ში მხოლოდ ბაზაში ინახება — პროგრამაში მისი სანახავი გვერდი არ არის. საჭიროებისას მიმართეთ Activi-ის მხარდაჭერას.

ხელშეკრულებაში iPhone-ზე ემატება პუნქტი: მოწყობილობა მსესხებლის სარგებლობაშია, ანგარიში (მაილით) ეკუთვნის გამსესხებელს სესხის დაფარვამდე, მსესხებელი არ ცვლის ანგარიშს, პაროლს და არ აღადგენს ტელეფონს ქარხნულ პარამეტრებზე.

დახურვა და დაკავება

  • სესხის დახურვისას მაილი და ნომერი ფონდში თავისუფლდება და შემდეგ სესხს მიენიჭება. ანგარიში ტელეფონიდან ხელით გამოიყვანეთ, სანამ კლიენტს გაუშვებთ.
  • დაკავებისას ანგარიში სესხზე რჩება — ის დაგჭირდებათ ტელეფონის განსაბლოკად და გასაყიდად.

მაილები და ნომრები (ფონდი)

გვერდი „მაილები და ნომრები“ (ადმინისტრატორი, მენეჯერი) — iPhone-ის სესხებისთვის წინასწარ მომზადებული მაილები (პაროლით) და ნომრები. ახალი სესხი თავისუფალს თავისით იღებს.

მაილები და ნომრები: თავისუფალი და გამოყენებული, რომელ სესხზეა მიბმული
მაილები და ნომრები: თავისუფალი და გამოყენებული, რომელ სესხზეა მიბმული

ზემოთ — „თავისუფალი მაილი“ და „თავისუფალი ნომერი“ (და გამოყენებული). ცხრილი: „მაილები“ / „ნომრები“, ძებნა, ფილტრი „ყველა / თავისუფალი / გამოყენებული“; „სესხი“ — რომელ სესხზეა მიბმული (დახურულზე — „(დახურული)“).

სიის ჩატვირთვა

  1. „სიის ჩატვირთვა“ → „მაილები“ ან „ნომრები“.
  2. ჩასვით სია ან „ფაილიდან (.txt / .csv)“.
  3. „ჩატვირთვა“. პროგრამა გეტყვით, რამდენი დაემატა; უკვე არსებული გამოტოვდება, ცუდი სტრიქონები (არასწორი მაილი, 8 ციფრზე მოკლე ნომერი) ნომრით ჩამოითვლება. სათაურის სტრიქონი („email“, „ნომერი“…) იგნორირდება.

ფორმატი: მაილები — თითო სტრიქონზე მისამართი და პაროლი (ჰარით, მძიმით ან წერტილ-მძიმით), მაგ. mail1@domain.ge;password1; ნომრები — თითო სტრიქონზე ერთი ნომერი (+995 5XX …).

სიის ჩატვირთვა: მაილები — მისამართი და პაროლი თითო სტრიქონზე
სიის ჩატვირთვა: მაილები — მისამართი და პაროლი თითო სტრიქონზე

გათავისუფლება და წაშლა

  • „გათავისუფლება“ — მაილი ან ნომერი, რომლის სესხი უკვე დახურული ან დაკავებულია, ისევ თავისუფალი ხდება. აქტიურ სესხზე — „აქტიურ სესხზეა მიბმული — ჯერ სესხი უნდა დაიხუროს“.
  • წაშლა (ნაგვის ყუთი) — მხოლოდ თავისუფალი ჩანაწერის.

რჩევა: დაკავებული iPhone-ის მაილი ავტომატურად არ თავისუფლდება. ტელეფონის გაყიდვის და ანგარიშის გამოყვანის შემდეგ — „გათავისუფლება“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.