Activi
Activi Lomb · თავი 7

პროცენტის შეტანა (გაგრძელება), წინასწარ გადახდა, ძირის მოკლება, თანხის დამატება და ოპერაციის გაუქმება

ფული აქტიურ სესხზე Activi Lomb-ში: პროცენტის შეტანა და სესხის გაგრძელება შემდეგ პერიოდზე, ნაწილობრივი და წინასწარ გადახდა, ძირის ნაწილობრივი დაფარვა, თანხის დამატება იმავე გირაოზე, ნაღდი ან ბანკი და ბოლო ოპერაციის გაუქმება — რეალური ციფრებით.

აქტიურ სესხზე ფული ოთხი გზით მოძრაობს — ოთხივე სესხის ბარათიდან:

ღილაკირა ხდებასალაროში
პროცენტის შეტანაკლიენტი იხდის პროცენტს (და ჯარიმას) — სესხი გრძელდება შემდეგ პერიოდზე+
ძირის მოკლებაკლიენტი იხდის დარიცხულ პროცენტს და ძირის ნაწილს — ძირი მცირდება+
თანხის დამატებაკლიენტი იმავე გირაოზე დამატებით ფულს იღებს — ძირი იზრდება−
სესხის დახურვაყველაფერი — სესხი იხურება, ნივთი ბრუნდება (თავი დახურვა და დაკავება)+

თითოეულში აირჩიეთ „ნაღდი“ (თქვენი ცვლის სალარო) ან „ბანკით“ (ცვლა არ სჭირდება); „შენიშვნა“ ჩანს ამონაწერში.

პროცენტის შეტანა — სესხის გაგრძელება

ლომბარდში ცალკე ღილაკი „გაგრძელება“ არ არის — პროცენტის შეტანა თავად აგრძელებს სესხს: კლიენტი იხდის პერიოდის პროცენტს, ნივთი ლომბარდში რჩება, „შემდეგი გადახდა“ კი შემდეგი პერიოდის ბოლოზე გადადის.

  1. სესხის ბარათი → „პროცენტის შეტანა“.
  2. ზოლში ჩანს: „დღეს გადასახდელი პროცენტი“, ჯარიმა (თუ არის — „ჯერ ჯარიმა იფარება“) და „პერიოდის პროცენტი“.
  3. „თანხა (₾)“ უკვე შევსებულია: პროცენტს + ჯარიმა დღეს. თუ დღეს არაფერი ირიცხება — ერთი პერიოდის პროცენტი.
  4. „ნაღდი“ ან „ბანკით“ → „დადასტურება“.
პროცენტის შეტანა 30-ე დღეს: დღეს გადასახდელი 50,00 ₾ — ზუსტად ერთი პერიოდი
პროცენტის შეტანა 30-ე დღეს: დღეს გადასახდელი 50,00 ₾ — ზუსტად ერთი პერიოდი

მაგალითი (სესხი №7, 1 000 ₾, 5% 30 დღეში): გაცემულია 26 ივლისს, პირველი გადახდა — 25 აგვისტოს. 25 აგვისტოს კლიენტი შეიტანს 50 ₾-ს → „შემდეგი გადახდა“ ხდება 24 სექტემბერი, „გადასახდელი პროცენტი“ — 0,00 ₾, ნივთი ისევ სეიფშია. სრული ისტორია — თავი სრული მაგალითი.

რა ეკუთვნის რომელ დღეს

პროცენტი გადაიხდება პერიოდის ბოლოს (ან ადრე). „შემდეგი გადახდა“ არის თარიღი, როდემდეც დარიცხული უნდა იყოს გადახდილი. თუ კლიენტი პერიოდის შუაში მოდის და პირობაში „სრული პერიოდი … დღის შემდეგ“ წერია, ამ დღის გასვლის შემდეგ მას მთელი პერიოდის პროცენტი ერიცხება. მაგალითად სესხი №17 (700 ₾, 7 სექტემბერი): 24 სექტემბერს, მე-17 დღეს, გადასახდელი უკვე 35 ₾-ია (მთელი პერიოდი), გადახდის შემდეგ კი შემდეგი გადახდა — 6 ნოემბერი (მეორე პერიოდის ბოლო).

ნაწილობრივ ან წინასწარ

  • ნაკლები, ვიდრე დარიცხულია — მიიღება; დანარჩენი ვალად რჩება და „შემდეგი გადახდა“ შეიძლება არ გადაიწიოს (ვადაგადაცილება გრძელდება).
  • მეტი — „წინასწარ“: ბარათზე ჩანს „წინასწარ: … ₾“, „შემდეგი გადახდა“ კი შესაბამისად გადაიწევს. ეს ფული მომდევნო დღეების პროცენტში ჩაითვლება.
  • ჯარიმა ყოველთვის პირველი იფარება: 78,33 ₾-დან 15 ₾ ჯარიმაზე წავა, 63,33 ₾ — პროცენტზე.

ძირის მოკლება

კლიენტს სურს ვალის ნაწილის დაბრუნება.

  1. ბარათი → „ძირის მოკლება“.
  2. „რამდენით მოკლდეს ძირი (₾)“ — მაგ. 300.
  3. ქვემოთ ჩანს, რას იხდის კლიენტი: ჯერ დარიცხული პროცენტი (და ჯარიმა), შემდეგ ძირი — „კლიენტი იხდის: 325,00 ₾ (პროცენტი 25,00 ₾ + ძირი 300,00 ₾) · დარჩება ძირი 700,00 ₾“.
  4. „დადასტურება“.
ძირის მოკლება: სესხი №19 — 1 000 ₾-დან 300 ₾, კლიენტი იხდის 325 ₾-ს
ძირის მოკლება: სესხი №19 — 1 000 ₾-დან 300 ₾, კლიენტი იხდის 325 ₾-ს

ამიერიდან პროცენტი ახალ ძირზე ითვლება. სანიმუშო სესხი №4 (2 500 ₾, 5%): 3 აგვისტოს კლიენტმა 1 000 ₾ დაფარა და 41,67 ₾ პროცენტი გადაიხადა (10 დღე) — პერიოდის პროცენტი 125 ₾-დან 75 ₾-მდე შემცირდა.

მთელი ძირის დაფარვა ამ ღილაკით შეუძლებელია — „მთელი ძირის დაფარვისთვის გამოიყენეთ „სესხის დახურვა““; ძირზე მეტიც — „ძირი …-ზე მეტი ვერ იქნება“.

თანხის დამატება

კლიენტს იმავე ნივთზე მეტი ფული სჭირდება.

  1. ბარათი → „თანხის დამატება“.
  2. „დამატებითი თანხა (₾)“ — მაგ. 100. ზოლში ჩანს „ახალი ძირი“ და „თვის პროცენტი“.
  3. „ნაღდით გაიცა“ ან „ბანკით“ → „დადასტურება“ — სალაროდან თანხა გადის.
თანხის დამატება: სესხი №12 — 600 ₾-ზე კიდევ 100 ₾
თანხის დამატება: სესხი №12 — 600 ₾-ზე კიდევ 100 ₾

დამატებამდე დარიცხული პროცენტი (ძველ ძირზე, დღეების მიხედვით) ვალად რჩება, პერიოდის დარჩენილი დღეები კი ახალ ძირზე ითვლება. სესხი №12 (iPhone, 500 ₾, 10% + 1 ₾): 7 სექტემბერს, მე-15 დღეს, +100 ₾ → 15 დღე × 500 ₾ = 25 ₾ დარჩა ვალად; 22 სექტემბერს კლიენტმა გადაიხადა 56 ₾ = 25 ₾ + 15 დღე × 600 ₾ (30 ₾) + საკომისიო 1 ₾.

ყურადღება: თანხის დამატებისას პროგრამა არ ამოწმებს პირობის „მაქს. შეფასების %“-ს და „მაქს. თანხას“ — ზღვარი თავად დაიცავით. ფანჯრის „თვის პროცენტი“ საკომისიოს არ შეიცავს (ფაქტობრივად 70 + 1 = 71 ₾).

ოპერაციის გაუქმება

შეცდომით შეტანილი თანხა (არასწორი ციფრი, სხვა სესხი) უქმდება ამონაწერიდან:

  1. ბარათი → „ამონაწერი“.
  2. ბოლო ოპერაციის ხაზზე — ისრიანი ღილაკი „გაუქმება“.
  3. დადასტურება: „„პროცენტის შეტანა“ 50,00 ₾ გაუქმდება და სესხი დაბრუნდება წინა მდგომარეობაში. თანხა სალაროში აისახება.“ → „დიახ, გაუქმდეს“.
სესხი №17: შეცდომით შეტანილი 50 ₾ გაუქმდა (გადახაზულია), შემდეგ შევიდა სწორი 35 ₾
სესხი №17: შეცდომით შეტანილი 50 ₾ გაუქმდა (გადახაზულია), შემდეგ შევიდა სწორი 35 ₾

წესები:

  • უქმდება მხოლოდ ბოლო ოპერაცია — სესხი ზუსტად წინა მდგომარეობას უბრუნდება. წინა ოპერაციის გასაუქმებლად ჯერ ბოლო გააუქმეთ.
  • საჭიროა უფლება „გაყიდვის დაბრუნება“ (ნაგულისხმევად — ადმინისტრატორს და მენეჯერს; ოპერატორს — არა).
  • ნაღდი ოპერაციის გაუქმებას სჭირდება გამუქმებლის გახსნილი ცვლა: თანხა მისი სალაროდან გადის (ან შედის). თუ ფული სხვა სალაროში იყო მიღებული, ორ სალაროს შორის გაასწორეთ „გადარიცხვით“ (თავი სალაროები და ცვლები).
  • „სესხის დახურვის“ გაუქმება სესხს ხელახლა ხსნის.
  • ბუღალტერიიდან გაუქმებული ოპერაციის გატარება ქრება.
  • სესხის გაცემა არ უქმდება — იხ. ხშირი კითხვები.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.