Activi
Activi Lomb · თავი 19

ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, ფაილი, ფოტოები, დაშიფრული პაროლები და კომპიუტერის შეცვლა

მონაცემების დაცვა Activi Lomb-ში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლი, JSON სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი სერვერზე, ნივთების ფოტოები და iPhone-ის პაროლების გასაღები, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე).

რა არის ბაზის საქაღალდეში

%APPDATA%\CloudPos\data-cloudlombard:

ფაილი / საქაღალდერა არის
cloudpos.dbბაზა: კლიენტები, სესხები, გადახდები, სალაროები, ბუღალტერია
secret.keyiPhone-ის სესხების პაროლების დაშიფვრის გასაღები
loan-photosნივთების ფოტოები
backupsავტომატური ასლები

ავტომატური ბექაფი

პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — …\data-cloudlombard\backups. ინახება ბოლო 14 დღიური ასლი.

ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“, ასლების სია სახეობით — „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „სერვერიდან აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“ — და ღილაკი „აღდგენა“.

ავტომატური ბექაფი: ასლების სია და „აღდგენა“
ავტომატური ბექაფი: ასლების სია და „აღდგენა“

აღდგენა ავტომატური ასლიდან

  1. დარწმუნდით, რომ სხვა კომპიუტერებზე არავინ მუშაობს და ცვლები დახურულია.
  2. სასურველ ასლთან — „აღდგენა“ → დაადასტურეთ („მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება…“).
  3. „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.

ასლის შემდეგ გაცემული სესხები და მიღებული გადახდები აღდგენისას ქრება (აღდგენამდე მდგომარეობა „აღდგენამდე“ ასლად რჩება) — მაშინ სალაროში ნაღდი და პროგრამის ნაშთი აღარ დაემთხვევა. აღდგენა ბოლო საშუალებაა.

ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა. დისკის გაფუჭებისას ისინიც დაიკარგება — პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.

სარეზერვო ფაილი

ბარათი „მონაცემები“:

  • „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ — cloudpos-backup_თარიღი.json: კლიენტები, სესხები, გადახდები, პირობები, სალაროები და ცვლები, მაილების ფონდი, თანამშრომლები, ბუღალტერია. ფაილში არ შედის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი და ტერმინალის პარამეტრები.
  • „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება).
  • „თემა“ — ღია / მუქი.
ბარათი „მონაცემები“: სარეზერვო ასლი, აღდგენა, თემა
ბარათი „მონაცემები“: სარეზერვო ასლი, აღდგენა, თემა

ყურადღება: სარეზერვო ფაილში შედის iPhone-ის პაროლების გასაღებიც — ვისაც ეს ფაილი ექნება, პაროლებს წაიკითხავს. ინახეთ ის დაცულ ადგილას (დაშიფრული დისკი, სეიფი), არა ღია ფოსტით.

ნივთების ფოტოები

ყურადღება: ნივთების ფოტოები არც ავტომატურ ასლში, არც სარეზერვო ფაილში და არც სერვერის ასლში არ შედის — მათში მხოლოდ ფოტოს ფაილის სახელია. ფოტოები ინახება მხოლოდ საქაღალდეში …\data-cloudlombard\loan-photos. პერიოდულად დააკოპირეთ ეს საქაღალდე (მაგ. USB დისკზე), თორემ კომპიუტერის დაკარგვისას ფოტოებიც დაიკარგება.

დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე

ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ის სერვერზე (ბოლო 14). ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს; აღდგენისთვის დაგვიკავშირდით. ფოტოები აქაც არ შედის.

ბაზის სრული განულება

ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (სესხები, კლიენტები, სალაროები, ბუღალტერია, თანამშრომლები); რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. „განულება“ → (სურვილისამებრ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს…“) → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“. განულებამდე ასლი ინახება („გასუფთავებამდე“).

ბაზის სრული განულება — „ეს მოქმედება შეუქცევადია“
ბაზის სრული განულება — „ეს მოქმედება შეუქცევადია“

რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის — დემო ცალკე ბაზაა; სამუშაოდ შექმენით ახალი ბაზა (თავი ქსელი და ბაზები).

კომპიუტერის შეცვლა

  1. ძველ კომპიუტერზე დახურეთ ცვლები და პროგრამა სრულად გამორთეთ (ტრეი → „სრულად გამორთვა“).
  2. დააკოპირეთ მთელი საქაღალდე %APPDATA%\CloudPos\data-cloudlombard — cloudpos.db, secret.key და loan-photos ერთად. მხოლოდ cloudpos.db-ს გადატანისას iPhone-ის პაროლები აღარ წაიკითხება, ფოტოები კი არ გამოჩნდება.
  3. ახალზე დააყენეთ Activi Lomb; პირველ გაშვებაზე — „არსებული ბაზა…“ → „საქაღალდეში“ → გადატანილი საქაღალდე (ან „ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“).
  4. ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).

სარეზერვო ფაილით (JSON) გადატანაც შეიძლება — ის გასაღებს შეიცავს, ფოტოებს კი არა: loan-photos ცალკე გადაიტანეთ ახალი ბაზის საქაღალდეში.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.