პროგრამის დრო: ზუსტი დრო დროის სერვერიდან და თარიღის სიზუსტე
რატომ არის ლომბარდისთვის მნიშვნელოვანი ზუსტი თარიღი და როგორ იღებს Activi Lomb დროს დროის სერვერიდან (NTP): ბარათი „დრო“, კომპიუტერის არასწორი საათი, ქსელის კომპიუტერები, ინტერნეტის გარეშე მუშაობა და რა რჩება თანამშრომლის ხელში.
ლომბარდში თარიღი ფულია: პროცენტი და ჯარიმა დღეებით ითვლება, „სრული პერიოდი“ კონკრეტულ დღეს ირთვება, ჯარიმა საშეღავათო დღეების შემდეგ იწყება. კომპიუტერის საათი, რომელიც ერთი დღით ცდება (დამჯდარი ბატარეა, ვიღაცამ „შეასწორა“), კლიენტს ერთ დღეს მეტს ან ნაკლებს დაარიცხავს.
ამიტომ Activi Lomb დროს დროის სერვერიდან იღებს და სხვაობას პროგრამის ყველა საათზე იყენებს — პროცენტზე, ჯარიმაზე, ამონაწერზე, ქვითარზე, ცვლებზე და ბუღალტერიაზე.
როგორ მუშაობს
- პროგრამა ამოწმებს დროს ჩართვისას და ყოველ 30 წუთში — ნაგულისხმევად
time.google.com(NTP); თუ NTP დაბლოკილია — ვებ-სერვერის საათით. - 1 წამზე ნაკლები სხვაობა ითვლება, რომ საათი სწორია, და არ გამოიყენება.
- ქსელის სხვა კომპიუტერები და ბრაუზერები მთავარი კომპიუტერის დროს მიჰყვებიან: თუ მათი საათი 1 წუთზე მეტით ცდება, ფანჯრის ყველა თარიღი (მაგ. ახალი სესხის „გაცემის თარიღი“, „დღეს“ მიმოხილვაში) მთავარი კომპიუტერის დროით ითვლება.
- „დღე“ ნიშნავს მთავარი კომპიუტერის დროის სარტყლის დღეს (საქართველოში — თბილისის დრო).
ბარათი „დრო“
„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „დრო“ (ადმინისტრატორი): „პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“, „წყარო“ და ნიშანი („ზუსტი დრო“ ან „ვერ შემოწმდა“).

სურათზე კომპიუტერის საათი 1 ოქტომბერს აჩვენებს, დროის სერვერი კი 2 ოქტომბერს: პროგრამა წერს „კომპიუტერის საათი ჩამორჩება 24 საათით — პროგრამა სწორ დროს იყენებს“ და ყველაფერს 2 ოქტომბრით ითვლის.
- „დროის სერვერი (NTP)“ — ნაგულისხმევად
time.google.com; შეიძლებაtime.windows.com,pool.ntp.orgან თქვენი ქსელის სერვერი. - „შენახვა და შემოწმება“ — ახალი სერვერის შენახვა და მაშინვე შემოწმება.
- „შემოწმება“ — ხელახლა შემოწმება ახლავე.
- „გამორთვა“ — პროგრამა მხოლოდ კომპიუტერის საათს გამოიყენებს. არ გირჩევთ.
ინტერნეტის გარეშე
თუ დროის სერვერი მიუწვდომელია, ბარათზე წერია „დრო ვერ შემოწმდა: … — გამოიყენება კომპიუტერის საათი“ (ბოლო ცნობილი შესწორებით, თუ ის იყო). მუშაობა გრძელდება — მაგრამ ასეთ დროს თავად შეამოწმეთ Windows-ის თარიღი.
ყურადღება: დროის სერვერი იცავს სისტემის საათს, მაგრამ არა ხელით შეყვანილ თარიღს. ახალი სესხის ველი „გაცემის თარიღი“ ოპერატორს შეუძლია შეცვალოს — პროცენტი მაშინ იმ თარიღიდან დაითვლება. თვეში ერთხელ შეამოწმეთ სესხების სიაში, ემთხვევა თუ არა გაცემის თარიღები ამონაწერისა და სალაროს ლოგის თარიღებს (ის ყოველთვის რეალური დროითაა).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.