Activi
Activi Lomb · თავი 8

ვადაგადაცილება და ჯარიმა: საშეღავათო დღეები, ჯარიმის გამოთვლა და გადაცილებული სესხების სია

როდის ხდება სესხი ვადაგადაცილებული Activi Lomb-ში, როგორ ითვლება ჯარიმა საშეღავათო დღეების შემდეგ, სად ჩანს გადაცილებული და მალე გადასახდელი სესხები და რა ვუყოთ მათ — ორი ნამდვილი მაგალითით.

როდის არის სესხი ვადაგადაცილებული

სესხი ვადაგადაცილებულია, როცა „შემდეგი გადახდის“ თარიღი გავიდა და პერიოდის პროცენტი შეტანილი არ არის. მეორე დღიდან სტატუსი წითლდება: „1 დღის გადაცილება“, „2 დღის გადაცილება“…

ჯარიმა იწყება მხოლოდ საშეღავათო დღეების შემდეგ. 3 საშეღავათო დღით და 0,3% ჯარიმით:

დღე გადახდის თარიღის შემდეგსტატუსიჯარიმა
1–3„1–3 დღის გადაცილება“—
4„4 დღის გადაცილება“1 დღე
8„8 დღის გადაცილება“5 დღე

ჯარიმა = დარჩენილი ძირი × ჯარიმის % × ჯარიმის დღეები. ის ყოველ დღე იზრდება, სანამ კლიენტი არ გადაიხდის, და ყოველ გადახდაზე პირველი იფარება. ამასობაში პროცენტიც ჩვეულებრივად ირიცხება — ახალ პერიოდშიც (დღეებით ან, „სრული პერიოდის“ დღის შემდეგ, მთლიანად).

შენიშვნა: ვადას განსაზღვრავს პირობის პერიოდი, არა ახალი სესხის ფორმის ველი „ვადა (არასავალდებულო)“. „ხელით“ (პირობის გარეშე) გაცემულ სესხზე ჯარიმა არ ირიცხება.

სად ჩანს

  • „მიმოხილვა“ → ფილა „გადაცილებული“ (რაოდენობა და ძირი) და სია „ყველაზე გადაცილებული“ (8 სესხი, დღეების მიხედვით — დიდი რიცხვი „22 დღე“, ძირი და პროცენტი). ფილაზე დაჭერა ხსნის გაფილტრულ სიას.
  • „მიმოხილვა“ → „3 დღეში გადასახდელი“ — სესხები, რომელთა გადახდის დღე დღეს ან უახლოეს 3 დღეშია, „თვის პროცენტით“. ეს თქვენი დარეკვის სიაა.
  • „სესხები“ → ფილტრი „გადაცილებული“ და მაჩვენებელი „გადაცილებული“.
„სესხები“ → „გადაცილებული“: 3 დღე (ჯერ საშეღავათო) და 22 დღე
„სესხები“ → „გადაცილებული“: 3 დღე (ჯერ საშეღავათო) და 22 დღე

შენიშვნა: პროგრამა კლიენტს თავად არ ატყობინებს — SMS ან ელ. ფოსტის შეხსენება Activi Lomb 2.38-ში არ არის. „3 დღეში გადასახდელი“ სია გამოიყენეთ დასარეკად.

ორი სანიმუშო სესხი

სესხი №14 — ანა ჯაფარიძე, Lenovo IdeaPad 5, 450 ₾, „ტექნიკა“ (8%, 3 საშეღავათო დღე, 0,5%). გადახდის დღე იყო 29 სექტემბერი, დღეს 2 ოქტომბერია: 3 დღის გადაცილება, ჯარიმა ჯერ არ არის. პროცენტი 39,60 ₾ (36 ₾ პერიოდი + 3 დღე × 1,20 ₾). ხვალ უკვე ჯარიმაც დაემატება.

სესხი №10 — ლევან გელაშვილი, MacBook Air M1, 900 ₾, იგივე პირობა. გაცემულია 11 აგვისტოს, არაფერი გადაუხდია. გადახდის დღე იყო 10 სექტემბერი — დღეს 22 დღის გადაცილებაა:

გამოთვლათანხა
პროცენტი, 1-ლი პერიოდი900 × 8%72,00 ₾
პროცენტი, მე-2 პერიოდი22 დღე > 15 → მთელი პერიოდი72,00 ₾
ჯარიმა900 × 0,5% × 19 დღე (22 − 3 საშეღავათო)85,50 ₾
დასახურად900 + 144 + 85,501 129,50 ₾

ჯარიმა სესხის ბარათზე

როცა ჯარიმა ირიცხება, ბარათზე ჩნდება წითელი უჯრა „ჯარიმა“ („5 დღე × 0,3%“), „დასახურად“ ქვეშ კი — „ძირი + პროცენტი + ჯარიმა დღეს“.

სესხი №7: 8 დღის გადაცილება — პროცენტი 63,33 ₾, ჯარიმა 15,00 ₾ (5 დღე × 0,3%), დასახურად 1 078,33 ₾
სესხი №7: 8 დღის გადაცილება — პროცენტი 63,33 ₾, ჯარიმა 15,00 ₾ (5 დღე × 0,3%), დასახურად 1 078,33 ₾

„პროცენტის შეტანა“ ფანჯარაში ჯარიმა ცალკე ჩანს და თანხა უკვე შეიცავს მას: „ჯარიმა: 15,00 ₾ (ჯერ ჯარიმა იფარება)“.

პროცენტის შეტანა ჯარიმით: 63,33 + 15,00 = 78,33 ₾
პროცენტის შეტანა ჯარიმით: 63,33 + 15,00 = 78,33 ₾

რა ვუყოთ გადაცილებულ სესხს

  1. დაურეკეთ კლიენტს (ტელეფონი სესხის ბარათის თავშია).
  2. თუ მოვიდა და სესხის გაგრძელება უნდა — „პროცენტის შეტანა“: ჯარიმა და პროცენტი იფარება, „შემდეგი გადახდა“ გადაიწევს (თავი პროცენტი, ძირი და დამატება).
  3. თუ ნივთის წაღება უნდა — „სესხის დახურვა“ (ძირი + პროცენტი + ჯარიმა).
  4. თუ არ მოდის და თქვენი წესით ვადა ამოიწურა — „გირაოს დაკავება“ (თავი დახურვა და დაკავება).

ყურადღება: ჯარიმის ჩამოწერის ან შემცირების ღილაკი პროგრამაში არ არის — ის ყოველთვის პირობით ითვლება. თუ კლიენტს ჯარიმას აპატიებთ, ეს მხოლოდ ნაკლები თანხის მიღებით შეიძლება („პროცენტის შეტანა“ — ჯარიმა დაიფარება, დაუფარავი პროცენტი კი ვალად დარჩება). ამიტომ ჯარიმის წესი პირობაში ფრთხილად შეარჩიეთ.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.