Activi
Activi Lomb · თავი 5

ახალი სესხი: გირაოს მიღება — ოქრო წონით და სინჯით, ტექნიკა, iPhone, სხვა ნივთი

სესხის გაცემა Activi Lomb-ში ნაბიჯ-ნაბიჯ: კლიენტის არჩევა, სესხის პირობა, ოქრო წონით და სინჯით („წონით“ ღილაკი), ტექნიკა IMEI-ით, iPhone, სხვა ნივთი და ავტომობილი, ფოტოები, შეფასება და სესხის თანხის ზღვრები, ადგილი საწყობში, ნაღდი ან ბანკი, შეცდომები.

სესხი გაიცემა ერთი ფანჯრიდან — „ახალი სესხი“ („მიმოხილვის“ ან „სესხების“ ზედა ღილაკი). ფანჯარა ხუთი ნაწილისგანაა: კლიენტი, სესხის პირობა, ნივთი, (iPhone-ზე — ანგარიში), თანხა და პირობები.

ყურადღება: ნაღდით გაცემისთვის ჯერ ცვლა უნდა გახსნათ (თავი სალაროები და ცვლები) და სალაროში საკმარისი ნაღდი უნდა იყოს. ბანკით გაცემას ცვლა არ სჭირდება.

ნაბიჯ-ნაბიჯ: 10 გრამიანი ოქროს ბეჭედი

ნინო კვარაცხელიას მოაქვს 585 სინჯის ბეჭედი, 10 გრამი. ლომბარდი ფასობს 1 250 ₾-ად.

  1. „ახალი სესხი“.
  2. „კლიენტი“: აკრიფეთ სახელი, პირადი ნომერი ან ტელეფონი — ქვემოთ ჩნდება ნაპოვნი კლიენტები (პირადი ნომრით, ტელეფონით და „აქტიური სესხი: N“, თუ აქვს). დააჭირეთ სწორს. ახალ ადამიანს — „ახალი კლიენტი“ (თავი კლიენტები); თუ საძიებოში 11-ციფრიანი პირადი ნომერი აკრიფეთ, ის ფორმაში თავისით ჩაიწერება.
  3. „სესხის პირობა“ — დააჭირეთ „ოქრო — 585 სინჯი“. ქვემოთ ჩნდება მისი წესები: „15 დღემდე — დღეების მიხედვით, 16-ე დღიდან — სრული პერიოდი“, „დაგვიანებისას 3 დღის შემდეგ ჯარიმა 0,3% დღეში“, „ადრე დახურვისას — მინიმუმ 10 დღის პროცენტი“.
  4. „ნივთი“: „წონა (გრამი)“ — 10, „სინჯი“ — 585, „აღწერა *“ — ბეჭედი. სურვილისამებრ — „ფოტო“ (კამერიდან ან ფაილიდან, 12-მდე).
  5. „თანხა და პირობები“: „შეფასება (₾)“ — 1250. „სესხის თანხის“ ქვეშ ჩნდება „მაქსიმუმ 1 000,00 ₾ (შეფასების 80%)“. დააჭირეთ „წონით“ — თანხა ხდება 10 × 100 = 1 000 ₾ (ფასი გრამზე პირობიდან; თუ ის შეფასების ზღვარზე მეტია, ზღვარი ჩაიწერება).
  6. „პროცენტი 30 დღეში (%)“ — 5 (პირობიდან). „გაცემის თარიღი“ — დღეს. „ადგილი საწყობში“ — მაგ. სეიფი 1 · თარო A-3.
  7. „თანხა გაიცემა“ — „ნაღდით სალაროდან“.
  8. ქვედა ზოლში შეამოწმეთ: „30 დღეში: 50,00 ₾ · პირველი გადახდა …“ და დააჭირეთ „სესხის გაცემა“.
კლიენტის ძებნა სახელით „ნინო“: ნაპოვნი კლიენტი პირადი ნომრით და ტელეფონით
კლიენტის ძებნა სახელით „ნინო“: ნაპოვნი კლიენტი პირადი ნომრით და ტელეფონით
ახალი სესხი: ნინო კვარაცხელია, „ოქრო — 585 სინჯი“, 10 გ, 585, შეფასება 1 250 ₾, სესხი 1 000 ₾ — 30 დღეში 50 ₾
ახალი სესხი: ნინო კვარაცხელია, „ოქრო — 585 სინჯი“, 10 გ, 585, შეფასება 1 250 ₾, სესხი 1 000 ₾ — 30 დღეში 50 ₾

პროგრამა წერს „სესხი №7 გაიცა“, სალაროდან 1 000 ₾ აკლდება („სესხის გაცემა #7“) და იხსნება სესხის ბარათი (თავი სესხის ბარათი). იქიდანვე დაბეჭდეთ ხელშეკრულება და გაცემის ქვითარი. სესხის სიაში ნივთი ჩანს ასე: „ბეჭედი · 10 გ · 585 სინჯი“.

ამ სესხის შემდგომი ბედი — პროცენტის შეტანა 30-ე დღეს, დაგვიანება და დახურვა ჯარიმით — თავში სრული მაგალითი.

ნივთის ველები სახის მიხედვით

სახეველებისავალდებულო
ოქრო / სამკაულიწონა (გრამი), სინჯი, აღწერააღწერა
ტექნიკამოდელი, IMEI, სერიული ნომერი, მეხსიერება, ფერი, მდგომარეობა, შენიშვნა ნივთზე—
iPhone ტარების უფლებითიგივე, რაც ტექნიკას + „ანგარიში ტელეფონზე“მოდელი, IMEI
სხვა ნივთიაღწერააღწერა

IMEI ზუსტად 15 ციფრია (ტელეფონზე *#06#), სხვაგვარად — „IMEI უნდა შედგებოდეს 15 ციფრისგან“. iPhone-ის ანგარიშის ნაწილი — თავი iPhone ტარების უფლებით.

ტექნიკა: მოდელი, IMEI, სერიული, მეხსიერება, ფერი, მდგომარეობა; ქვემოთ — „მაქსიმუმ 720,00 ₾ (შეფასების 60%)“
ტექნიკა: მოდელი, IMEI, სერიული, მეხსიერება, ფერი, მდგომარეობა; ქვემოთ — „მაქსიმუმ 720,00 ₾ (შეფასების 60%)“

შენიშვნა: ცალკე სახე ავტომობილისთვის პროგრამაში არ არის (VIN-ის, სახელმწიფო ნომრის ან ტექპასპორტის ველები). მანქანა გაატარეთ როგორც „სხვა ნივთი“: აღწერაში — მარკა, მოდელი, წელი, სახელმწიფო ნომერი; „ადგილი საწყობში“ — ავტოსადგომი; „შენიშვნა“ — სად ინახება ტექპასპორტი და გასაღები. თვიური პროცენტისთვის შექმენით ცალკე პირობა (მაგ. „ავტომობილი — თვიური“, თავი სესხის პირობები).

ფოტოები

„ფოტო“ ღილაკი იღებს რამდენიმე სურათს ერთად (სულ 12-მდე). პროგრამა თითოეულს ამცირებს 1 600 პიქსელამდე. ფოტოები ჩანს სესხის ბარათზე (დაჭერით — დიდად) და შეიძლება მოგვიანებით დაემატოს. ფოტოს წაშლა გაცემის შემდეგ შეუძლებელია.

თანხა და პირობები

ველირას აკეთებს
შეფასება (₾)ნივთის ღირებულება ლომბარდისთვის. ზღვრავს თანხას („მაქს. შეფასების %“), ჩანს საწყობში და გაყიდვისას
სესხის თანხა (₾) \*რამდენს აძლევთ კლიენტს. ქვემოთ — „მაქსიმუმ … (შეფასების N%)“ ან „წონით: …“
პროცენტი … (%) \*ივსება პირობიდან; შეგიძლიათ შეცვალოთ (მაგ. მუდმივ კლიენტს). დანარჩენი წესები პირობიდან რჩება
გაცემის თარიღინაგულისხმევად — დღეს. აქედან ითვლება პერიოდები
ვადა (არასავალდებულო)იბეჭდება მხოლოდ ხელშეკრულებაში („სესხის დაბრუნების ვადაა …“). პროცენტზე, ჯარიმასა და ვადაგადაცილებაზე არ მოქმედებს — მათ პირობის პერიოდი განსაზღვრავს
შენიშვნათავისუფალი ტექსტი (ჩანს ბარათზე)
ადგილი საწყობშისეიფი, თარო, ყუთი (iPhone-ზე არ ჩანს — ტელეფონი კლიენტთანაა)
თანხა გაიცემა„ნაღდით სალაროდან“ (თქვენი ცვლის სალაროდან) ან „ბანკით“

ყურადღება: „გაცემის თარიღის“ შეცვლა წარსულში (ან მომავალში) შესაძლებელია და პროცენტი იმ თარიღიდან დაითვლება, ფული კი სალაროდან დღეს გავა. გამოიყენეთ მხოლოდ ქაღალდზე უკვე გაცემული სესხის გადმოსატანად.

ზღვრები და შეცდომები

პროგრამა სესხს არ გასცემს და ამბობს, რატომ:

შეტყობინებამიზეზი
„„ტექნიკა“: სესხი შეფასების 60%-ზე მეტი ვერ იქნება — მაქსიმუმ 720.00 ₾“თანხა შეფასების ზღვარს აღემატება
„„…“: მინიმალური თანხაა …“ / „მაქსიმალური თანხაა …“პირობის მინ. / მაქს. თანხა
„ნაღდი ოპერაციისთვის ჯერ გახსენით ცვლა სალაროში (სალაროები → ცვლის გახსნა)“ცვლა გახსნილი არ არის
„„მთავარი სალარო“-ში საკმარისი ნაღდი არ არის (… ₾) — შეიტანეთ თანხა ან გადაიტანეთ სხვა სალაროდან“სალაროში ნაკლები ფულია, ვიდრე გასაცემი
„აირჩიეთ ან დაამატეთ კლიენტი“კლიენტი არჩეული არ არის
„მიუთითეთ iPhone-ის მოდელი“ / „მიუთითეთ IMEI“iPhone-ის სავალდებულო ველები
შეცდომა: სესხი შეფასების 60%-ზე მეტი ვერ იქნება
შეცდომა: სესხი შეფასების 60%-ზე მეტი ვერ იქნება
ცვლის გარეშე ნაღდით გაცემა შეუძლებელია
ცვლის გარეშე ნაღდით გაცემა შეუძლებელია

„ხელით“ — პირობის გარეშე

პირობების ბოლოს არის „ხელით“ — „პირობის გარეშე — ტიპი და პროცენტი აქვე“. აირჩიეთ სახე და ჩაწერეთ პროცენტი. ასეთი სესხი ითვლება 30-დღიანი პერიოდით, ყოველთვის დღეების მიხედვით, საკომისიოს, საშეღავათო დღეების, ჯარიმისა და მინიმალური დღეების გარეშე, შეფასების ზღვრის გარეშე. ჯარიმა რომ დაირიცხოს, გამოიყენეთ პირობა.

გაცემის შემდეგ

გაცემულ სესხზე აღარ იცვლება თანხა, პირობები, კლიენტი, ნივთის აღწერა და შეფასება — თანხის ცვლილება ხდება მხოლოდ „ძირის მოკლებით“ ან „თანხის დამატებით“ (თავი პროცენტი, ძირი და დამატება). იცვლება მხოლოდ ადგილი საწყობში, ფოტოები და iPhone-ის ანგარიში. შეცდომით გაცემული სესხის წაშლა ან „გაუქმება“ შეუძლებელია — იხ. ხშირი კითხვები.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.