Activi
Activi Lomb · თავი 16

რეკვიზიტები და ბეჭდვა: ხელშეკრულება, ქვითარი, პრინტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი და RS.ge

Activi Lomb-ის რეკვიზიტები ხელშეკრულებასა და ქვითარზე, რა იბეჭდება და რომელ პრინტერზე (A4 ხელშეკრულება, ქვითარი ნაგულისხმევ პრინტერზე), რომელი პარამეტრები ლომბარდზე არ მოქმედებს, ფისკალური აპარატი, ბარათის ტერმინალი და RS.ge კლიენტის სახელის მოსაძებნად.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“-ში (ადმინისტრატორი).

რეკვიზიტები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“:

  • „მაღაზიის დასახელება“ — ლომბარდის სახელი (მაგ. „ლომბარდი „ოქროს გასაღები““); იბეჭდება ხელშეკრულებაში („გამსესხებელი“) და ქვითრის თავში, ჩანს შესვლის ფანჯარასა და მენიუში;
  • „მისამართი“ — ხელშეკრულებაში (ადგილი და გამსესხებლის მისამართი) და ქვითარზე;
  • „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — ხელშეკრულებასა და ქვითარზე;
  • „ტელეფონი“;
  • „დღგ-ს გადამხდელი“ — ბუღალტერიისთვის;
  • „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.

შეცვლის შემდეგ — „შენახვა“.

პარამეტრები → მაღაზია: დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ; მარჯვნივ — მაღაზიის ჩეკის პრევიუ
პარამეტრები → მაღაზია: დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ს/კ; მარჯვნივ — მაღაზიის ჩეკის პრევიუ

შენიშვნა: ამ ბარათის ნაწილი მაღაზიის სალაროსთვისაა და ლომბარდზე არ მოქმედებს: „ჩეკის ბოლო ტექსტი“, „გადახდის მეთოდები“, „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“, „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“, „ფასნამატი ახალ საქონელზე“. მარჯვნივ „ჩეკის პრევიუ“ მაღაზიის ჩეკს აჩვენებს — ლომბარდის ქვითარი სხვანაირად გამოიყურება (თავი სესხის ბარათი). ტელეფონი ქვითარსა და ხელშეკრულებაზე არ იბეჭდება.

რა იბეჭდება და სად

დოკუმენტისაიდანროგორ იბეჭდება
სესხის (გირაოს) ხელშეკრულებასესხის ბარათი → „ხელშეკრულება“ → „ბეჭდვა“Windows-ის ბეჭდვის ფანჯრით — აირჩიეთ პრინტერი (A4)
ქვითარი (გაცემა, პროცენტი, ძირი, დამატება, დახურვა)სესხის ბარათი → „ამონაწერი“ → ქვითრის ღილაკი → „ბეჭდვა“დაინსტალირებულ პროგრამაში — ფანჯრის გარეშე, Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე; ბრაუზერში — ბეჭდვის ფანჯრით

ქვითარი დაახლოებით 72 მმ სიგანისაა: თუ Windows-ის ნაგულისხმევი პრინტერი თერმული ჩეკის პრინტერია (80 მმ), ის ჩეკის ზომაზე დაიბეჭდება; ჩვეულებრივ პრინტერზე — A4 ფურცლის თავში.

რჩევა: ხშირად ორი პრინტერი გამოიყენება: თერმული — ნაგულისხმევად (ქვითრებისთვის) და ოფისის A4 — ხელშეკრულებისთვის, რომელსაც ბეჭდვის ფანჯარაში ირჩევთ.

ჩეკის პრინტერის ბარათი

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ (USB თერმული, ქსელური, Windows-ის დრაივერით) მაღაზიის ჩეკებისთვისაა. ლომბარდის ქვითარი ამ პარამეტრს არ იყენებს: ქსელური (IP) პრინტერი და „ფულის უჯრა“ ლომბარდის ქვითარზე არ ამოქმედდება — პრინტერი Windows-ში უნდა იყოს დაყენებული.

ჩეკის პრინტერის ბარათი — ლომბარდის ქვითრები Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე იბეჭდება
ჩეკის პრინტერის ბარათი — ლომბარდის ქვითრები Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე იბეჭდება

ფისკალური აპარატი და ბარათის ტერმინალი

ბარათები „ფისკალური აპარატი“ და „გადახდის ტერმინალები“ იმავე გვერდზე ჩანს, მაგრამ Activi Lomb 2.38-ში:

  • სესხის გაცემა, პროცენტი, დახურვა და დაკავებული ნივთის გაყიდვა ფისკალურ აპარატზე არ იგზავნება;
  • გადახდის სახეებია მხოლოდ „ნაღდი“ და „ბანკით“ — ბარათით გადახდა ტერმინალზე ლომბარდის ფანჯრებში არ არის. თუ კლიენტი ბარათით იხდის, გაატარეთ როგორც „ბანკით“.

თუ ბუღალტერი ან კანონი ფისკალურ ჩეკს მოითხოვს (მაგ. დაკავებული ნივთის გაყიდვაზე), გაატარეთ ის ცალკე — ფისკალური აპარატიდან ან Activi POS-ით.

RS.ge — კლიენტის სახელი პირადი ნომრით

ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“ → „შენახვა“ → „კავშირის შემოწმება“. ამის შემდეგ კლიენტის ფორმაში „ძებნა“ პირადი ნომრით სახელსა და გვარს RS.ge-დან ავსებს (თავი კლიენტები). პაროლი დაშიფრული ინახება და სარეზერვო ფაილში არ გადადის.

RS.ge — სერვის-იუზერი და პაროლი
RS.ge — სერვის-იუზერი და პაროლი

სერვის-მომხმარებელი იქმნება RS.ge-ს პორტალზე. ის იგივეა, რასაც ბუღალტერია ზედნადებებისთვის იყენებს.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.