Activi
Activi Lomb · თავი 9

სესხის დახურვა (გამოსყიდვა) და გირაოს დაკავება

სესხის დახურვა Activi Lomb-ში — ძირი, პროცენტი, ჯარიმა და მინიმალური დღეები, ადრე და გვიან დახურვის მაგალითები, ქვითარი — და გირაოს დაკავება: როდის, რა ხდება სალაროში, საწყობსა და ბუღალტერიაში.

სესხის დახურვა (გამოსყიდვა)

კლიენტი იხდის ყველაფერს და ნივთს იბრუნებს.

  1. გახსენით სესხის ბარათი. ზედა უჯრა „დასახურად“ აჩვენებს თანხას დღეს.
  2. ქვედა ზოლში — „სესხის დახურვა“.
  3. დადასტურების ფანჯარაში წერია, რას იხდის კლიენტი: „კლიენტი იხდის 1 078,33 ₾ (ძირი 1 000,00 ₾ + პროცენტი 63,33 ₾ + ჯარიმა 15,00 ₾) და იბრუნებს ნივთს.“
  4. მიიღეთ ფული და დააჭირეთ „დახურვა“ — „სესხი დაიხურა“.
  5. „ამონაწერი“ → „სესხის დახურვის“ ხაზზე — ქვითარი → „ბეჭდვა“; ნივთი გადაეცით კლიენტს.
დახურვის დადასტურება: ძირი 1 000 ₾ + პროცენტი 63,33 ₾ + ჯარიმა 15 ₾
დახურვის დადასტურება: ძირი 1 000 ₾ + პროცენტი 63,33 ₾ + ჯარიმა 15 ₾

დახურვის შემდეგ სტატუსია „დახურული“, ნივთი — „დაუბრუნდა კლიენტს“, „ძირის ისტორიაში“ — „დაიხურა“. iPhone-ის სესხზე მაილი და ნომერი ფონდში თავისუფლდება (თავი iPhone ტარების უფლებით).

ყურადღება: „სესხის დახურვა“ ღილაკით თანხა ყოველთვის ნაღდად მიიღება თქვენი ცვლის სალაროში — ამ ფანჯარაში „ბანკით“ არჩევანი 2.38-ში არ არის (პროცენტის შეტანას, ძირის მოკლებასა და თანხის დამატებას ის აქვს). თუ კლიენტი სესხს ბანკით ფარავს, ჯერ ბანკით შეიტანეთ პროცენტი და ძირის რაც შეიძლება დიდი ნაწილი, დახურვისას კი ნაღდად მიღებული ნაშთი ბუღალტერთან ერთად გაასწორეთ.

რამდენს იხდის კლიენტი

დასახურად = დარჩენილი ძირი + დარიცხული პროცენტი + ჯარიმა, მინიმალური დღეების წესით. სამი ნამდვილი დახურვა სანიმუშო ლომბარდიდან:

სესხიპირობარა მოხდადახურვისას
№21, საყურეები, 260 ₾ოქრო 585: 5%, მინ. 10 დღედაიხურა მე-5 დღეს — იხდის 10 დღის პროცენტს: 260 × 5% × 10/30 = 4,33 ₾264,33 ₾
№8, ფოტოაპარატი, 400 ₾ჩვეულებრივი: 7%, დღეებით28 აგვისტოს შეიტანა 28 ₾, დაიხურა 23 დღეში: 400 × 7% × 23/30 = 21,47 ₾421,47 ₾
№1, საყურეები, 500 ₾ოქრო 585: 16-ე დღიდან სრულიორჯერ შეიტანა 25 ₾, დაიხურა მესამე პერიოდის 25-ე დღეს — მთელი პერიოდი 25 ₾525,00 ₾

ბოლო მაგალითი აჩვენებს „სრული პერიოდის“ ეფექტს: მე-15 დღეს მოსული კლიენტი 12,50 ₾-ს გადაიხდიდა, 25-ე დღეს — 25 ₾-ს.

სესხი №7 დახურვის შემდეგ: „დახურული“, „დაუბრუნდა კლიენტს“, ამონაწერი — გაცემა, პროცენტი 50 ₾, დახურვა 1 078,33 ₾
სესხი №7 დახურვის შემდეგ: „დახურული“, „დაუბრუნდა კლიენტს“, ამონაწერი — გაცემა, პროცენტი 50 ₾, დახურვა 1 078,33 ₾

შეცდომით დახურული სესხი ხელახლა იხსნება ამონაწერიდან „გაუქმებით“ (თუ ეს ბოლო ოპერაციაა — თავი პროცენტი, ძირი და დამატება).

გირაოს დაკავება

კლიენტი არ ბრუნდება, პროცენტს არ იხდის და თქვენი წესით ნივთი ლომბარდს რჩება.

  1. სესხის ბარათი → „გირაოს დაკავება“ (წითელი ღილაკი).
  2. დადასტურება: „სესხი ვადაგადაცილებულად დაიხურება და ნივთი ლომბარდს რჩება.“ → „დაკავება“.
გირაოს დაკავება — დადასტურება
გირაოს დაკავება — დადასტურება

რა ხდება:

  • სესხის სტატუსი — „დაკავებული“, ნივთი — „დაკავებულია — ლომბარდის საკუთრებაა, იყიდება“;
  • სალაროში ფული არ მოძრაობს;
  • „საწყობში“ ნივთი გადადის ჩანართში „დაკავებული — გასაყიდი“, თვითღირებულებით = დარჩენილი ძირი (თავი საწყობი და გაყიდვა);
  • ბუღალტერიაში დარჩენილი ძირი „გაცემული სესხებიდან“ (1250) „მარაგში“ (1300) გადადის. დაურიცხავი პროცენტი და ჯარიმა შემოსავლად არ ტარდება — ის გაყიდვის მოგებაში აისახება;
  • iPhone-ის ანგარიში სესხზე რჩება (შეიძლება დაგჭირდეთ ტელეფონის განსაბლოკად).

ყურადღება: პროგრამა დაკავებას არ ზღუდავს ვადით — ღილაკი ჩანს ყველა აქტიურ სესხზე, ვადაგადაცილების გარეშეც, და მას იყენებს ყველა, ვისაც „სესხის გაცემა / გამოსყიდვის“ უფლება აქვს (ოპერატორიც). დაკავება არ უქმდება — უკან დაბრუნების ღილაკი არ არის. დაკავება ჩაატარეთ მხოლოდ მენეჯერის გადაწყვეტილებით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ.

ძველი სესხები

2.24-მდე გაცემულ სესხებზე („ძველი სესხი — მხოლოდ დახურვა ან დაკავება“) პროცენტის შეტანა, ძირის მოკლება და თანხის დამატება არ მუშაობს: პროცენტი ითვლება მთელ ძირზე გაცემის დღიდან, სესხი კი იხურება ერთიანად ან იკავებს.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.