Activi
Activi Lomb · თავი 11

საწყობი: სად არის გირაო, ადგილი სეიფში და დაკავებული ნივთის გაყიდვა

გირაოს საწყობი Activi Lomb-ში: ნივთები სტატუსებით (სესხშია, კლიენტთან, დაკავებული, გაყიდული, დაბრუნებული), შეფასების ჯამი, ადგილი სეიფში და თაროზე, ძებნა IMEI-ით და დაკავებული ნივთის გაყიდვა მოგება-ზარალით.

გვერდი „საწყობი“ — „დალომბარდებული ნივთები და სად არიან“. აქ ჩანს ყველა გირაო, რაც კი ოდესმე მიგიღიათ, და მათი ახლანდელი მდგომარეობა.

საწყობი: ხუთი სტატუსი რაოდენობით და შეფასების ჯამით; ცხრილში — ნივთი, კლიენტი, ადგილი, შეფასება, ძირი
საწყობი: ხუთი სტატუსი რაოდენობით და შეფასების ჯამით; ცხრილში — ნივთი, კლიენტი, ადგილი, შეფასება, ძირი

სტატუსები

ფილარას ნიშნავსჯამი ფილაზე
სესხშია — საწყობში (ლურჯი)აქტიური სესხის ნივთი, თქვენთანააშეფასებების ჯამი
კლიენტთან — ტარების უფლებით (ყვითელი)აქტიური iPhone-ის სესხი — ტელეფონი კლიენტთანააშეფასებების ჯამი
დაკავებული — გასაყიდი (წითელი)დაკავებული, ჯერ გაუყიდავი — ლომბარდის საკუთრებაშეფასებების ჯამი
გაყიდული (ნაცრისფერი)დაკავებული და გაყიდული—
დაუბრუნდა კლიენტს (მწვანე)სესხი დაიხურა, ნივთი კლიენტმა წაიღო—

ფილაზე დაჭერა ცხრილს ამ სტატუსით ფილტრავს; „ყველა“ — ყველა სტატუსი ერთად. ძებნა: ნივთი, კლიენტი, პირადი ნომერი, IMEI, სერიული ნომერი, ადგილი ან სესხის ნომერი. ნომერზე დაჭერა ხსნის სესხის ბარათს.

ცხრილში: ნომერი, ნივთი (და „N ფოტო“), კლიენტი, ადგილი, შეფასება, ძირი (გაყიდულზე — გაყიდვის ფასი) და სტატუსი თარიღით.

ადგილი სეიფში

ყოველ „სესხშია“ ნივთს აქვს ადგილი — ტექსტი, რომელსაც თავად ირჩევთ (მაგ. სეიფი 1 · თარო A-3, საწყობი · თარო B-6, ავტოსადგომი · ადგილი 3). ის ჩაიწერება გაცემისას, ხოლო შეიცვლება აქ:

  1. ხაზზე — ადგილის ღილაკი (ნიშნული).
  2. „სეიფი / თარო / ყუთი“ — ახალი ადგილი.
  3. „შენახვა“.
ადგილი საწყობში: PlayStation 5 — საწყობი · თარო B-6
ადგილი საწყობში: PlayStation 5 — საწყობი · თარო B-6

რჩევა: ერთნაირად ჩაწერეთ: ჯერ ოთახი ან სეიფი, შემდეგ თარო. მაშინ ძებნაში „A-“ ან „სეიფი 1“ აკრეფით ერთი თაროს ყველა ნივთი გამოჩნდება — ასე მარტივია თვიური შემოწმებაც.

შენიშვნა: ეტიკეტის ან შტრიხკოდის ბეჭდვა ნივთზე და საწყობის ინვენტარიზაციის ცალკე დოკუმენტი Activi Lomb-ში არ არის; შემოწმებისთვის გამოიყენეთ სტატუსის ფილტრი და ძებნა ადგილით.

დაკავებული ნივთის გაყიდვა

დაკავებული ნივთი (თავი დახურვა და დაკავება) ჩნდება ჩანართში „დაკავებული — გასაყიდი“ ღილაკით „გაყიდვა“.

დაკავებული — გასაყიდი: iPhone 11, შეფასება 650 ₾, ძირი 300 ₾
დაკავებული — გასაყიდი: iPhone 11, შეფასება 650 ₾, ძირი 300 ₾
  1. „გაყიდვა“.
  2. ზოლში — „თვითღირებულება (დარჩენილი ძირი)“ და „შეფასება“.
  3. „გასაყიდი ფასი (₾)“ (ნაგულისხმევად — შეფასება). ქვემოთ ჩანს „მოგება …“ ან „ზარალი …“.
  4. „ნაღდი“ ან „ბანკით“ → „გაყიდვა“ — „გაიყიდა … ₾-ად“.
დაკავებული ნივთის გაყიდვა: iPhone 11 — თვითღირებულება 300 ₾, ფასი 600 ₾, მოგება 300 ₾
დაკავებული ნივთის გაყიდვა: iPhone 11 — თვითღირებულება 300 ₾, ფასი 600 ₾, მოგება 300 ₾

ნაღდ გაყიდვას გახსნილი ცვლა სჭირდება: ფული თქვენს სალაროში შედის („ნივთის გაყიდვა #…“). ბუღალტერიაში: შემოსავალი — ფასი, მარაგიდან გადის თვითღირებულება, სხვაობა — მოგება (4000 „გაყიდვებიდან შემოსავალი“) ან ზარალი (5100).

სანიმუშო ლომბარდში ორი ნივთი გაიყიდა:

ნივთითვითღირებულებაგაიყიდამოგება
№2 ბეჭედი, 2,6 გ, 585260 ₾420 ₾ (13 აგვისტო)160 ₾
№3 Samsung TV 55"600 ₾950 ₾ (12 სექტემბერი)350 ₾
გაყიდული: ფასი სვეტში „ძირი“ და გაყიდვის თარიღი
გაყიდული: ფასი სვეტში „ძირი“ და გაყიდვის თარიღი

ყურადღება: ლომბარდში ცალკე მაღაზია-სალარო არ არის. გაყიდვა ხდება ერთი ნივთით, ერთ ფასად: არ იბეჭდება ჩეკი ან ქვითარი, არ იგზავნება ფისკალურ აპარატზე, არ იწერება მყიდველი, ფასდაკლება ან რამდენიმე ნივთი ერთად. გაყიდვა არ უქმდება. თუ კანონით მყიდველს ფისკალური ჩეკი ეკუთვნის, გაატარეთ ის ცალკე — მაგ. Activi POS-ით ან ფისკალური აპარატიდან ხელით.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.