Activi
Activi Lomb · თავი 6

სესხების სია და სესხის ბარათი: სტატუსი, ძირის ისტორია, ამონაწერი, ქვითარი და ხელშეკრულება

სესხების სია ფილტრებით და ძებნით, სესხის ბარათის ნაწილები — შემდეგი გადახდა, გადასახდელი პროცენტი, ჯარიმა, დასახურად, ძირის ისტორია, გირაოს ადგილი — ამონაწერი, ქვითრის ბეჭდვა და სესხის (გირაოს) ხელშეკრულება.

სესხების სია

გვერდი „სესხები“: ზემოთ — ცვლის ზოლი და ოთხი მაჩვენებელი: „აქტიური სესხები“ (და „ძირი ჯამში“), „გადასახდელი პროცენტი“ (დღევანდელი მდგომარეობით), „გადაცილებული“, „პროცენტი ამ თვეში“ (და „დახურული: N“).

სესხები: ფილტრები „აქტიური / გადაცილებული / დახურული / ყველა“, ძირი, დღევანდელი პროცენტი, შემდეგი გადახდა და სტატუსი
სესხები: ფილტრები „აქტიური / გადაცილებული / დახურული / ყველა“, ძირი, დღევანდელი პროცენტი, შემდეგი გადახდა და სტატუსი
სვეტირა წერია
№სესხის ნომერი (იგივეა ხელშეკრულებაზე და ქვითარზე)
კლიენტისახელი და პირადი ნომერი
გირაოსახე და ნივთი („ბეჭედი · 10 გ · 585 სინჯი“, „iPhone 13 Pro · 128GB · … · IMEI …“)
ძირიდარჩენილი ძირი
პროცენტიდღეს გადასახდელი პროცენტი
შემდეგი გადახდაროდემდე უნდა შევიდეს პროცენტი
სტატუსი„აქტიური“, „N დღის გადაცილება“ (წითელი), „დახურული“ (მწვანე), „დაკავებული“ (ნაცრისფერი)

ფილტრები: „აქტიური“ (ნაგულისხმევი), „გადაცილებული“, „დახურული“ (დახურული და დაკავებული), „ყველა“. ძებნა მუშაობს სახელით, პირადი ნომრით, ტელეფონით, ნივთით, IMEI-ით და სესხის ნომრით. ხაზზე დაჭერა ხსნის სესხის ბარათს.

სესხის ბარათი

სესხი №4: ჯაჭვი 750 სინჯი — შემდეგი გადახდა, ძირი 1 500 ₾ (გაიცა 2 500 ₾, დაიფარა 1 000 ₾), პირობა, ადგილი საწყობში და მოქმედებები
სესხი №4: ჯაჭვი 750 სინჯი — შემდეგი გადახდა, ძირი 1 500 ₾ (გაიცა 2 500 ₾, დაიფარა 1 000 ₾), პირობა, ადგილი საწყობში და მოქმედებები

ზემოდან ქვემოთ:

  1. სათაური — „სესხი №4 · ოქრო / სამკაული“ და კლიენტი (პირადი ნომერი, ტელეფონი).
  2. „შემდეგი გადახდა“, „გადასახდელი პროცენტი“ (თუ კლიენტმა წინასწარ გადაიხადა — „წინასწარ: …“), „ჯარიმა“ (მხოლოდ როცა არის: „5 დღე × 0,3%“) და „სტატუსი“.
  3. „სესხის ძირი“ (ქვემოთ — „გაცემული: 2 500,00 ₾ · 24 ივნ 2026“), „პროცენტი“ (5% და „75,00 ₾ თვეში“ — ერთი პერიოდის თანხა დღევანდელ ძირზე), „დასახურად“ — რამდენს გადაიხდის კლიენტი დღეს, ნივთი რომ წაიღოს.
  4. პირობის ხაზი — პირობის სახელი და წესები, რომლითაც ეს სესხი გაიცა.
  5. „ძირის ისტორია“ — „გაიცა“ → „დაემატა“ / „დაიფარა“ → „ახლა“, და „პროცენტად გადახდილია სულ …“.
  6. სად არის ნივთი — „საწყობშია, სესხში · სეიფი 1 · თარო A-2“, „კლიენტთანაა — ტარების უფლებით…“, „დაკავებულია — ლომბარდის საკუთრებაა, იყიდება“, „გაყიდულია … -ად“ ან „დაუბრუნდა კლიენტს“.
  7. მოქმედებები — „პროცენტის შეტანა“, „ძირის მოკლება“, „თანხის დამატება“, „გირაოს დაკავება“ (თავები პროცენტი, ძირი და დამატება და დახურვა და დაკავება).
  8. ჩანართები „გირაო“ (iPhone-ზე — „ტელეფონი და ანგარიში“) და „ამონაწერი (N)“.
  9. ქვედა ზოლი — „ხელშეკრულება“, „პროცენტის შეტანა“, „სესხის დახურვა“.

ჩანართში „გირაო“ — ნივთის ყველა ველი (წონა, სინჯი, მოდელი, IMEI…), შეფასება, შენიშვნა, „გასცა“ (თანამშრომელი) და ფოტოები; ფოტოზე დაჭერა მას დიდად აჩვენებს, „ფოტო“ — ახალს ამატებს.

ამონაწერი

„ამონაწერი“ — სესხის მთელი ფული თარიღებით: „სესხის გაცემა“, „პროცენტის შეტანა“, „ძირის მოკლება“, „თანხის დამატება“, „სესხის დახურვა“ (ბანკით — „· ბანკი“). სვეტები: „პროცენტი“ (ქვემოთ — „ჯარიმა …“), „ძირი“ (+ / −), „თანხა“, „ვინ“.

ამონაწერი: გაცემა 2 500 ₾, პროცენტი 125 ₾, ძირის მოკლება 1 000 ₾ (+ პროცენტი 41,67 ₾), ორჯერ პროცენტი 75 ₾ + ჯარიმა 31,50 ₾
ამონაწერი: გაცემა 2 500 ₾, პროცენტი 125 ₾, ძირის მოკლება 1 000 ₾ (+ პროცენტი 41,67 ₾), ორჯერ პროცენტი 75 ₾ + ჯარიმა 31,50 ₾

ეს ამონაწერი თავისთავად კარგი მაგალითია: კლიენტი პროცენტს ყოველთვის 10 დღით აგვიანებს, ამიტომ ყოველ ჯერზე 7 დღის ჯარიმა ემატება (1 500 × 0,3% × 7 = 31,50 ₾).

ხაზის ბოლოს — ქვითრის ღილაკი, ბოლო ოპერაციაზე კი (უფლებით „გაყიდვის დაბრუნება“) — „გაუქმება“ (თავი პროცენტი, ძირი და დამატება). გაუქმებული ხაზი გადახაზულია და აწერია „გაუქმებულია“.

ქვითარი

ქვითრის ღილაკი ხსნის ქვითარს: ლომბარდის სახელი, მისამართი, ს/კ; ოპერაცია („სესხის გაცემა“, „ძირის მოკლება“…), სესხის ნომერი და დრო, კლიენტი და პირადი ნომერი, ნივთი; თანხა ნაწილებად (ჯარიმა, პროცენტი, ძირი), „გადახდილია“ ან „გაიცა“, „ნაღდით“ / „ბანკით“; „ძირი ახლა“, „შემდეგი გადახდა“ და ხელმოწერის ხაზი. „ბეჭდვა“ — ქაღალდზე.

ქვითარი: ძირის მოკლება — პროცენტი 41,67 ₾ + ძირი 1 000 ₾ = 1 041,67 ₾, ძირი ახლა 1 500 ₾
ქვითარი: ძირის მოკლება — პროცენტი 41,67 ₾ + ძირი 1 000 ₾ = 1 041,67 ₾, ძირი ახლა 1 500 ₾

შენიშვნა: ქვითარი თავისით არ იბეჭდება — გაცემის ან გადახდის შემდეგ გახსენით „ამონაწერი“ და დააჭირეთ ქვითრის ღილაკს. დაინსტალირებულ პროგრამაში ქვითარი იბეჭდება Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე ფანჯრის გარეშე; ბრაუზერში — ბეჭდვის ფანჯრით. ქვითარი ფისკალური ჩეკი არ არის.

ხელშეკრულება

„ხელშეკრულება“ ხსნის „სესხის (გირაოს) ხელშეკრულება №…“:

  • ადგილი და თარიღი; გამსესხებელი (ლომბარდის სახელი, ს/კ, მისამართი — „პარამეტრები“ → „მაღაზია“); მსესხებელი (სახელი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი);
  • 1. სესხი — თანხა და პირობები სიტყვებით („ყოველ 30 დღეში: 5%; 15 დღემდე — დღეების მიხედვით…“), „ვადის“ ველის შევსებისას — „სესხის დაბრუნების ვადაა …“;
  • 2. გირაო — ნივთი, შეფასება და ველების ცხრილი; iPhone-ზე — პუნქტი ანგარიშზე („…ეკუთვნის გამსესხებელს სესხის სრულ დაფარვამდე…“);
  • 3. ვალდებულების შეუსრულებლობა — ჯარიმის წესი და პუნქტი დაკავების უფლებაზე;
  • ხელმოწერები.
სესხის (გირაოს) ხელშეკრულება №4
სესხის (გირაოს) ხელშეკრულება №4

„ბეჭდვა“ ხსნის Windows-ის ბეჭდვის ფანჯარას (A4) — დაბეჭდეთ ორ ეგზემპლარად.

ყურადღება: ხელშეკრულების ტექსტი პროგრამაში ჩაშენებულია და 2.38-ში მისი შეცვლა შეუძლებელია. მასში არ არის გადახდების გრაფიკი და პერიოდის თანხა ლარებში, ხოლო დაკავების პუნქტი ყოველთვის ამბობს „პროცენტის 30 დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში“ — თქვენი პირობის მიუხედავად. თუ თქვენს იურისტს სხვა ტექსტი სჭირდება, გამოიყენეთ საკუთარი ფორმა და პროგრამის ხელშეკრულება — როგორც დანართი.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.