Activi
Activi MED · თავი 13

ფაილები და DICOM: სკანები, სურათები, PDF, ექოსკოპია და რენტგენი პაციენტის ბარათზე

ფაილები Activi MED-ში (MED Clinic): სკანის, ფოტოს, PDF-ის და DICOM-ის ატვირთვა ვიზიტიდან ან ბარათიდან, ფაილების ბადე, დათვალიერება გადიდებით და შემობრუნებით, DICOM — სიკაშკაშე/კონტრასტი (window/level) და თეგები, ჩამოტვირთვა, ვინ ხედავს, სად ინახება და როგორ დავიცვათ.

პაციენტის ბარათზე შეიძლება შეინახოთ ნებისმიერი სამედიცინო ფაილი: გარე ლაბორატორიის პასუხი (PDF), სკანი, ფოტო, ეკგ-ს ჩანაწერი, ექოსკოპიის ან რენტგენის სურათი DICOM ფორმატში. ფაილები MED Clinic-ის ნაწილია.

ატვირთვა

  • ვიზიტიდან — ზოლში „ფაილი“: ფაილი ამ ვიზიტს ებმის (და ვიზიტის ექიმის კლინიკურ ჩანაწერად ითვლება).
  • ბარათიდან — ჩანართი „ფაილები“ → „ფაილის დამატება“.

დასაშვებია PDF, JPG / PNG / WEBP და DICOM (.dcm), ერთ ჯერზე რამდენიმეც; ერთი ფაილი — მაქსიმუმ 18 MB. სურათს პროგრამა თავად უკეთებს ესკიზს. შეცდომები: „ფაილი უნდა იყოს PDF, სურათი (JPG, PNG, WEBP) ან DICOM“, „ფაილი ძალიან დიდია“, „DICOM ფაილი დაზიანებულია (DICM ნიშანი ვერ მოიძებნა)“.

ბარათის ჩანართი „ფაილები“: გარე ლაბორატორიის PDF და ეკგ-ს სურათი — ესკიზი, სახე, თარიღი, ზომა, კატეგორია
ბარათის ჩანართი „ფაილები“: გარე ლაბორატორიის PDF და ეკგ-ს სურათი — ესკიზი, სახე, თარიღი, ზომა, კატეგორია

თითო ფაილზე: ესკიზი და სახე („სურათი“, „სკანი“, „დოკუმენტი“, „ლაბ. პასუხი“, DICOM-ზე — მოდალობა), სახელი, თარიღი, ზომა და კატეგორია; ნაგვის ურნა — წაშლა (ვინც დაამატა, ან ადმინისტრატორი / მენეჯერი). ისტორიაში ფაილი თარიღით ჩნდება.

დათვალიერება

ფაილზე დაჭერა ხსნის მნახველს: სურათი — გადიდება / დაპატარავება, შემობრუნება, საწყისი, გადაადგილება; PDF — ჩაშენებული მნახველით; „წინა“ / „შემდეგი“ — ბარათის სხვა ფაილები; „ჩამოტვირთვა“.

ეკგ-ს სურათი მნახველში: გადიდება, შემობრუნება, ჩამოტვირთვა
ეკგ-ს სურათი მნახველში: გადიდება, შემობრუნება, ჩამოტვირთვა

DICOM

DICOM ფაილს პროგრამა თავად კითხულობს და ხატავს:

  • მარჯვნივ — თეგები: მოდალობა (US, CR, CT…), კვლევის თარიღი, აღწერა, პაციენტი (ფაილში), დაწესებულება, ზომა, ბიტი;
  • სურათზე გადათრევა — სიკაშკაშე / კონტრასტი (window / level, ქვემოთ ჩანს „W 1600 · L 900“); Shift + გადათრევა — გადაადგილება; ბორბალი — გადიდება.
სანიმუშო ექოსკოპიის სურათი (DICOM): თეგები და window/level
სანიმუშო ექოსკოპიის სურათი (DICOM): თეგები და window/level

შენიშვნა: პროგრამა ხატავს შეკუმშვის გარეშე შენახულ შავ-თეთრ სურათს და პირველ კადრს. შეკუმშული DICOM (JPEG, JPEG 2000, RLE), მრავალკადრიანი კვლევა (CT/MRI სერია), გაზომვები და PACS-თან კავშირი 2.38-ში არ არის — „ფაილი ინახება სრულად — გახსენით DICOM პროგრამაში (ჩამოტვირთვა)“. მნახველი დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი სამედიცინო სამუშაო სადგური არ არის.

ვინ ხედავს

ვიზიტზე მიბმული ფაილი კლინიკურ ჩანაწერად ითვლება: ექიმს, რომელსაც სხვა ექიმის ჩანაწერები დაკეტილი აქვს, ის „დახურულია“ (თავი კლინიკის პარამეტრები). ფაილს ტვირთავენ ექიმი, ექთანი, რეგისტრატორი, ლაბორანტი, ადმინისტრატორი და მენეჯერი. ყოველი ატვირთვა, გახსნა და წაშლა აუდიტში იწერება („გაიხსნა დოკუმენტი „…““).

სად ინახება

ფაილები ინახება ბაზის საქაღალდეში, med-docs (%APPDATA%\CloudPos\data-cloudmed\med-docs) — არა ბაზის შიგნით. რამდენ ადგილს იკავებს — „კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ → „ფაილების საცავი“.

ყურადღება: ფაილები არ შედის არც ავტომატურ ბექაპში, არც სარეზერვო ფაილში და არც Activi-ის სერვერზე გაგზავნილ ასლში. პერიოდულად დააკოპირეთ მთელი ბაზის საქაღალდე (თავი ბექაპი) — წინააღმდეგ შემთხვევაში დისკის გაფუჭებისას სკანები და სურათები დაიკარგება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.