აუდიტის ჟურნალი და პაციენტის მონაცემების დაცვა
ვინ ნახა ან შეცვალა პაციენტის მონაცემები Activi MED-ში: აუდიტის ჟურნალი და ფილტრები, ბარათის ჩანართი „აუდიტი“, ექსპორტი (MED Pro); პაციენტის მონაცემების დაცვა — სად ინახება, ვინ რას ხედავს, ბექაპი და ექსპორტის ფაილები, ეკრანის სურათი დახმარებისას, SMS თანხმობები და კლინიკის პასუხისმგებლობა.
პაციენტის ჯანმრთელობის მონაცემი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია. Activi MED ამიტომ იწერს, ვინ, როდის და რა ნახა ან შეცვალა, და ზღუდავს, ვის რა უჩანს.
აუდიტის ჟურნალი
გვერდი „აუდიტი“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) — „ვინ ნახა ან შეცვალა პაციენტის მონაცემები — ბარათი, ვიზიტი, ფაილი, შედეგი, ფორმა“. სვეტები: დრო, თანამშრომელი, მოქმედება, ობიექტი (და მისი ნომერი), პაციენტი და პირადი ნომერი, დეტალები; კომპიუტერის IP მისამართიც ინახება.

ფილტრები: პერიოდი, ძებნა („პაციენტი, პირადი ნომერი, დეტალები…“), „ყველა თანამშრომელი“, „ყველა მოქმედება“ (ნახვა, რეგისტრაცია, ცვლილება, ვიზიტი, გადახდა, დოკუმენტი, ლაბორატორია, ექსპორტი, პარამეტრი…), „ყველა ობიექტი“ (ელ. ბარათი, ვიზიტი, ფაილი, ლაბ. შედეგი, რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა, ფორმა, ინვოისი, პოლისი, გამოძახება, ხელფასი…). „Excel“ — ჟურნალის ექსპორტი (MED Pro; სხვა პაკეტში — „ექსპორტი — MED Pro“).
რა იწერება:
- ბარათის, ვიზიტის, ფაილის, ანალიზის, რეცეპტის, ფორმის გახსნა — ერთი ადამიანის ერთი ბარათის ნახვა 10 წუთში ერთხელ (ხელახლა გახსნა იმავე წუთებში არ მრავლდება);
- რეგისტრაცია და ყოველი ცვლილება — რა ველი შეიცვალა („შეიცვალა: ტელეფონი, ალერგიები“);
- ვიზიტის შექმნა, ჩანაწერი, დასრულება, ხელახლა გახსნა, გაუქმება;
- გადახდა, ავანსი, გაუქმება, ინვოისი;
- ანალიზის დანიშვნა, ნიმუში, შედეგი;
- ფაილის ატვირთვა, გახსნა, წაშლა; თანხმობა და ხელმოწერა;
- ექსპორტი (პაციენტები, ვიზიტები, ამონაწერი, აუდიტი), SMS კამპანია;
- პარამეტრები: ექიმების წვდომა, ხელმოწერა, ონლაინ ჩაწერა, კონექტორები, ხელფასში გადატანა.
ჟურნალიდან ჩანაწერი პროგრამაში არ იცვლება და ცალკე არ იშლება. ერთი გამონაკლისი: როცა ვიზიტების და გადახდების გარეშე პაციენტი იშლება (შეცდომით რეგისტრაცია), მასთან ერთად იშლება მისი აუდიტის ჩანაწერებიც.
ერთი პაციენტის ისტორია
პაციენტის ბარათის ჩანართი „აუდიტი“ — მხოლოდ ამ პაციენტის ჩანაწერები (ბოლო 300). გამოიყენეთ, როცა პაციენტი იკითხავს, ვინ ნახა მისი მონაცემები.

ვინ რას ხედავს
- ექიმი — მხოლოდ თავის პაციენტებს და ვიზიტებს; სხვა ექიმის ჩანაწერს — თუ კლინიკამ ასე დაუშვა, და მაშინაც მხოლოდ კითხვით. ფულის ციფრები ექიმს არ უჩანს.
- რეგისტრატორი — ბარათის ადმინისტრაციულ ნაწილს და ფულს; სამედიცინო ჩანაწერი მისთვის დაკეტილია.
- ლაბორანტი — მხოლოდ თავის სამუშაო სიას.
- ალერგია, სისხლის ჯგუფი, ქრონიკული დაავადებები — უსაფრთხოებისთვის ყველა სამედიცინო თანამშრომელს უჩანს.
დაწვრილებით — თავები თანამშრომლები და როლები და კლინიკის პარამეტრები.
სად ინახება მონაცემები
ბაზა და ფაილები ინახება კლინიკის კომპიუტერზე (%APPDATA%\CloudPos\data-cloudmed) და ქსელში მხოლოდ ლოკალურად ჩანს — უცხო ღრუბელში ისინი არ არის. გამონაკლისები, რომლებსაც კლინიკა თავად რთავს ან იყენებს:
| რა | რა გადის კომპიუტერიდან |
|---|---|
| ასლი Activi-ის სერვერზე (ლიცენზიის მიბმის შემდეგ) | ბაზის დაშიფრული ასლი; ფაილები (med-docs) — არა |
| SMS | ტელეფონის ნომერი და შეტყობინების ტექსტი — კლინიკის SMS პროვაიდერთან |
| ონლაინ ჩაწერა | activi.ge-ზე მხოლოდ ექიმები, სერვისები და თავისუფალი დრო; პაციენტის სახელი და ტელეფონი იქ ინახება მხოლოდ მანამ, სანამ პროგრამა მოთხოვნას ჩამოიტანს |
| „დახმარება“ | კლინიკის სახელი, ვერსია და (თუ არ მოხსნით) ეკრანის სურათი |
| HMIS / EHR / ელ. რეცეპტი | მხოლოდ კლინიკის ჩართვის შემდეგ, მისი ოფიციალური წვდომით |
| RS.ge | პირადი ნომერი — სახელის მოსაძებნად, როცა „RS“-ს დააჭერთ |
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
ყურადღება: ავტომატური ბექაპი (
backups) და სარეზერვო ფაილი (cloudpos-backup_….json) დაუშიფრავია და შეიცავს ყველა პაციენტის მონაცემს — სარეზერვო ფაილში ასევე SMS პროვაიდერის გასაღები და HMIS-ის პაროლი, თუ ისინი შეყვანილია. შეინახეთ ისინი დაცულ ადგილას და ელ-ფოსტით ნუ გაგზავნით. იგივე ეხება Excel-ის ექსპორტებს (პაციენტები, ვიზიტები, ამონაწერი).
- დახმარების მოთხოვნისას ეკრანის სურათი ავტომატურად ერთვის — თუ ეკრანზე პაციენტის ბარათი ან ვიზიტია, დააჭირეთ „არ დაერთოს“ ან ჯერ დახურეთ ბარათი.
- ჩეკზე იბეჭდება პაციენტის სახელი და ვიზიტის ნომერი („სამედიცინო მომსახურება — ვიზიტი #808 (მანანა გელაშვილი)“) — დიაგნოზი კი არა.
- სარეკლამო SMS რეგისტრაციის ფორმაში ნაგულისხმევად ჩართულია — გამორთეთ, თუ პაციენტი თანხმობას არ იძლევა; თანხმობა შეიძლება ხელმოწერილი ფორმით აიღოთ.
- თითოეულს — საკუთარი ანგარიში: საერთო ანგარიშით აუდიტი უაზრო ხდება; საწყისი პაროლები შეცვალეთ.
- ექიმის კაბინეტში კომპიუტერი ყურადღების გარეშე ღია არ დატოვოთ — პროგრამაში ეკრანის ავტომატური დაბლოკვა არ არის.
- პაციენტი, რომელსაც ვიზიტები ან გადახდები აქვს, არ იშლება — სამედიცინო და ფინანსური ჩანაწერები ინახება.
შენიშვნა: Activi MED ინსტრუმენტებს იძლევა — როლებს, აუდიტს, თანხმობის ფორმებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების (მათ შორის, მონაცემთა დაცვის ოფიცერი, შენახვის ვადები, სუბიექტის მოთხოვნები) შესრულებაზე პასუხისმგებელია კლინიკა. პროგრამას სახელმწიფო სერტიფიცირება ამ მიმართულებით არ გაუვლია.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.