ექიმის თვის გამომუშავება: საკომისიო სერვისებიდან და გადატანა ხელფასში — კარდიოლოგის სექტემბრის მაგალითი
როგორ ითვლის Activi MED ექიმის საკომისიოს (MED Clinic): რომელი ვიზიტები და სტრიქონები ითვლება, პროცენტი ექიმის ბარათიდან, ანგარიში „საკომისიო → ხელფასი“, გადატანა ხელფასის უწყისში პრემიად; ნამდვილი მაგალითი — კარდიოლოგი სექტემბერში: 110 ვიზიტი, 17 855 ₾, საკომისიო 6 249,25 ₾, ხელზე 5 840,21 ₾.
ბევრ კლინიკაში ექიმი იღებს პროცენტს მის მიერ გაწეული სერვისებიდან. Activi MED ამას ითვლის თავად და, თუ ლიცენზიაში ბუღალტერიაა, თვის ბოლოს ხელფასის უწყისში გადააქვს. საკომისიო MED Clinic-ის ნაწილია.
როგორ ითვლება
- პროცენტი — ექიმის ბარათიდან: „საკომისიო % (მის სერვისებზე)“ (თავი ექიმები და სამუშაო საათები).
- ბაზა — ექიმის სტრიქონების თანხა (რაოდენობა × ფასი − ფასდაკლება) — დაზღვევის წილის ჩათვლით. არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტმა უკვე გადაიხადა თუ არა, ან მზღვეველმა მთლიანად აანაზღაურა თუ ნაწილობრივ.
- ვიზიტები — მხოლოდ დასრულებული, ვიზიტის თარიღით, თვის მიხედვით. მიმდინარე (დაუსრულებელი) ვიზიტი საკომისიოში არ შედის — ექიმებს სთხოვეთ, ვიზიტები დღის ბოლოს დაასრულონ.
- ვისზე — სტრიქონი ეკუთვნის ვიზიტის ექიმს, მათ შორის ვიზიტიდან დანიშნული ანალიზი და ექიმის მიერ დამატებული კვლევა (ეკგ, ექოსკოპია).
შენიშვნა: თუ ვიზიტში სხვა ექიმის მიერ გაწეული სერვისიც დაემატა (მაგ. ექოსკოპისტის), 2.38-ში სტრიქონზე ცალკე ექიმი ვერ მიეთითება — ის ვიზიტის ექიმს დაეთვლება. სხვა სპეციალისტის სერვისი ცალკე ვიზიტად გააფორმეთ მის სახელზე. ასევე: საკომისიოს ცალკე პროცენტი სერვისზე ან ფიქსირებული თანხა ვიზიტზე არ არის — ერთი პროცენტი ექიმზე.
ანგარიში „საკომისიო → ხელფასი“
„ანგარიშები“ → „საკომისიო → ხელფასი“: თვე (მაგ. „სექტემბერი, 2026“), თითო ექიმი — ვიზიტები, მომსახურება, %, საკომისიო; ქვემოთ „სულ“. ღილაკები „Excel“ და „ხელფასში გადატანა“. თუ ამ თვის ხელფასის უწყისი უკვე არსებობს, იქვე წერია „ამ თვის ხელფასი: პროექტი“.

მაგალითი: გიორგი მაისურაძე, კარდიოლოგი, სექტემბერი
საკომისიო 35%. სექტემბერში 110 დასრულებული ვიზიტი:
| რა გააკეთა | სტრიქონი | თანხა | 35% |
|---|---|---|---|
| კარდიოლოგის კონსულტაცია | 110 | 8 800,00 ₾ | 3 080,00 ₾ |
| ექოკარდიოგრაფია | 44 | 3 960,00 ₾ | 1 386,00 ₾ |
| ეკგ და ჰოლტერი | 91 | 3 630,00 ₾ | 1 270,50 ₾ |
| ლაბორატორია (მისი დანიშნული) | 83 | 1 465,00 ₾ | 512,75 ₾ |
| სულ | 17 855,00 ₾ | 6 249,25 ₾ |
17 855 ₾-დან პაციენტების წილი იყო 10 235,20 ₾, მზღვეველების — 7 619,80 ₾ (ანგარიში „ექიმები“). საკომისიო ორივედან ერთნაირად ითვლება.
ხელფასში გადატანა
- „ხელფასში გადატანა“ → დადასტურება „2026-09: ექიმების საკომისიო ჩაიწეროს ხელფასის უწყისში პრემიად?“.
- „ხელფასში გადავიდა: 6 ექიმი · 15 715,25 ₾“.

პროგრამამ შექმნა სექტემბრის ხელფასის უწყისი (პროექტი) და თითო ექიმის სტრიქონზე საკომისიო პრემიად ჩაწერა, შენიშვნით „MED საკომისიო 35% × 17855.00“. ხელფასი თანამშრომლის ბარათიდან (გიორგის — 1 200 ₾) იქვე რჩება, საპენსიო და საშემოსავლო კი ხელფასის გვერდის წესით ითვლება:
| თანხა | |
|---|---|
| ხელფასი (ბრუტო) | 1 200,00 ₾ |
| პრემია — საკომისიო | 6 249,25 ₾ |
| დარიცხული სულ | 7 449,25 ₾ |
| საპენსიო 2% (დასაქმებული) | −148,99 ₾ |
| საშემოსავლო 20% ((7 449,25 − 148,99) × 20%) | −1 460,05 ₾ |
| ხელზე | 5 840,21 ₾ |
კლინიკა დამატებით იხდის დამსაქმებლის საპენსიო 2%-ს (148,99 ₾). სექტემბრის უწყისი სულ: დარიცხული 22 915,25 ₾, ხელზე 17 965,54 ₾.

უწყისი იხსნება ბუღალტერიის გვერდზე „ხელფასი და დივიდენდი“: იქ მოწმდება, საჭიროებისას იცვლება, ტარდება და გაიცემა (თავი ბუღალტერია).
წესები:
- ხელახლა გადატანა ჯერ პროექტ უწყისში იმავე თვეს საკომისიოს ჩაანაცვლებს (ორჯერ არ დაემატება).
- თუ თვის ხელფასი უკვე გატარებულია, გადატანა ვეღარ ხდება: „ამ თვის ხელფასი უკვე გატარებულია — საკომისიო ხელით დაამატეთ“.
- ექიმი, რომელიც თანამშრომლის ანგარიშზე მიბმული არ არის, უწყისში ცალკე სტრიქონად, თავისი სახელით ჩნდება.
- ბუღალტერია ლიცენზიაში არ არის? ღილაკი დაკეტილია („ხელფასები — ბუღალტერიის მოდული“) — საკომისიო გამოიტანეთ Excel-ით.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.