Activi
Activi MED · თავი 8

პაციენტები და ელექტრონული ბარათი: რეგისტრაცია, ძებნა, ბარათის ჩანართები, რედაქტირება

პაციენტის რეგისტრაცია Activi MED-ში: პირადი ნომერი და სახელი RS.ge-დან, უკვე რეგისტრირებულის გამოჩენა, უცხოელი პასპორტით, ბავშვი და საკონტაქტო პირი, დაზღვევა, ალერგია და ქრონიკული დაავადებები, SMS თანხმობები; რეესტრი და Excel; ელექტრონული ბარათი — ისტორია, ვიზიტები, ლაბორატორია, ფაილები, დოკუმენტები, გადახდები, აუდიტი.

რეესტრი

გვერდი „პაციენტები“ — „რეესტრი — ძებნა პირადი ნომრით, სახელით, გვარით ან ტელეფონით“. ზემოთ სამი ციფრი: პაციენტების რაოდენობა, „დავალიანებით“ (რამდენი და რა თანხა) და „ავანსით“. ფილტრი: „ყველა“, „დავალიანებით“, „ავანსით“. სვეტები: პაციენტი (ასაკი, ალერგია), პირადი ნომერი, ტელეფონი, დაზღვევა, ვიზიტების რაოდენობა, ბოლო ვიზიტი, დავალიანება, ავანსი.

პაციენტების რეესტრი: 689 პაციენტი, დავალიანებით და ავანსით, ძებნა
პაციენტების რეესტრი: 689 პაციენტი, დავალიანებით და ავანსით, ძებნა
  • ძებნა მუშაობს პირველივე ასოდან ან ციფრიდან; სახელი და გვარი ნებისმიერი თანმიმდევრობით; ტელეფონი +995-ით ან მის გარეშე.
  • „Excel“ — ეკრანზე გაფილტრული სიის ჩამოტვირთვა (სახელი, პირადი ნომერი, დაბადება, ტელეფონი, დაზღვევა, ვიზიტები, თანხები).
  • ვერ იპოვეთ? ცარიელ სიაში ჩნდება ღილაკი „რეგისტრაცია“ — აკრეფილი ნომრით ან სახელით.

რეგისტრაცია

  1. „ახალი პაციენტი“ (გვერდზე „პაციენტები“ ან „დღეს“; ასევე ვიზიტისა და ჩაწერის ფორმიდან — „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“).
  2. „პირადი ნომერი ∗“ — 11 ციფრი. ღილაკი „RS“ RS.ge-დან სახელსა და გვარს მოიტანს (საჭიროა ინტერნეტი და RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი პარამეტრებში); თუ ამ ნომრით პაციენტი უკვე არის, პროგრამა მის ბარათს გახსნის. RS.ge სახელს პოულობს მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი იქ გადამხდელად არის რეგისტრირებული — ბავშვზე და სხვებზე პასუხი იქნება „ამ ს/კ-ზე გადამხდელი ვერ მოიძებნა“: სახელი ხელით ჩაწერეთ.
  3. „სახელი ∗“, „გვარი ∗“. აკრეფისას ქვემოთ ჩნდება „უკვე რეგისტრირებულია — დააჭირეთ გასახსნელად“: ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ რომ არ დარეგისტრირდეს.
  4. „დაბადების თარიღი“ (ასაკი იქვე ჩანს), „სქესი“, „ტელეფონი“, „ქალაქი“, „მისამართი“, „ელ. ფოსტა“.
  5. „დაზღვევა“ და „პოლისის ნომერი“ — ვიზიტი მზღვეველს აქედან აიღებს (თავი დაზღვევა და თანაგადახდა).
  6. „სამუშაო / სასწავლო ადგილი“, „საკონტაქტო პირი“, „კავშირი“ (მეუღლე, შვილი, დედა…), „საკონტაქტო პირის ტელეფონი“.
  7. „SMS შეხსენება ვიზიტამდე“ და „სიახლეები და შეთავაზებები (SMS)“ — პაციენტის თანხმობის მიხედვით.
  8. სამედიცინო ბლოკი: „სისხლის ჯგუფი“, „ალერგიები“, „ქრონიკული დაავადებები“, „შენიშვნა (განსაკუთრებული მითითებები)“.
  9. „რეგისტრაცია“ — „პაციენტი დარეგისტრირდა“ და იხსნება მისი ბარათი.
რეგისტრაცია: აკრეფისას ჩანს უკვე რეგისტრირებული პაციენტები — „დააჭირეთ გასახსნელად“
რეგისტრაცია: აკრეფისას ჩანს უკვე რეგისტრირებული პაციენტები — „დააჭირეთ გასახსნელად“

ყურადღება: ორივე SMS გადამრთველი ახალ ფორმაში ჩართულია. სარეკლამო SMS-ზე („სიახლეები და შეთავაზებები“) ჯერ ჰკითხეთ პაციენტს და, თუ თანახმა არ არის, გამორთეთ — პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი პირდაპირ მარკეტინგს მხოლოდ თანხმობით უშვებს.

უცხოელი: ჩართეთ „უცხო ქვეყნის მოქალაქე (პასპორტით)“ — პირადი ნომრის ნაცვლად იწერება პასპორტის ან სხვა დოკუმენტის ნომერი (მინიმუმ 3 სიმბოლო).

ბავშვი: ბავშვს ხშირად ტელეფონი არ აქვს — ჩაწერეთ მშობელი „საკონტაქტო პირად“ და მისი ტელეფონი. მშობლისა და ბავშვის ბარათების ერთმანეთთან მიბმა (ოჯახი) 2.38-ში არ არის.

შეცდომები: „პირადი ნომერი უნდა შედგებოდეს 11 ციფრისგან“, „ამ პირადი ნომრით პაციენტი უკვე რეგისტრირებულია“, „დაბადების თარიღი არასწორია“, „ელ. ფოსტა არასწორია“.

ელექტრონული ბარათი

ბარათი იხსნება პაციენტზე დაჭერით (რეესტრი, „დღეს“, ვიზიტი, კალენდარი, დებიტორები). სათაურში — სახელი, „ელექტრონული ბარათი № 000469 · რეგისტრაცია 14 სექ 2026“.

მანანა გელაშვილის ელ. ბარათი: ალერგია, ქრონიკული, დაზღვევა, მომავალი ვიზიტი; ისტორია ერთ ხაზზე
მანანა გელაშვილის ელ. ბარათი: ალერგია, ქრონიკული, დაზღვევა, მომავალი ვიზიტი; ისტორია ერთ ხაზზე

მარცხენა სვეტი: პირადი ნომერი, ასაკი, სქესი; ალერგია წითელ ჩარჩოში (ან „ალერგია არ აღინიშნება“); ქრონიკული, სისხლის ჯგუფი, დაბადება, კონტაქტი, საკონტაქტო პირი, სამუშაო ადგილი; დაზღვევა და დამატებითი პოლისები; მომავალი — უახლოესი ჩაწერები და განმეორებითი ვიზიტი (გამოძახება); შენიშვნა და SMS-ზე უარი.

ღილაკები: „ახალი ვიზიტი“, „ჩაწერა“, „გადახდა“ (როცა ვალი აქვს), „ავანსი“, „ინვოისი“, „რედაქტირება“. ქვემოთ, MED Clinic-ში — ზოლი „ანალიზი · ფორმა 200-ა · რეცეპტი · მიმართვა · ფორმა 100 · თანხმობა · გამოძახება“.

ოთხი ციფრი (ვინც ფულს იღებს, მას უჩანს): „გადასახდელი“ (ყველა ვიზიტის პაციენტის წილი), „გადახდილი“, „დავალიანება“, „ავანსი“.

ჩანართები

ჩანართირა არის
ისტორიაყველაფერი ერთ ხაზზე თარიღით: ვიზიტები დიაგნოზით, ანალიზები, ფაილები, რეცეპტები, მიმართვები, ფორმები, თანხმობები, SMS; ფილტრი „ვიზიტები / ანალიზები / ფაილები / დოკუმენტები / SMS“
ვიზიტები#, თარიღი, ექიმი, დიაგნოზი, ჯამი, პაციენტის წილი, ვალი, სტატუსი — დაჭერით იხსნება ვიზიტი
ლაბორატორიადანიშნულებები და შედეგები გადახრებით (თავი ლაბორატორია)
ფაილებისკანები, სურათები, PDF, DICOM (თავი ფაილები და DICOM)
დოკუმენტებირეცეპტები, მიმართვები, თანხმობები, ფორმები — დაჭერით ბეჭდვისთვის იხსნება
სერვისებიყველა გაწეული სერვისი: თარიღი, კატეგორია, ექიმი, რაოდენობა, ჯამი, დაზღვევის და პაციენტის წილი
გადახდები, ავანსებიფულის მოძრაობა ჩეკის ნომრით, თანამშრომლით; გაუქმება (თავი სალარო)
აუდიტივინ როდის გახსნა და შეცვალა ბარათი (ადმინისტრატორი და მენეჯერი)
ჩანართი „დოკუმენტები“: რეცეპტები, მიმართვები, თანხმობები (ხელმოწერილი) და ფორმები
ჩანართი „დოკუმენტები“: რეცეპტები, მიმართვები, თანხმობები (ხელმოწერილი) და ფორმები

ექიმი სხვა ექიმის ვიზიტის შინაარსს ვერ ხედავს (თუ კლინიკამ ასე დააყენა): სიაში წერია „სხვა ექიმის ვიზიტი“, ანალიზზე — „სხვა ექიმის დანიშნულება“, ფაილზე — „დახურულია“ (თავი კლინიკის პარამეტრები).

რედაქტირება და წაშლა

  • „რედაქტირება“ — იგივე ფორმა. რეგისტრატორი და ადმინისტრატორი ცვლის ყველაფერს; ექიმი ხედავს ღილაკს „სამედიცინო მონაცემები“ და ცვლის მხოლოდ სისხლის ჯგუფს, ალერგიას, ქრონიკულ დაავადებებს და შენიშვნას. ყოველი ცვლილება აუდიტში იწერება: „შეიცვალა: ტელეფონი, ალერგიები“.
  • „წაშლა“ — ადმინისტრატორი ან მენეჯერი, უფლებით „ჩანაწერების წაშლა“. „ვიზიტების ან გადახდების მქონე პაციენტი არ იშლება“ — წაიშლება მხოლოდ შეცდომით დარეგისტრირებული, რომელსაც ჯერ არაფერი აქვს.

შენიშვნა: ორი ბარათის გაერთიანება (თუ ერთი ადამიანი ორჯერ დარეგისტრირდა სხვადასხვა ნომრით) 2.38-ში არ არის. ამიტომ რეგისტრაციისას ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება სიას „უკვე რეგისტრირებულია“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.