Activi
Activi MED · თავი 17

სალაროს დახურვა: დღის ფული, X-რეპორტი, ნაღდის შემოტანა და გატანა, Z-რეპორტი

კლინიკის სალაროს დღე Activi MED-ში: როგორ იხსნება დღე, ნაღდი, ბარათი და დაბრუნებები, მოსალოდნელი ნაღდი, ნაღდის შემოტანა და ინკასაცია, X-რეპორტი, დღის დახურვა დათვლით და Z-რეპორტი, დახურული დღეები, ავტომატური დახურვა შუაღამისას და დღის სვოდკა.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს რეგისტრატურის ფულს: რამდენი შემოვიდა ნაღდით და ბარათით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა. დღეში შედის ყველა ჩეკი — პაციენტების გადახდები, ავანსები და მზღვეველების ანაზღაურება. გვერდი ადმინისტრატორს, მენეჯერს და რეგისტრატორს უჩანს.

2 ოქტომბრის ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი, ბარათი, დაბრუნებები; მოსალოდნელი ნაღდი; დახურული დღეები
2 ოქტომბრის ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი, ბარათი, დაბრუნებები; მოსალოდნელი ნაღდი; დახურული დღეები

დღის გახსნა

დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი გადახდა, ნაღდის შემოტანა ან ამ გვერდის გახსნა): „გახსნილია · გაიხსნა: 02.10.2026 09:44 · მარიამ ჩხეიძე (პირველი ოპერაციით)“. საწყისი ნაღდი — წინა დღის დათვლილი ნაღდი.

მაჩვენებლები

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული — გადახდები და ავანსები, ხურდის გამოკლებით
ბარათიბარათით მიღებული — და გადმორიცხვები (იხ. ქვემოთ)
ნისიაკლინიკაში არ გამოიყენება (0)
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიგაუქმებული გადახდები — თანხა და ჩეკების რაოდენობა

მოსალოდნელი ნაღდი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გადახდები − ნაღდით დაბრუნებული − ნაღდით გადახდილი ხარჯები + შემოტანა − გატანა.

ყურადღება: კლინიკის გადახდა მეთოდით „გადმორიცხვა“ (პაციენტის ან მზღვეველის) X/Z-რეპორტში „ბარათის“ თანხაში ჩანს. მაგალითად, 22 სექტემბრის Z-00044-ში „ბარათი 7 614,80 ₾“ მოიცავს „ფარი“-ს გადმორიცხვას 6 723,80 ₾ — ტერმინალის ამონაწერთან შედარებისას ის გამოაკელით. ზუსტი დაყოფა (ნაღდი / ბარათი / გადმორიცხვა / მზღვეველი) ჩანს „ანგარიშები“ → „დღის სვოდკაში“.

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“ (ნაგულისხმევად რეგისტრატორსაც): „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდა დილით) ან „ნაღდის გატანა“ (ინკასაცია, წვრილი ხარჯი) → „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ → „დადასტურება“. ჩანაწერები ჩანს ბარათში „ნაღდის მოძრაობა“. სანიმუშო კლინიკაში ყოველ პარასკევს, დახურვამდე, ნაღდი ბანკში გადის („ინკასაცია — ბანკში“) და უჯრაში 300 ₾ რჩება.

X-რეპორტი

„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, დაბრუნება, ნაღდი, ბარათი, საწყისი ნაღდი, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი ნაღდი და თითო თანამშრომლის ბრუნვა. „ბეჭდვა“ — ჩეკის პრინტერზე. გამოიყენეთ რეგისტრატორების ცვლის გადაბარებისას.

X-რეპორტი 2 ოქტომბრის შუადღისას
X-რეპორტი 2 ოქტომბრის შუადღისას

დღის დახურვა (Z-რეპორტი)

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“ (რეგისტრატორს ნაგულისხმევად აქვს):

  1. „დღის დახურვა (Z-რეპორტი)“ — ფანჯრის თავში „მოსალოდნელი ნაღდი“.
  2. დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ ან „სწრაფი თანხა“ — „დათვლილი ნაღდი (₾)“.
  3. პროგრამა აჩვენებს: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“; საჭიროებისას — „შენიშვნა“.
  4. „დახურვა“ — „დღე დაიხურა“; იხსნება Z-რეპორტი ნომრით → „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: მოსალოდნელი ნაღდი და დათვლა
დღის დახურვა: მოსალოდნელი ნაღდი და დათვლა
Z-00044 (22 სექტემბერი): 38 ჩეკი, ბრუნვა 8 707 ₾, ნაღდი 1 092,20 ₾, ბარათი 7 614,80 ₾ — მზღვეველის გადმორიცხვის ჩათვლით
Z-00044 (22 სექტემბერი): 38 ჩეკი, ბრუნვა 8 707 ₾, ნაღდი 1 092,20 ₾, ბარათი 7 614,80 ₾ — მზღვეველის გადმორიცხვის ჩათვლით

ღია ვიზიტები დღის დახურვას არ აფერხებს: ვიზიტი ფული არ არის — დღეში მხოლოდ გადახდები ითვლება. გადაუხდელი ვიზიტი პაციენტის ვალად რჩება.

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“: „Z №“, ვინ დახურა, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“ (დანაკლისი — წითლად; სანიმუშო კლინიკაში 10 სექტემბერს −5,00 ₾, შენიშვნით „ხურდაში 5 ლარი აკლია“); პრინტერის ხატულა ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

ავტომატური დახურვა

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (ნაგულისხმევად ჩართული) — ღია დღე შუაღამისას დათვლის გარეშე იხურება (ნიშანი „ავტომატურად (00:00)“). ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მთავარი კომპიუტერი 00:00-ზე ჩართულია. ჯობს, რეგისტრატორმა დღე ყოველ საღამოს თავად დახუროს დათვლით.

დღის სვოდკა

კლინიკისთვის უფრო ზუსტი დღის შედეგი — „ანგარიშები“ → „დღის სვოდკა“: ვიზიტები, სერვისები, ახალი პაციენტები, შემოსავალი ნაღდით / ბარათით / გადმორიცხვით, პაციენტის და მზღვეველის ფული, ახალი და ამოღებული დავალიანება, ავანსები (თავი ანგარიშები).

შენიშვნა: ფისკალური აპარატი (თუ ჩართულია) კლინიკის ჩეკებსაც ბეჭდავს, როგორც სხვა Activi სალაროები; მისი X და Z — „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ (თავი ბეჭდვა, პრინტერი და ტერმინალი).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.