Activi
Activi MED · თავი 12

ლაბორატორია: ცნობარი და ნორმები, დანიშნულება ვიზიტიდან, ნიმუში, შედეგები გადახრებით, პასუხის ფურცელი

ლაბორატორია Activi MED-ში (MED Clinic): კვლევების ცნობარი მაჩვენებლებით, ერთეულებით და ნორმებით (ქალის, კრიტიკული, ტექსტური), სტანდარტული ცნობარი, ანალიზის დანიშვნა ვიზიტიდან და ავტომატური ანგარიში დაზღვევის წილით, CITO და გარე ლაბორატორია, ნიმუშის აღება, შედეგების შეყვანა მაღალი/დაბალი/კრიტიკული ნიშნებით, პასუხის ფურცელი და ლაბორანტის როლი.

ლაბორატორია MED Clinic-ის ნაწილია. ექიმი ანალიზს ნიშნავს ვიზიტიდან, ექთანი იღებს ნიმუშს, ლაბორანტი წერს შედეგს — პროგრამა თავად ადარებს ნორმას და ანალიზის ფასს ვიზიტის ანგარიშს უმატებს. გვერდი „ლაბორატორია“ ორ ჩანართადაა: „სამუშაო სია“ და „ცნობარი და ნორმები“ (ადმინისტრატორი, მენეჯერი, ლაბორანტი).

ცნობარი და ნორმები

ახალ კლინიკაში ცნობარი ცარიელია. ღილაკი „სტანდარტული ცნობარი“ ამატებს 14 კვლევას მაჩვენებლებით და ნორმებით (ფასის გარეშე — ფასს თავად წერთ): სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზა, HbA1c, ლიპიდური პროფილი, TSH, თავისუფალი T4, CRP, D ვიტამინი, ფერიტინი, ALT, AST, კრეატინინი, შარდოვანა, შარდის საერთო ანალიზი.

ლაბორატორიის ცნობარი: კვლევები, მაჩვენებლები, ნიმუში, პასუხის ვადა, ფასი
ლაბორატორიის ცნობარი: კვლევები, მაჩვენებლები, ნიმუში, პასუხის ვადა, ფასი

კვლევის ფანჯარა („ახალი კვლევა“ ან სიიდან):

  • „დასახელება ∗“, „კოდი“, „ფასი ₾“ („კვლევა ვიზიტის ანგარიშზე ამ ფასით ჩაიწერება“), „ნიმუში“ (ვენური სისხლი, კაპილარული სისხლი, შარდი…), „პასუხის ვადა (წთ)“;
  • „მაჩვენებლები და ნორმები“: მაჩვენებელი, ერთეული, ნორმა ქვედა / ზედა, ქალის ქვედა / ზედა („თუ განსხვავდება“), კრიტიკული ქვედა / ზედა („⚠ ნიშნისთვის“), ტექსტური ნორმა („მაგ. „უარყოფითი““); „+ მაჩვენებელი“;
  • „ჩვეულებრივ იგზავნება გარე ლაბორატორიაში“, „აქტიური“.
ლიპიდური პროფილი: ოთხი მაჩვენებელი, ნორმები, HDL — ქალის ცალკე ნორმით
ლიპიდური პროფილი: ოთხი მაჩვენებელი, ნორმები, HDL — ქალის ცალკე ნორმით

ყოველი კვლევა ფასების სიაშიც ჩნდება კატეგორიით „ლაბორატორია“ (თავი სერვისები და ფასები) — ასე მზღვეველის წესი „ლაბორატორია — 100%“ მასზეც მოქმედებს. გამოყენებული კვლევა არ იშლება — გამოირთვება.

დანიშვნა

  1. ვიზიტის ფანჯარაში (ან ბარათში) — „ანალიზი“.
  2. მარცხნივ აირჩიეთ კვლევები (ძებნა — „კვლევა ან მაჩვენებელი…“); მარჯვნივ ჩანს არჩეულები და ჯამი („2 კვლევა · 21,00 ₾“).
  3. საჭიროებისას: „CITO (სასწრაფო)“, „გარე ლაბორატორია“ და მისი დასახელება, „შენიშვნა ლაბორატორიას“.
  4. „დანიშვნა“ — „ლაბ. დანიშნულება № 284 — დაემატა ვიზიტის ანგარიშზე“.
ანალიზის დანიშვნა: სისხლის საერთო ანალიზი და გლუკოზა — 21 ₾, CITO, გარე ლაბორატორია
ანალიზის დანიშვნა: სისხლის საერთო ანალიზი და გლუკოზა — 21 ₾, CITO, გარე ლაბორატორია

„კვლევები ჩაიწერება ამ ვიზიტის ანგარიშზე — დაზღვევის წილით“ — მხოლოდ მაშინ, როცა ვიზიტი ღიაა. დასრულებულ ვიზიტზე დანიშნული ანალიზი ანგარიშზე აღარ ემატება; ვიზიტის გარეშე (ბარათიდან) დანიშვნისას პროგრამა ახალ ვიზიტს ხსნის. დანიშნულების გაუქმებისას ანალიზი ღია ვიზიტის ანგარიშიდანაც მოიხსნება („ვიზიტი უკვე დახურულია — ჯერ გახსენით ვიზიტი, რომ კვლევები მოიხსნას ანგარიშიდან“).

სამუშაო სია

„სამუშაო სია“ — რაც დღეს ლაბორატორიამ უნდა გააკეთოს. ზემოთ ციფრები: „სამუშაოში“, „ნიმუში ასაღები“, „ელოდება პასუხს“, „მზა პასუხები →“; ფილტრი „მიმდინარე“ / „მზადაა“ / „გაუქმებული“ / „ყველა“ (პერიოდით). CITO წითლად ჩანს და სიის თავშია. სია ყოველ 45 წამში ახლდება.

სამუშაო სია ლაბორანტის ანგარიშით: CITO სისხლის ანალიზი, შარდი, ლიპიდები — სტატუსებით
სამუშაო სია ლაბორანტის ანგარიშით: CITO სისხლის ანალიზი, შარდი, ლიპიდები — სტატუსებით

სტატუსები: „დანიშნული“ → „ნიმუში აღებულია“ → „მზადაა“ (ან „გაუქმებული“).

შედეგების შეყვანა

  1. სიაში დააჭირეთ დანიშნულებას — იხსნება „ლაბორატორია № …“: პაციენტი, ასაკი, სქესი, ეტაპები („დანიშნა 11:50 · ნიმუში — · მზადაა —“), შენიშვნა ლაბორატორიას.
  2. „ნიმუში აღებულია“ (ექთანი ან ლაბორანტი).
  3. ჩაწერეთ „შედეგი“ თითო მაჩვენებელზე — ნიშანი მაშინვე ჩნდება: „ნორმა“, „↑ მაღალი“, „↓ დაბალი“, „↑↑ კრიტ.“, „↓↓ კრიტ.“; ნორმა ქალისთვის და კაცისთვის თავისით აირჩევა. „შენიშვნა“ თითო სტრიქონზე და „დასკვნა“ ქვემოთ.
  4. „შენახვა“ (ნაწილობრივ) ან „მზადაა“. თუ ყველა მაჩვენებელი შევსებული არ არის, ღილაკზე ჩანს რამდენი („მზადაა (5/7)“) და პასუხი ნაწილობრივ მზადად ინახება.
შედეგები: WBC 11,8 და ედს 24 — „↑ მაღალი“, დანარჩენი ნორმაში; CRP 46 — „↑ მაღალი“
შედეგები: WBC 11,8 და ედს 24 — „↑ მაღალი“, დანარჩენი ნორმაში; CRP 46 — „↑ მაღალი“

ვიზიტის ფანჯარაში და ბარათში ანალიზი ჩანს სტატუსით და გადახრების რაოდენობით („4 ↕“). „ბეჭდვა“ — პასუხის ფურცელი: კლინიკა, პაციენტი, ექიმი, თარიღები, მაჩვენებლები ნორმით და ნიშნით, დასკვნა, ლაბორანტის და ექიმის ხელმოწერა.

ლიპიდური პროფილის პასუხის ფურცელი (თავი „სრული მაგალითი“)
ლიპიდური პროფილის პასუხის ფურცელი (თავი „სრული მაგალითი“)

ვინ რას აკეთებს

როლიდანიშვნანიმუშიშედეგიცნობარი
ექიმი✓ (თავის ვიზიტზე)✓მხოლოდ გარე ლაბორატორიის პასუხი, თავის დანიშნულებაზე—
ექთანი✓✓უფლებით „ლაბორატორიის შედეგების შეყვანა“—
რეგისტრატორი✓✓უფლებით—
ლაბორანტი—✓✓✓
ადმინისტრატორი, მენეჯერი✓✓✓✓

ლაბორანტი პაციენტის ბარათს და კალენდარს ვერ ხედავს — მხოლოდ თავის სამუშაო სიას. ყოველი გახსნა და შედეგის შეყვანა აუდიტში იწერება.

შენიშვნა: ლაბორატორიული ანალიზატორებთან კავშირი (შედეგის ავტომატური ჩატვირთვა, LIS/HL7), შტრიხკოდიანი სინჯარის ეტიკეტი და გარე ლაბორატორიასთან ელექტრონული გაცვლა 2.38-ში არ არის. გარე ლაბორატორიის PDF პასუხი ერთვება ფაილად (თავი ფაილები და DICOM) ან მისი ციფრები ხელით იწერება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.