სერვისები და ფასები: ფასების სია, კატეგორიები, Excel-იდან იმპორტი, მედიკამენტები და სახარჯი
კლინიკის ფასების სია Activi MED-ში: სერვისის კოდი, დასახელება, კატეგორია, ფასი და ხანგრძლივობა, ექიმი ნაგულისხმევად, კატეგორიები, Excel-ის ნიმუში და იმპორტი, ფასის შეცვლა და ძველი ვიზიტები, სერვისის გამორთვა; მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საწყობი.
სერვისი არის ყველაფერი, რისთვისაც პაციენტი (ან მზღვეველი) იხდის: კონსულტაცია, ექოსკოპია, ეკგ, პროცედურა, ანალიზი. ვიზიტის თანხა მისი სერვისების ჯამია. ფასების სია იმართება გვერდზე „სერვისები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი).

ზემოთ — ძებნა („კოდი ან დასახელება…“) და კატეგორიების ფილტრი რაოდენობით („ყველა 32“, „კონსულტაციები 6“, „ლაბორატორია 14“…). სვეტში „შესრულდა“ ჩანს, რამდენჯერ გაეწია სერვისი (გაუქმებული ვიზიტების გარეშე).
ახალი სერვისი
- „ახალი სერვისი“.
- „კოდი“ (არასავალდებულო, მაგ.
K-CARD; ორ სერვისს ერთი კოდი ვერ ექნება) და „კატეგორია“. - „დასახელება ∗“ — როგორც ჩეკზე, ინვოისზე და ვიზიტის ფურცელზე უნდა დაიწეროს.
- „ფასი ₾ ∗“ და „ხანგრძლივობა (წთ)“ — 5-დან 600 წუთამდე; ჩაწერისას კალენდარში ამდენ დროს დაიკავებს.
- „ექიმი (ნაგულისხმევი)“ — სურვილისამებრ; ჩაწერის ფორმაში ასეთი სერვისი მხოლოდ ამ ექიმთან ჩანს, ახალ ვიზიტში კი, თუ ექიმი ჯერ არჩეული არ არის, მას აირჩევს. „— ვინც დანიშნა —“ ნიშნავს ნებისმიერ ექიმს.
- „განყოფილება“, „აქტიური“ → „შენახვა“.

შენიშვნა: ვიზიტის სტრიქონი ყოველთვის ვიზიტის ექიმზე იწერება (და საკომისიოც მას ერიცხება), სერვისის „ნაგულისხმევ ექიმზე“ კი არა. მაგალითად, თუ კარდიოლოგის ვიზიტში ექოსკოპია დაემატა, მისი თანხა კარდიოლოგის გამომუშავებაში ჩაითვლება. ცალკე ექიმის მიერ გაწეული სერვისი ცალკე ვიზიტად გააფორმეთ (თავი ექიმის თვის გამომუშავება).
სანიმუშო კლინიკის ფასები (ლაბორატორიის გარდა):
| კოდი | სერვისი | ფასი | წთ |
|---|---|---|---|
| K-THER / K-THER2 | თერაპევტის კონსულტაცია / განმეორებითი | 50 / 30 ₾ | 30 / 20 |
| K-CARD | კარდიოლოგის კონსულტაცია | 80 ₾ | 30 |
| K-PED | პედიატრის კონსულტაცია | 50 ₾ | 20 |
| K-GYN, K-NEUR | გინეკოლოგის, ნევროლოგის კონსულტაცია | 70 ₾ | 30 |
| I-ECG / I-HOLT | ეკგ / ჰოლტერ-მონიტორინგი (24 სთ) | 30 / 120 ₾ | 15 / 20 |
| U-ECHO | ექოკარდიოგრაფია | 90 ₾ | 30 |
| U-ABD, U-PELV / U-THY | მუცლის ღრუს, მცირე მენჯის / ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია | 70 / 50 ₾ | 20 |
| P-INJ, P-IV, P-DRESS, P-SMEAR | ინექცია, წვეთოვანი, ჭრილობის დამუშავება, ნაცხი | 10, 25, 15, 20 ₾ | 10–40 |
| F-MAG, F-MASS | მაგნიტოთერაპია, სამკურნალო მასაჟი (1 სეანსი) | 20, 35 ₾ | 20, 30 |
ლაბორატორიის კვლევები (14) ფასების სიაში თავისით ჩნდება კატეგორიით „ლაბორატორია“ — მათ ფასს ლაბორატორიის ცნობარში ცვლით (თავი ლაბორატორია).
კატეგორიები
ღილაკი „კატეგორიები“: ფერი, დასახელება და სერვისების რაოდენობა; ქვემოთ — „ახალი კატეგორია“ → „დამატება“. კატეგორია, რომელშიც სერვისებია, არ იშლება („კატეგორიაში სერვისებია — ჯერ გადაიტანეთ ან წაშალეთ ისინი“).

კატეგორია მნიშვნელოვანია დაზღვევისთვის: მზღვეველის წესი შეიძლება მთელ კატეგორიაზე დაწესდეს (მაგ. „ლაბორატორია — 100%“) — თავი დაზღვევა და თანაგადახდა.
ფასების სია Excel-იდან
- „Excel“ — ჩამოტვირთავს მიმდინარე სიას (ან ცარიელ ნიმუშს) სვეტებით „კოდი“, „დასახელება“, „კატეგორია“, „ფასი“, „ხანგრძლივობა (წთ)“.
- შეავსეთ ან შეცვალეთ ფაილი (XLSX ან CSV).
- „იმპორტი“ → აირჩიეთ ფაილი. შედეგი: „დაემატა N, განახლდა M“.
სერვისი იძებნება კოდით, კოდის გარეშე — დასახელებით: ნაპოვნს ფასი, კატეგორია და ხანგრძლივობა ეცვლება, ახალი ემატება; უცნობი კატეგორია თავისით იქმნება. სტრიქონი სახელის ან ფასის გარეშე გამოტოვდება („გამოტოვდა სტრიქონები: …“).
ფასის შეცვლა და ძველი ვიზიტები
ვიზიტი თავის სტრიქონებს იმ ფასით ინახავს, რომლითაც დაემატა — ფასების სიის შეცვლა ძველ ვიზიტებს, ინვოისებს და ანგარიშებს არ ცვლის. ღია ვიზიტში უკვე დამატებული სტრიქონი ძველ ფასს ინარჩუნებს; ახლად დამატებული ახალს მიიღებს.
წაშლა: სერვისი, რომელიც ერთხელ მაინც გამოყენებულია (ვიზიტში ან ჩაწერაში), არ იშლება — გამოირთვება („სერვისი გამოირთო (ისტორია რჩება)“). გამორთული სერვისი ახალ ვიზიტში აღარ ჩანს.
მედიკამენტები და სახარჯი მასალები
მენიუს ჯგუფში „მენეჯმენტი“ არის კლინიკის საწყობი: „მედიკამენტები / სახარჯი“, „მარაგი“, „მომწოდებლები“, „საწყობის დოკუმენტები“ — Activi-ის ჩვეულებრივი საწყობი: მიღება მომწოდებლისგან, ნაშთი, მინიმალური მარაგი, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია. სანიმუშო კლინიკაში — შპრიცები, ხელთათმანები, ინფუზიის სისტემები, ფიზიოლოგიური ხსნარი, ვაკუტეინერები.
შენიშვნა: 2.38-ში ვიზიტი და პროცედურა საწყობიდან მასალას თავისით არ ჩამოწერს (მაგ. წვეთოვანი — სისტემა და ხსნარი). ხარჯული მასალა პერიოდულად ჩამოწერეთ „საწყობის დოკუმენტებით“. მედიკამენტების გაყიდვა პაციენტზე (აფთიაქი) და სტაციონარი (ფორმა 066, საწოლები) პროგრამაში არ არის.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.