ანგარიშები: დღის სვოდკა, ექიმები, სერვისები, დაზღვევა, დატვირთვა, შემოსავალი, პაციენტები, ლაბორატორია, ექსპორტი
Activi MED-ის ანგარიშები ნებისმიერი პერიოდისთვის: დღის სვოდკა (ვიზიტები, ფული მეთოდით, პაციენტის და მზღვეველის წილი, დავალიანება, ავანსი), ექიმები, სერვისები და კატეგორიები, დაზღვევა, ექიმების დატვირთვა და ჩაწერების სითბური რუკა, შემოსავალი განყოფილებით, ახალი და განმეორებითი პაციენტები, ლაბორატორია, ხარჯები, Excel და ექსპორტი — და რომელი რომელ პაკეტშია.
გვერდი „ანგარიშები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) — „სვოდკა, ექიმები, სერვისები, დაზღვევა — ნებისმიერი პერიოდისთვის“. ზემოთ — პერიოდი: „დღეს“, „7 დღე“, „30 დღე“, „ეს თვე“, „3 თვე“, „წელი“ ან თარიღები; ძირითად ოთხ ანგარიშზე — „CSV“ და „Excel“. ჩანართები ორ ჯგუფადაა: ძირითადი (ყველა პაკეტში) და დამატებითი (ზოგი — MED Clinic ან MED Pro).
| ჩანართი | პაკეტი |
|---|---|
| დღის სვოდკა, ექიმები, სერვისები, დაზღვევა | Start |
| შემოსავალი (ექიმით, სერვისით, კატეგორიით, მზღვეველით) | Start |
| შემოსავალი განყოფილებით და ფილიალით | Pro |
| დატვირთვა, პაციენტები | Pro |
| ლაბორატორია, საკომისიო → ხელფასი, ექსპორტი | Clinic |
| ხარჯები | Start |
ყველა ანგარიში ითვლის ვიზიტის თარიღით; გაუქმებული ვიზიტები არ ითვლება.
დღის სვოდკა

ექვსი ციფრი: ვიზიტები (და პაციენტები), სერვისები (და მომსახურების თანხა), ახალი პაციენტები, შემოსავალი (მათ შორის „დაზღვევიდან“), ახალი დავალიანება („ამოღ.“ — ძველი ვალიდან ამოღებული), ავანსი („დაიფარა“ — ავანსიდან დაფარული). ქვემოთ:
- „შემოსავალი გადახდის მეთოდით“ — ნაღდი, ბარათი, გადმორიცხვა (აქ გადმორიცხვა ცალკეა, Z-რეპორტისგან განსხვავებით), სულ;
- „პაციენტი და დაზღვევა“ — მომსახურება (ფასდაკლებამდე), ფასდაკლება, პაციენტის წილი, დაზღვევის წილი, ვიზიტებზე გადახდილი, ახალი დავალიანება / ამოღებული;
- „ექიმების მიხედვით“ — გრაფიკი.
სანიმუშო სექტემბერი: მომსახურება 49 685,00 ₾ = პაციენტის წილი 26 557,20 ₾ + დაზღვევის 23 127,80 ₾. ფული: ნაღდი 15 003,70, ბარათი 12 276,30, გადმორიცხვა 21 432,70 (აქედან 21 162,70 — მზღვეველების აგვისტოს ინვოისები) = 48 712,70 ₾.
შენიშვნა: „შემოსავალი“ აქ მიღებული ფულია (ფულადი მეთოდი), „მომსახურება“ — გაწეული სერვისები. სექტემბერში მზღვეველებმა გადაიხადეს აგვისტოს ინვოისები, სექტემბრის 23 127,80 ₾ კი ოქტომბერში შემოვა.
ექიმები
თითო ექიმზე: ვიზიტები, პაციენტები, სერვისების რაოდენობა, ფასდაკლება, ჯამი, პაციენტის და დაზღვევის წილი; MED Clinic-ში — საკომისიოს % და თანხა (Start-ში: „ექიმების საკომისიოს ანგარიში — ხელმისაწვდომია MED Clinic-ში“). სტრიქონი ეკუთვნის ექიმს, რომელიც ვიზიტის სტრიქონზე წერია (ჩვეულებრივ — ვიზიტის ექიმს).

სერვისები და დაზღვევა
- „სერვისები“ — თითო სერვისი (კოდი, კატეგორია, რაოდენობა, ჯამი, პაციენტის და დაზღვევის წილი) და კატეგორიები ფერადი ზოლებით.
- „დაზღვევა“ — თითო მზღვეველი: ვიზიტები, პაციენტები, ჯამი, მზღვეველის და პაციენტის წილი, ინვოისში შესული, მისაღები, მიღებული, ჩამოწერილი.

დატვირთვა (MED Pro)
რამდენად იყო დაკავებული ექიმების სამუშაო დრო: დატვირთვა (ჩაწერების დრო / სამუშაო საათები), ჩაწერა, არ გამოცხადდა (%). ცხრილში — თითო ექიმი: დატვირთვის ზოლი, სამუშაო და ჩაწერილი საათები, ჩაწერები, ვიზიტები, ონლაინ ჩაწერები. მარჯვნივ — „ჩაწერები — კვირის დღე × საათი“: რომელ საათებშია კლინიკა ყველაზე დატვირთული.

შემოსავალი
„შემოსავალი“ — ჯამი დაჯგუფებით: განყოფილება (Pro), ექიმი, სერვისი, კატეგორია, მზღვეველი, ფილიალი (Pro); გრაფიკი, წილი %-ით და Excel.

პაციენტები (MED Pro)
ვიზიტით მოსული პაციენტები: ახალი (პირველი ვიზიტი ამ პერიოდში) და განმეორებითი, ვიზიტი პაციენტზე, არ გამოცხადდა; გრაფიკი დღეების მიხედვით; ასაკობრივი ჯგუფები და სქესი.

ლაბორატორია, ხარჯები, ექსპორტი
- „ლაბორატორია“ (Clinic) — დანიშნულებები, საშუალო დრო პასუხამდე, ნორმიდან გადახრილი შედეგები (%), კვლევები რაოდენობით და თანხით, გარე ლაბორატორიაში გაგზავნილი.
- „ხარჯები“ — პერიოდის ხარჯების ჟურნალი და კატეგორიები (ხარჯი იწერება გვერდზე „ხარჯები“).
- „ექსპორტი“ (Clinic) — ყველა პაციენტი და ყველა ვიზიტი (პერიოდით) Excel-ში: ბუღალტრისთვის, ანალიტიკისთვის ან სხვა სისტემაში გადასატანად. ყოველი ექსპორტი აუდიტში იწერება.

„საკომისიო → ხელფასი“ — თავი ექიმის თვის გამომუშავება.
შენიშვნა: ანგარიშები ითვლის ვიზიტების და გადახდების მიხედვით; კლინიკის მოგება (შემოსავალი მინუს ხელფასები, ქირა, მასალები) აქ არ ჩანს — ის ბუღალტერიის ანგარიშგებაშია (თავი ბუღალტერია). მზა სახელმწიფო სტატისტიკური ფორმები (მაგ. წლიური) — თავი HMIS, EHR და ელ. რეცეპტი.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.