Activi
Activi MED · თავი 10

ვიზიტი (ფორმა №025): სამედიცინო ჩანაწერი, დიაგნოზი დსკ-10-ით, სერვისები, დასრულება და ბეჭდვა

ამბულატორიული ვიზიტი Activi MED-ში: ვიზიტის გახსნა ჩაწერიდან ან ხელით, ჩივილები, ანამნეზი, ობიექტური მონაცემები, დიაგნოზი დსკ-10-ით, დანიშნულება; სერვისების დამატება, ფასდაკლება, დაზღვევის და პაციენტის წილი; დასრულება, ხელახლა გახსნა, გაუქმება; ვიზიტის A4 ფურცელი; ვინ რას ავსებს.

ვიზიტი არის პაციენტის ერთი მოსვლა ექიმთან — ამბულატორიული ვიზიტი (ფორმა №025): ვინ, რომელ ექიმთან, როდის; რას უჩივის, რა იპოვა ექიმმა, დიაგნოზი და რა სერვისები გაეწია. ვიზიტების სია — გვერდი „ვიზიტები“: პერიოდი, ექიმი, სტატუსი („მიმდინარე“, „დასრულებული“, „გაუქმებული“), ძებნა პაციენტით, პირადი ნომრით, დიაგნოზის კოდით ან #ნომრით, ზემოთ — ჯამები: მომსახურება, დაზღვევის წილი, პაციენტის წილი, გადახდილი, დავალიანება; „Excel“.

ვიზიტის გახსნა

  • ჩაწერიდან — „მოვიდა“ (კალენდარი ან „დღეს“): ვიზიტი იხსნება ჩაწერილი სერვისით, ექიმით და პაციენტის მზღვეველით. ეს ჩვეულებრივი გზაა.
  • ხელით — „ახალი ვიზიტი“ („დღეს“, „ვიზიტები“, პაციენტის ბარათი): პაციენტი (ან „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“), ექიმი, სერვისები → „შენახვა“ — „ვიზიტი #1143 შეიქმნა“. ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტისთვის.
ახალი ვიზიტი რეგისტრატურაში: პაციენტი, ექიმი, თარიღი, დაზღვევა, სერვისები და „გადახდა“
ახალი ვიზიტი რეგისტრატურაში: პაციენტი, ექიმი, თარიღი, დაზღვევა, სერვისები და „გადახდა“

ვიზიტის ფანჯარა

მარცხნივ — პაციენტი (პირადი ნომერი, ასაკი, ტელეფონი, სისხლის ჯგუფი, სტატუსი) და ალერგია წითლად; ველები „ექიმი ∗“, „თარიღი და დრო“, „დაზღვევა“ (ლიმიტით); ქვემოთ „სამედიცინო ჩანაწერი“. მარჯვნივ — „მომსახურება“: სერვისის ძებნა, დამატებული სტრიქონები და ჯამები.

ექიმის ღია ვიზიტი: სამედიცინო ჩანაწერი, სერვისი თანაგადახდით, ზოლი „ანალიზი · ფაილი · რეცეპტი · მიმართვა · ფორმა 100 · თანხმობა · გამოძახება“
ექიმის ღია ვიზიტი: სამედიცინო ჩანაწერი, სერვისი თანაგადახდით, ზოლი „ანალიზი · ფაილი · რეცეპტი · მიმართვა · ფორმა 100 · თანხმობა · გამოძახება“

სამედიცინო ჩანაწერი

ველირა იწერება
ჩივილებირას უჩივის პაციენტი
ანამნეზიდაავადების და ცხოვრების ანამნეზი
ობიექტური მონაცემებიგასინჯვა, წნევა, პულსი, კვლევების შედეგი
დიაგნოზი (დსკ-10)კოდი და ტექსტი — აკრიფეთ კოდი (I1) ან სიტყვა და აირჩიეთ სიიდან; ტექსტი შეგიძლიათ დააზუსტოთ
დანიშნულება / რეკომენდაცია / რეცეპტიმკურნალობა და რჩევები
შენიშვნადამატებითი
დიაგნოზის არჩევა: „I1“-ზე ჩნდება I10, I11.9…
დიაგნოზის არჩევა: „I1“-ზე ჩნდება I10, I11.9…

ვინ ავსებს: სამედიცინო ჩანაწერს წერს ვიზიტის ექიმი (საკუთარი ანგარიშით) ან ადმინისტრატორი / მენეჯერი. რეგისტრატორს ის დაკეტილი აქვს („— ავსებს ვიზიტის ექიმი“) — მას შეუძლია მხოლოდ ექიმის, დაზღვევის და სერვისების შეცვლა და გადახდის მიღება. სხვა ექიმის ვიზიტს ექიმი ვერ ცვლის (და, კლინიკის პარამეტრის მიხედვით, ვერც ხედავს).

სერვისები

  1. ძებნის ველში — „სერვისის ძებნა — კოდი ან დასახელება“; სიაში დააჭირეთ სერვისს (+). იგივე სერვისი მეორედ რაოდენობას ზრდის.
  2. თითო სტრიქონზე: „რაოდ.“, „ფასი“, „ფასდ. ₾“ და ქვემოთ ზოლი — „დაზღვევა 70% · 56,00 ₾“ / „პაციენტი 24,00 ₾“.
  3. ✕ — სტრიქონის მოშორება.

ქვემოთ ჯამები: „ჯამი“, „ფასდაკლება“, „დაზღვევა — …“, საჭიროებისას „ლიმიტს ზემოთ პაციენტზე გადავიდა“, „პაციენტის წილი“, „გადახდილი“, „დავალიანება“. ზუსტად ასე დაითვლის სერვერიც (თავი დაზღვევა და თანაგადახდა).

ფასდაკლება და კატალოგზე დაბალი ფასი საჭიროებს უფლებას „ფასდაკლება გაყიდვისას“ („ფასდაკლების უფლება არ გაქვთ“); ექიმს ნაგულისხმევად ეს უფლება არ აქვს.

ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც ღია ვიზიტიდან დაინიშნა, ვიზიტს თავად ემატება სერვისად — დაზღვევის წილით (თავი ლაბორატორია).

ღილაკები

ღილაკირას აკეთებს
შენახვაინახავს ჩანაწერს და სერვისებს
დასრულებავიზიტი „დასრულებულია“: სერვისები აღარ იცვლება, ჩაწერა „დასრულდა“, ვიზიტი შედის საკომისიოში და სადაზღვევო ინვოისში. საჭიროა მინიმუმ ერთი სერვისი
გადახდა · 24,00 ₾რეგისტრატორისთვის — პაციენტის წილის მიღება (თავი სალარო)
A4ვიზიტის ფურცლის ბეჭდვა
ხელახლა გახსნადასრულებულ ვიზიტზე (ადმინისტრატორი, მენეჯერი) — თუ ის ინვოისში ჯერ არ შესულა
გაუქმებაუფლებით „შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება“: „გადახდის მქონე ვიზიტი არ უქმდება“

სამედიცინო ჩანაწერი (ჩივილები, დიაგნოზი, დანიშნულება) დასრულების შემდეგაც იცვლება და ინახება — სერვისები და თანხები კი არა. ინვოისში შესული ვიზიტი („შესულია ინვოისში MED-2026-0004“) აღარც იხსნება და აღარც უქმდება.

შეცდომები: „დაამატეთ მინიმუმ ერთი სერვისი“; „დასრულებულ ვიზიტში სერვისები არ იცვლება — ჯერ გახსენით ხელახლა“; „ვიზიტზე უკვე გადახდილია 41,00 ₾ — ახალი ჯამი ამაზე ნაკლებია. ჯერ დააბრუნეთ გადახდა“; „ვიზიტზე გადახდაა — ჯერ დააბრუნეთ გადახდა“.

ვიზიტის ფურცელი (A4)

„A4“ → „ამბულატორიული ვიზიტის ფურცელი · ფორმა №025“: კლინიკის თავფურცელი, პაციენტი, დაბადება, სქესი, ექიმი, დაზღვევა და პოლისი, ალერგია, ჩივილები, ანამნეზი, ობიექტური მონაცემები, დიაგნოზი, დანიშნულება; სერვისების ცხრილი კოდით, ფასით, დაზღვევის და პაციენტის წილით; „პაციენტის წილი · გადახდილი · დავალიანება“ და ხელმოწერის ადგილები (ექიმი, პაციენტი) → „ბეჭდვა“.

ვიზიტის A4 ფურცელი: სამედიცინო ჩანაწერი და სერვისები დაზღვევის წილით
ვიზიტის A4 ფურცელი: სამედიცინო ჩანაწერი და სერვისები დაზღვევის წილით

შენიშვნა: ვიზიტის ფორმა ერთია ყველა სპეციალობისთვის (ჩივილები, ანამნეზი, ობიექტური, დიაგნოზი, დანიშნულება). სპეციალობის საკუთარი შაბლონები (მაგ. გინეკოლოგიური ან ოფთალმოლოგიური გასინჯვის ველები), ერთ ვიზიტზე რამდენიმე დიაგნოზი, ვიტალური ნიშნების ცალკე ველები და სტაციონარის ისტორია (ფორმა 066) 2.38-ში არ არის. ექიმი მათ ტექსტად წერს „ობიექტურ მონაცემებში“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.