Activi
Activi MED · თავი 31

ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება

Activi MED — პრობლემების მოგვარება: ექიმი ვერ ხსნის ვიზიტს, სხვა ექიმის ჩანაწერი არ ჩანს, ორჯერ დარეგისტრირებული პაციენტი, დაზღვევამ არ ჩაითვალა, ლიმიტი, ვიზიტი არ შედის ინვოისში, გადახდის გაუქმება, ავანსი, ანალიზი არ დაემატა ანგარიშს, ფაილები და ბექაპი, SMS არ იგზავნება, HMIS, დაკეტილი ნაწილი და სხვა.

თუ პრობლემა აქ აღწერილი არ არის, გამოიყენეთ ღილაკი „დახმარება“ (თავი დახმარება და Activi Remote).

ექიმები და ვიზიტები

ექიმი ვერ ქმნის ვიზიტს: „თქვენი ანგარიში ექიმის ბარათზე არ არის მიბმული“

ექიმის ანგარიში ექიმის ბარათს უნდა მიებას: „კლინიკის პარამეტრები“ → „ექიმები“ → ექიმი → „პროგრამის ანგარიში“ → თანამშრომელი → „შენახვა“ (თავი ექიმები და სამუშაო საათები).

ექიმი სხვა ექიმის ვიზიტის დიაგნოზს ვერ ხედავს — „სხვა ექიმის ვიზიტი“

ასეა დაყენებული: „კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ → „სამედიცინო ჩანაწერებზე წვდომა“ → „ექიმი — მხოლოდ თავის პაციენტებს“. თუ კლინიკაში ექიმები ერთმანეთის ჩანაწერებს უნდა ხედავდნენ, აირჩიეთ „ექიმები — ყველა ჩანაწერს“ (ცვლის მაინც მხოლოდ ვიზიტის ექიმი). ალერგია, სისხლის ჯგუფი და ქრონიკული დაავადებები ყველას უჩანს.

რეგისტრატორი ვერ წერს ჩივილებს და დიაგნოზს

სამედიცინო ჩანაწერს წერს ვიზიტის ექიმი (ან ადმინისტრატორი / მენეჯერი) — „ავსებს ვიზიტის ექიმი“. რეგისტრატორი ხსნის ვიზიტს, ამატებს სერვისებს და იღებს გადახდას.

დასრულებულ ვიზიტს სერვისი ვერ დავამატე

„დასრულებულ ვიზიტში სერვისები არ იცვლება — ჯერ გახსენით ხელახლა“: ადმინისტრატორი ან მენეჯერი — „ხელახლა გახსნა“. თუ ვიზიტი უკვე სადაზღვევო ინვოისშია, ჯერ ინვოისი უნდა წაიშალოს (თუ გადახდილი არ არის). დიაგნოზი და ჩანაწერი დასრულების შემდეგაც იცვლება.

ვიზიტი ვერ ვაუქმებ: „ვიზიტზე გადახდაა — ჯერ დააბრუნეთ გადახდა“

ჯერ გააუქმეთ გადახდა (ბარათი → „გადახდები“ → „გაუქმება“, უფლებით „გაყიდვის დაბრუნება“), მერე ვიზიტი.

ერთ ვიზიტზე ორი დიაგნოზი შეიძლება?

ცალკე ველი ერთია (კოდი და ტექსტი). მეორე დიაგნოზი ჩაწერეთ ტექსტში ან „შენიშვნაში“. რამდენიმე დიაგნოზის ცალ-ცალკე აღრიცხვა 2.38-ში არ არის.

პაციენტები

ერთი პაციენტი ორჯერ დარეგისტრირდა

ორი ბარათის გაერთიანება 2.38-ში არ არის. თუ მეორე ბარათს ჯერ ვიზიტი და გადახდა არ აქვს, ადმინისტრატორი ან მენეჯერი მას წაშლის (უფლებით „ჩანაწერების წაშლა“). წინააღმდეგ შემთხვევაში დაუკავშირდით მხარდაჭერას. რეგისტრაციისას ყოველთვის შეხედეთ სიას „უკვე რეგისტრირებულია“.

„RS“ ღილაკი პაციენტის სახელს ვერ პოულობს

RS.ge-დან სახელი მოიძებნება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი გადამხდელად არის რეგისტრირებული და RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი შეყვანილია პარამეტრებში. ბავშვზე და ბევრ სხვაზე პასუხია „ამ ს/კ-ზე გადამხდელი ვერ მოიძებნა“ — სახელი ხელით ჩაწერეთ.

უცხოელი პაციენტი პირადი ნომრის გარეშე

ჩართეთ „უცხო ქვეყნის მოქალაქე (პასპორტით)“ და ჩაწერეთ პასპორტის ნომერი.

დაზღვევა და ფული

დაზღვევამ არაფერი დაფარა

შეამოწმეთ: ვიზიტში არჩეულია თუ არა მზღვეველი („დაზღვევა“); მოქმედებს თუ არა ხელშეკრულება ვიზიტის თარიღზე („ხელშეკრულება ამ თარიღზე არ მოქმედებს“); ხომ არ არის წესი 0% ამ სერვისზე ან კატეგორიაზე (მაგ. ფიზიოთერაპია). პაციენტის ბარათში დაზღვევის შეცვლა უკვე გახსნილ ვიზიტს არ ცვლის — ვიზიტშიც აირჩიეთ.

რატომ იხდის პაციენტი მეტს, ვიდრე პროცენტით გამოდის?

მზღვეველს აქვს „ლიმიტი ერთ ვიზიტზე“ — ზედმეტი პაციენტზე გადადის, სტრიქონების პროპორციით („ლიმიტს ზემოთ პაციენტზე გადავიდა“). მაგალითი — თავი დაზღვევა და თანაგადახდა.

ვიზიტი სადაზღვევო ინვოისში არ მოხვდა

ინვოისში შედის მხოლოდ დასრულებული ვიზიტი, ამ მზღვეველით, 0-ზე მეტი წილით, არჩეულ პერიოდში და რომელიც ჯერ სხვა ინვოისში არ არის. დაასრულეთ ვიზიტი და შექმენით ახალი ინვოისი იმავე პერიოდზე — მხოლოდ დარჩენილები შევა.

მზღვეველმა ინვოისზე ნაკლები გადმორიცხა

„გადახდილია“ → „მიღებული თანხა“ — რეალური თანხა; სხვაობა ჩამოიწერება და პაციენტზე არ გადადის (თავი სადაზღვევო ინვოისები).

გადახდა შეცდომით მივიღე (სხვა თანხა / მეთოდი)

ბარათი → „გადახდები“ → სტრიქონზე „გაუქმება“ (ადმინისტრატორი ან მენეჯერი) — ჩეკი ბრუნდება, ვიზიტი ისევ ვალშია; შემდეგ მიიღეთ სწორად.

პაციენტს ავანსი უკან უნდა დავუბრუნო

გამოუყენებელი ავანსის გადახდა გააუქმეთ (ჩეკი დაბრუნდება). ნაწილობრივ გამოყენებული ავანსის ნაშთის დაბრუნება 2.38-ში პირდაპირ არ კეთდება — ნაღდი გაეცით „ნაღდის გატანით“ და ბუღალტერს შეატყობინეთ.

Z-რეპორტის „ბარათი“ ტერმინალის ამონაწერს არ ემთხვევა

კლინიკის გადმორიცხვები (პაციენტის და მზღვეველის) X/Z-რეპორტში „ბარათის“ სტრიქონშია. ზუსტი დაყოფა — „ანგარიშები“ → „დღის სვოდკა“.

ლაბორატორია და ფაილები

ანალიზი ვიზიტის ანგარიშზე არ დაემატა

ანგარიშზე ემატება მხოლოდ ღია ვიზიტიდან დანიშნული ანალიზი. დასრულებულ ვიზიტზე ჯერ „ხელახლა გახსნა“, ან ანალიზი ხელით დაამატეთ სერვისად.

ლაბორანტი პაციენტის ბარათს ვერ ხსნის

ასეა შექმნილი: ლაბორანტი ხედავს მხოლოდ ლაბორატორიის სამუშაო სიას და შედეგებს.

ფაილები ბექაპის აღდგენის შემდეგ არ იხსნება — „ფაილი დისკზე ვერ მოიძებნა“

ფაილები (med-docs) ბექაპში არ შედის. დააკოპირეთ med-docs საქაღალდე ძველი კომპიუტერიდან ან თქვენი ასლიდან ბაზის საქაღალდეში (თავი ბექაპი).

DICOM ფაილი სურათს არ აჩვენებს

ჩაშენებული მნახველი ხატავს მხოლოდ შეკუმშვის გარეშე შენახულ შავ-თეთრ სურათს. შეკუმშული DICOM-ისთვის — „ჩამოტვირთვა“ და DICOM პროგრამა.

SMS, ონლაინ ჩაწერა, HMIS

SMS შეხსენებები არ იგზავნება

შეამოწმეთ: „SMS ჩართულია“ და პროვაიდერი შევსებულია („სატესტო SMS“); პაციენტს ჩართული აქვს „SMS შეხსენება ვიზიტამდე“ და მობილური ნომერი აქვს; ღამის საათები (21:00–09:00) — დილას წავა; თვის ლიმიტი; ჟურნალში — „ვერ გაიგზავნა“ და პროვაიდერის პასუხი. მთავარ კომპიუტერზე ინტერნეტი უნდა იყოს.

ონლაინ ჩაწერის გვერდზე ექიმი ან დრო არ ჩანს

ექიმი და მისი სერვისი უნდა იყოს მონიშნული „ექიმები / სერვისები გვერდზე“; ექიმს სამუშაო საათები სჭირდება; დრო ჩანს „დღე წინასწარ“ ფარგლებში და „მინ. წინასწარ“-ის შემდეგ.

შეიძლება HMIS-ში ან EHR-ში გაგზავნა Activi-ის წვდომით?

არა. სახელმწიფო სისტემები ირთვება მხოლოდ კლინიკის საკუთარი ოფიციალური წვდომით (თავი HMIS, EHR და ელ. რეცეპტი); EHR და ელ. რეცეპტის კონექტორები ჯერ გადამოწმებული არ არის.

ლიცენზია და პაკეტი

ღილაკზე წერია „MED Clinic“ და არ იხსნება

ეს ნაწილი თქვენს პაკეტში არ შედის („ხელმისაწვდომია MED Clinic-ში“). პაკეტის შესაცვლელად დაუკავშირდით Activi-ს; შეცვლის შემდეგ — „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „გადამოწმება“ (თავი პაკეტები).

ახალ კომპიუტერზე: „ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“

სამუშაო ადგილები შევსებულია. მოხსენით აღარ გამოყენებული კომპიუტერი („პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „კომპიუტერები“ → „მოხსნა“) ან დაამატეთ ადგილი ლიცენზიაში.

რა არ არის 2.38-ში

სტაციონარი, აფთიაქი, რიგის ეკრანი?

სტაციონარი (ფორმა 066, საწოლები), აფთიაქი (მედიკამენტების გაყიდვა), პაციენტების რიგის ეკრანი და ხმოვანი გამოძახება, ტელემედიცინა, პაციენტის პირადი კაბინეტი, ლაბორატორიული ანალიზატორების მიერთება, PACS და სპეციალობის შაბლონები Activi MED 2.38-ში არ არის. სტომატოლოგიისთვის — ცალკე პროდუქტი Activi Dent; რიგისთვის — Activi Queue.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.