Activi
Activi MED · თავი 5

ექიმები: ბარათი, საკომისიო, სამუშაო საათები, შვებულება, ხელმოწერა და ბეჭედი

ექიმის დამატება Activi MED-ში: სპეციალობა, განყოფილება, კაბინეტი, ვიზიტის ხანგრძლივობა, საკომისიოს %, პროგრამის ანგარიშთან მიბმა, ფერი და ონლაინ ჩაწერა; კვირის სამუშაო საათები კაბინეტებით, შვებულება და სხვა საათები, ხელმოწერა და პირადი ბეჭედი ფორმებისთვის.

ექიმები იმართება გვერდზე „კლინიკის პარამეტრები“ → „ექიმები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი). სიაში ჩანს თითოეულის სპეციალობა, განყოფილება და კაბინეტი, საკომისიოს %, პროგრამის ანგარიში, „ონლაინ“ და ვიზიტების რაოდენობა.

ექიმების სია: სპეციალობა, განყოფილება / კაბინეტი, საკომისიო, პროგრამის ანგარიში, ონლაინ, ვიზიტები
ექიმების სია: სპეციალობა, განყოფილება / კაბინეტი, საკომისიო, პროგრამის ანგარიში, ონლაინ, ვიზიტები

შენიშვნა: ექიმი (კალენდრის სვეტი, ვიზიტის ექიმი, საკომისიოს მიმღები) და პროგრამის ანგარიში (სახელი და პაროლი შესასვლელად) სხვადასხვა რამეა. ჯერ შექმენით თანამშრომელი როლით „ექიმი“ (თავი თანამშრომლები და როლები), შემდეგ ექიმის ბარათში მიაბით. ექიმი, რომელიც პროგრამაში არ შედის (მაგ. გარე კონსულტანტი), ანგარიშის გარეშეც შეიძლება არსებობდეს — მისი ვიზიტების ჩანაწერს მაშინ ადმინისტრატორი ან მენეჯერი ავსებს.

ახალი ექიმი

  1. „ახალი ექიმი“.
  2. „სახელი და გვარი ∗“, „სერტიფიკატი / ლიცენზია №“ (იბეჭდება რეცეპტზე).
  3. „სპეციალობა“, „განყოფილება“, „კაბინეტი“ — სიებიდან (თავი კლინიკის პარამეტრები).
  4. „ვიზიტის ხანგრძლივობა“ — 10, 15, 20, 30, 40, 45 ან 60 წუთი: ამ ექიმის კალენდრის ბიჯი და ონლაინ ჩაწერის დრო.
  5. „საკომისიო % (მის სერვისებზე)“ — 0-დან 100-მდე (თავი ექიმის თვის გამომუშავება).
  6. „ტელეფონი“.
  7. „პროგრამის ანგარიში“ — თანამშრომელი, რომლითაც ექიმი შედის: „ექიმი, რომელიც პროგრამაში შედის, ხედავს თავის კალენდარს, ვიზიტებს და ავსებს სამედიცინო ჩანაწერს“. ერთი ანგარიში ერთ ექიმზე მიება.
  8. „ფერი კალენდარში“, „ჩანს ონლაინ ჩაწერის გვერდზე“, „აქტიური“ → „შენახვა“.
ექიმის ბარათი: სერტიფიკატი, სპეციალობა, განყოფილება, კაბინეტი, ხანგრძლივობა, საკომისიო 35%, პროგრამის ანგარიში
ექიმის ბარათი: სერტიფიკატი, სპეციალობა, განყოფილება, კაბინეტი, ხანგრძლივობა, საკომისიო 35%, პროგრამის ანგარიში

წაშლა: ვიზიტების ან ჩაწერების მქონე ექიმი არ იშლება — მხოლოდ გამოირთვება („ვიზიტების მქონე ექიმი მხოლოდ გამოირთვება“), რომ ისტორიაში მისი სახელი დარჩეს. გამორთული ექიმი კალენდარში და ახალ ვიზიტში აღარ ჩანს.

სამუშაო საათები

ექიმის ბარათის ჩანართი „სამუშაო საათები“ — კვირის შაბლონი: ყოველ დღეს — საათები და კაბინეტი. დღე, რომელშიც ექიმი არ მუშაობს, აჩვენებს „არ მუშაობს“ და ღილაკს „+ სამუშაო დღე“; ერთ დღეს რამდენიმე „+ შუალედი“ შეიძლება (მაგ. 09:00–13:00 და 15:00–19:00, სხვადასხვა კაბინეტით). ბოლოს — „კვირის შენახვა“.

კარდიოლოგის კვირა: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს 10:00–17:00, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00–19:00, კაბინეტი 102
კარდიოლოგის კვირა: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს 10:00–17:00, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00–19:00, კაბინეტი 102

სანიმუშო კლინიკის გრაფიკი:

ექიმიდღეები და საათებიკაბინეტი
ნინო ბერიძე, თერაპევტიორშ–პარ 09:00–15:00, შაბ 10:00–14:00101
გიორგი მაისურაძე, კარდიოლოგიორშ, ოთხ, პარ 10:00–17:00; სამ, ხუთ 14:00–19:00102
თამარ ლომიძე, პედიატრიორშ–პარ 09:00–14:00, შაბ 10:00–13:00103
ეკატერინე ჩიქოვანი, გინეკოლოგისამ, ხუთ 10:00–18:00, შაბ 10:00–15:00104
ლევან კაპანაძე, ნევროლოგიორშ, ოთხ 12:00–19:00; პარ 12:00–17:00105
დავით ხუციშვილი, ექოსკოპისტიორშ–პარ 09:00–18:00201 — ექოსკოპია

თუ ექიმს შაბლონი საერთოდ არ აქვს, ჩანართში წერია „საათები არ არის მითითებული“: „ამ დრომდე ექიმი ითვლება მომუშავედ კლინიკის საათებში (09:00–19:00), ორშაბათიდან შაბათამდე“ — და ღილაკი „ორშ–პარ 09–18“, რომელიც სამუშაო დღეებს ერთბაშად ავსებს.

შვებულება და სხვა საათები

იმავე ჩანართის ქვედა ნაწილი — „გამონაკლისები (შვებულება, სხვა საათები)“:

  1. „დღიდან“ და (რამდენიმე დღისთვის) „დღემდე“ — მაქსიმუმ 92 დღე ერთად.
  2. „დასვენება“ — ექიმი ამ დღეებში არ მუშაობს; ან „სხვა საათები“ — მაგ. 10:00–13:00.
  3. „შენიშვნა“ (მაგ. „შვებულება“) → „+ დამატება“.
გინეკოლოგის შვებულება 13–17 ოქტომბერს: ხუთი დღე „დასვენება · შვებულება“
გინეკოლოგის შვებულება 13–17 ოქტომბერს: ხუთი დღე „დასვენება · შვებულება“

გამონაკლისი შაბლონს მხოლოდ იმ დღეს ცვლის; წაშლა — ნაგვის ურნა ჩიპზე. კალენდარში ასეთი დღე „დასვენებაა“, ხოლო ჩაწერა საათების გარეთ ხერხდება, მაგრამ გაფრთხილებით („ექიმს ამ დღეს სამუშაო საათები არ აქვს“ ან „ექიმის სამუშაო საათების გარეთ (10:00–13:00)“).

ყურადღება: შვებულების დამატება არ აუქმებს ამ დღეებზე უკვე არსებულ ჩაწერებს და არც პაციენტს აცნობებს. ჯერ ნახეთ კალენდარი (კვირის ხედი, ამ ექიმით) და ჩაწერები სხვა დღეზე ან სხვა ექიმზე გადაიტანეთ.

ხელმოწერა და ბეჭედი

ჩანართი „ხელმოწერა და ბეჭედი“ (MED Clinic): ორი ბარათი — „ხელმოწერა“ და „პირადი ბეჭედი“:

  • „სურათი“ — PNG ან JPG (გამჭვირვალე ფონით ჯობს), მაქსიმუმ 2 MB;
  • ან ხელმოწერა პირდაპირ ეკრანზე — ველი „ან მოაწერეთ ხელი აქ (პლანშეტზე — კალმით)“ → „ხელმოწერად შენახვა“.
ხელმოწერა და პირადი ბეჭედი: სურათი ან ხელმოწერა ეკრანზე
ხელმოწერა და პირადი ბეჭედი: სურათი ან ხელმოწერა ეკრანზე

ხელმოწერა და ბეჭედი იბეჭდება ექიმის მიერ გაცემულ ფორმებზე (IV-100/ა, IV-200-ა), რეცეპტზე, მიმართვაზე, თანხმობაზე და ანალიზის პასუხზე (თავი რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა, ფორმები). ხელმოწერას და ბეჭედს ცვლის ადმინისტრატორი ან მენეჯერი (ექიმს „კლინიკის პარამეტრები“ არ უჩანს — მოიწვიეთ ის ადმინისტრატორის კომპიუტერთან, ან ხელმოწერა სურათად მოიტანოს); ყოველი ცვლილება აუდიტში იწერება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.