Activi
Activi MED · თავი 27

ლიცენზია: საცდელი პერიოდი, კოდის მიბმა, პაკეტი, მოდულები, სამუშაო ადგილები

Activi MED-ის ლიცენზია: 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, პაკეტი (MED Start, MED Clinic, MED Pro), მოდულები „კლინიკა“ და „ბუღალტერია“, სამუშაო ადგილები, ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა და კომპიუტერის შეცვლა.

Activi MED ლიცენზიით მუშაობს, რომელიც კონკრეტულ კომპიუტერზეა მიბმული (ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).

საცდელი პერიოდი

დაყენებიდან 30 დღე პროგრამა სრულად მუშაობს ლიცენზიის გარეშე — ყველა პაკეტის ყველა ნაწილით (MED Pro-ს ჩათვლით), ბუღალტერიით და კომპიუტერების შეზღუდვის გარეშე. დარჩენილი დღეები ჩანს გვერდის თავში („საცდელი პერიოდი — დარჩა 24 დღე. გააქტიურეთ ლიცენზია.“) და შესვლის ფანჯარაში.

ლიცენზიის კოდის მიბმა

  1. „პარამეტრები“ → „ლიცენზია“.
  2. ბარათში „ლიცენზია და კლიენტის მიბმა“ → „ლიცენზიის კოდი“.
  3. „მიბმა და გააქტიურება“ (ინტერნეტი სჭირდება).
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი

მიბმის შემდეგ ჩანს: „კლიენტი“, „ს/კ“, „პაკეტი“, „პაკეტის დონე“ (MED Start / MED Clinic / MED Pro), „ვადა“, „სამუშაო ადგილები“, „ბოლო გადამოწმება“, „ჩართული მოდულები“, „ამ კომპიუტერის ID“; ღილაკები „გადამოწმება“, „კოდის შეცვლა“, „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“.

აქტიური ლიცენზია MED Start-ით: პაკეტის დონე, ვადა, 2 სამუშაო ადგილი; ინტერნეტის გარეშე — „ოფლაინ მუშაობა: დარჩა 7 დღე“
აქტიური ლიცენზია MED Start-ით: პაკეტის დონე, ვადა, 2 სამუშაო ადგილი; ინტერნეტის გარეშე — „ოფლაინ მუშაობა: დარჩა 7 დღე“

პაკეტი და მოდულები

  • პაკეტი (MED Start, MED Clinic, MED Pro) განსაზღვრავს, რომელი ნაწილი იხსნება — სრული სია თავში პაკეტები. პაკეტის შეცვლა ახალ კოდს არ ითხოვს: Activi ცვლის მას ლიცენზიაში, თქვენ კი დააჭირეთ „გადამოწმება“.
  • მოდული „კლინიკა“ — აუცილებელია Activi MED-ისთვის. თუ ლიცენზიაში არ არის, პროგრამა ამბობს „Activi MED თქვენს ლიცენზიაში არ შედის“.
  • მოდული „ბუღალტერია“ — თუ არ შედის, მენიუში ბუღალტერია არ ჩანს და ექიმების საკომისიო ხელფასში ვერ გადავა.

სამუშაო ადგილები

ადგილს იკავებს ყოველი მოწყობილობა, რომლითაც თანამშრომელი შედის — რეგისტრატურა, ექიმის კაბინეტი, ლაბორატორია, ტაბლეტი; მთავარი კომპიუტერი ყოველთვის ითვლება. ადგილი თავისუფლდება 30 დღის უმოქმედობის შემდეგ ან „მოხსნით“ (თავი ქსელი და ბაზები). ზედმეტ კომპიუტერზე შესვლის ფანჯარა წერს: „ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის — ლიცენზია 2 კომპიუტერზეა… დაამატეთ ადგილი ან მოხსენით ძველი კომპიუტერი (პარამეტრები → ლიცენზია)“.

ინტერნეტის გარეშე

პროგრამა ლიცენზიას ამოწმებს ჩართვისას და ყოველ 6 საათში. ინტერნეტის გარეშე მუშაობს იმდენ დღეს, რამდენსაც ლიცენზია უშვებს (ნაგულისხმევად 7 დღე); ვადის მოახლოებისას ჩნდება გაფრთხილება.

როცა ლიცენზია არ მოქმედებს

საცდელი პერიოდის ან ვადის გასვლისას, შეჩერებისას ან ოფლაინ ვადის ამოწურვისას პროგრამა იბლოკება — ყველა კომპიუტერზე. ადმინისტრატორი იქვე წერს კოდს; სხვები ხედავენ „მიმართეთ ადმინისტრატორს ან დაუკავშირდით მხარდაჭერას“. მონაცემები არ იშლება — ლიცენზიის აღდგენისთანავე ყველაფერი ადგილზეა.

რჩევა: კლინიკაში დაბლოკილი პროგრამა ნიშნავს, რომ ექიმი ბარათს ვერ ხსნის. ლიცენზიის განახლება დაგეგმეთ ვადამდე.

კომპიუტერის შეცვლა

ძველ კომპიუტერზე (ინტერნეტით) — „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი. ძველი თუ აღარ მუშაობს — დაგვიკავშირდით.

შეტყობინებარა ვქნათ
„ლიცენზიის სერვერთან კავშირი ვერ დამყარდა“შეამოწმეთ ინტერნეტი
„ლიცენზია სხვა მოწყობილობისთვის გაიცა“გაათავისუფლეთ ძველ კომპიუტერზე
„Activi MED თქვენს ლიცენზიაში არ შედის“ლიცენზიას კლინიკის მოდული არ აქვს
„ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“სამუშაო ადგილები შევსებულია
„ხელმისაწვდომია MED Clinic-ში“ეს ნაწილი თქვენს პაკეტში არ შედის

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.