პაკეტები MED Start, MED Clinic და MED Pro: რას ხსნის თითოეული
Activi MED-ის სამი პაკეტი და რა ნაწილი იხსნება თითოეულში: Start — პაციენტები, კალენდარი, ვიზიტი, დაზღვევა და სალარო; Clinic — ლაბორატორია, ფორმები, რეცეპტი, ფაილები, SMS, ონლაინ ჩაწერა, სადაზღვევო ინვოისები და საკომისიო; Pro — ფილიალები, ანალიტიკა, აუდიტის ექსპორტი, HMIS. როგორ ჩანს დაკეტილი ნაწილი.
Activi MED იყიდება სამ პაკეტად: MED Start, MED Clinic და MED Pro. პაკეტი ლიცენზიაშია ჩაწერილი და პროგრამა თავად წყვეტს, რომელი ნაწილი გაიხსნას. ფასები და კომპიუტერების რაოდენობა თითო პაკეტში — activi.ge/med.
შენიშვნა: საცდელ პერიოდში (30 დღე) და ლიცენზიით, რომელშიც პაკეტი საერთოდ არ წერია (ძველი ლიცენზიები), ყველაფერი ღიაა — Pro-ს ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს სურათები ასეთ პროგრამაშია გადაღებული; დაკეტილი ნაწილის სურათები ქვემოთაა.
რა არის თითოეულ პაკეტში
| ნაწილი | Start | Clinic | Pro |
|---|---|---|---|
| პაციენტების რეესტრი, რეგისტრაცია, სახელი RS.ge-დან, უცხოელი პასპორტით | ✓ | ✓ | ✓ |
| ელექტრონული ბარათი: ვიზიტები, სერვისები, გადახდები, ავანსები, ისტორია, პოლისები | ✓ | ✓ | ✓ |
| ექიმების კალენდარი (დღე / კვირა), სამუშაო საათები, შვებულება, კაბინეტები | ✓ | ✓ | ✓ |
| განყოფილებები, სპეციალობები, კაბინეტები | ✓ | ✓ | ✓ |
| ამბულატორიული ვიზიტი (ფორმა №025), დიაგნოზი დსკ-10-ით, ვიზიტის A4 ფურცელი | ✓ | ✓ | ✓ |
| სერვისები და ფასები, Excel-იდან იმპორტი | ✓ | ✓ | ✓ |
| დაზღვევა: თანაგადახდა, წესები კატეგორიით და სერვისით, ვიზიტის ლიმიტი | ✓ | ✓ | ✓ |
| სალარო: გადახდა, ავანსი, დავალიანება, გაუქმება; ინვოისი პაციენტზე ან კომპანიაზე | ✓ | ✓ | ✓ |
| ანგარიშები: დღის სვოდკა, ექიმები (საკომისიოს გარეშე), სერვისები, დაზღვევა, შემოსავალი (ექიმით, სერვისით, კატეგორიით, მზღვეველით), ხარჯები | ✓ | ✓ | ✓ |
| აუდიტის ჟურნალის ნახვა | ✓ | ✓ | ✓ |
| სადაზღვევო კომპანიის ინვოისი და ამონაწერი | — | ✓ | ✓ |
| ექიმების საკომისიო (ანგარიშში და ხელფასში) | — | ✓ | ✓ |
| ლაბორატორია: ცნობარი ნორმებით, დანიშნულება, შედეგები, შედეგის ფურცელი, ლაბორატორიის ანგარიში | — | ✓ | ✓ |
| ფაილები: სკანი, სურათი, PDF, DICOM | — | ✓ | ✓ |
| რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა ხელმოწერით, ფორმები IV-100/ა და IV-200-ა | — | ✓ | ✓ |
| ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი, კლინიკის ბეჭედი ამონაბეჭდებზე | — | ✓ | ✓ |
| განმეორებითი ვიზიტები (გამოძახება), SMS შეხსენებები და კამპანიები | — | ✓ | ✓ |
| ონლაინ ჩაწერა activi.ge-ზე | — | ✓ | ✓ |
| ექსპორტი: ყველა პაციენტი და ვიზიტი Excel-ში | — | ✓ | ✓ |
| ფილიალები ერთ ბაზაში | — | — | ✓ |
| შემოსავალი განყოფილებით და ფილიალით, ექიმების დატვირთვა, პაციენტების ანალიტიკა | — | — | ✓ |
| აუდიტის ჟურნალის ექსპორტი | — | — | ✓ |
| HMIS — ფორმა 025-ის გაგზავნა სამინისტროში (კლინიკის საკუთარი ანგარიშით) | — | — | ✓ |
| EHR და ელექტრონული რეცეპტის კონექტორები (კლინიკის საკუთარი წვდომით) | — | — | ✓ |
სამედიცინო მასალების საწყობი („მედიკამენტები / სახარჯი“, „მარაგი“), სალაროს დახურვა, თანამშრომლები, ქსელი, ბექაპი და ბუღალტერია (თუ ის ლიცენზიაშია) პაკეტზე არ არის დამოკიდებული.
ყურადღება: EHR-ისა და ელექტრონული რეცეპტის კავშირი პროგრამაში მომზადებულია, მაგრამ ოფიციალურ სპეციფიკაციასთან გადამოწმებული არ არის და ნაგულისხმევად გამორთულია. HMIS-თან და ამ სისტემებთან კავშირს კლინიკა რთავს მხოლოდ საკუთარი ოფიციალური წვდომით, Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად — თავი სახელმწიფო სისტემები.
როგორ ჩანს დაკეტილი ნაწილი
დაკეტილი ნაწილი მენიუდან არ ქრება — ჩანს, რას აკეთებს და რომელ პაკეტში იხსნება. ჩანართზე ან ღილაკზე ჩნდება ბოქლომიანი ნიშანი „MED Clinic“ ან „MED Pro“, გვერდზე კი ბარათი ტექსტით „ხელმისაწვდომია MED Clinic-ში — პაკეტის შესაცვლელად დაუკავშირდით Activi-ს (activi.ge/med)“.


ელექტრონულ ბარათში Start-ზე ჩანართები „ლაბორატორია“, „ფაილები“ და „დოკუმენტები“ დაკეტილია, ვიზიტის ფორმაში კი არ ჩანს ზოლი „რეცეპტი · მიმართვა · ფორმა 100 · თანხმობა · გამოძახება · ანალიზი · ფაილი“. დანარჩენი — რეგისტრაცია, კალენდარი, ვიზიტი, დიაგნოზი, დაზღვევა და გადახდა — Start-შიც სრულად მუშაობს.

თუ ვინმე დაკეტილ მოქმედებას მაინც სცდის (მაგ. ძველი ბმულით), პროგრამა უარს ამბობს შეტყობინებით „ხელმისაწვდომია MED Clinic-ში“ — მონაცემი არ იცვლება.
პაკეტის შეცვლა
პაკეტს ცვლის Activi ლიცენზიაში — ახალი კოდი საჭირო არ არის: „პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „გადამოწმება“, და ახალი ნაწილები მაშინვე იხსნება (თავი ლიცენზია). მონაცემები არ იკარგება არც პაკეტის გაზრდისას, არც შემცირებისას: თუ Clinic-იდან Start-ზე გადახვალთ, ლაბორატორიის შედეგები, ფაილები და ფორმები ბაზაში რჩება, მხოლოდ მათი გახსნა იკეტება.
რჩევა: დაიწყეთ საცდელი პერიოდით — ის ყველაფერს ხსნის. 30 დღეში ნახავთ, რომელ ნაწილებს იყენებს კლინიკა სინამდვილეში, და პაკეტს მერე აირჩევთ.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.