Activi
Activi MED · თავი 24

ბეჭდვა: რეკვიზიტები, ჩეკის პრინტერი, A4 დოკუმენტები და PDF, ბარათის ტერმინალი, ფისკალური აპარატი, RS.ge

მოწყობილობები და ბეჭდვა Activi MED-ში: კლინიკის რეკვიზიტები ჩეკზე, გადახდის მეთოდები და ავტომატური დახურვა, ჩეკის პრინტერი (USB, ქსელური, Windows), რა იბეჭდება A4-ზე და როგორ შევინახოთ PDF, ბარათის ტერმინალი, ფისკალური აპარატი და RS.ge.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრებში“ (ადმინისტრატორი), გარდა A4 ბეჭდვისა, რომელიც თითოეულ დოკუმენტთანაა.

რეკვიზიტები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ (კლინიკისთვისაც ასე ჰქვია):

  • „მაღაზიის დასახელება“ — კლინიკის სახელი; „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — ჩეკის, ინვოისის და ფორმების თავში;
  • „დღგ-ს გადამხდელი“ — სამედიცინო მომსახურება დღგ-სგან თავისუფალია („კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“), ამიტომ კლინიკის გადახდებზე დღგ არ იწერება;
  • „ჩეკის ბოლო ტექსტი“ (მაგ. „გისურვებთ ჯანმრთელობას!“);
  • „გადახდის მეთოდები“, „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“, „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“;
  • „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.

მარჯვნივ — „ჩეკის პრევიუ“. შეცვლის შემდეგ — „შენახვა“. იურიდიული დასახელება, ლიცენზიის ნომერი, დირექტორი, ბანკი, IBAN და ბეჭედი — „კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ (თავი კლინიკის პარამეტრები).

პარამეტრები → მაღაზია: კლინიკის სახელი, მისამართი, ს/კ, ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები და ჩეკის პრევიუ
პარამეტრები → მაღაზია: კლინიკის სახელი, მისამართი, ს/კ, ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები და ჩეკის პრევიუ

ჩეკის პრინტერი

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ → „ბეჭდვის რეჟიმი“:

რეჟიმიროგორ ბეჭდავსროდის
USB თერმული (პირდაპირ)პირდაპირ (ESC/POS), ფანჯრის გარეშეUSB პრინტერი რეგისტრატურის კომპიუტერზე
ქსელური (IP)ქსელით: „IP მისამართი“, „პორტი“ (9100)Ethernet / Wi-Fi პრინტერი
Windows-ის დრაივერითWindows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე, ბეჭდვის ფანჯრითჩვეულებრივი პრინტერი

USB და ქსელურში: „ქაღალდის სიგანე“ (58 / 80 მმ), „ჩეკის ავტომატური მოჭრა“, „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“, „ტესტური ბეჭდვა“, „უჯრის გახსნა“ → „შენახვა“.

ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში
ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში

ჩეკები: გადახდა („სამედიცინო მომსახურება — ვიზიტი #808 (მანანა გელაშვილი)“), ავანსი („ავანსი — …“), მზღვეველის ანაზღაურება, დაბრუნება, X / Z-რეპორტი.

A4 დოკუმენტები და PDF

A4-ზე იბეჭდება: ვიზიტის ფურცელი (ფორმა №025), რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა, ფორმა IV-100/ა, ფორმა IV-200-ა, ანალიზის პასუხი, ინვოისი პაციენტზე / კომპანიაზე, სადაზღვევო ინვოისი და ამონაწერი. თითოეული იხსნება გვერდად ღილაკებით:

  • „ბეჭდვა“ — Windows-ის ბეჭდვის ფანჯარა (აირჩიეთ A4 პრინტერი; ჩეკის პრინტერი აქ არ გამოდგება);
  • „PDF“ — მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაში: „PDF შენახულია: …“. ბრაუზერიდან — ბეჭდვის ფანჯარაში „Save as PDF“.

ფორმებზე და დოკუმენტებზე იბეჭდება ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი, კლინიკის ბეჭედი — თუ ისინი ატვირთულია (MED Clinic).

შენიშვნა: ელ-ფოსტით პაციენტისთვის დოკუმენტის ან პასუხის პირდაპირ გაგზავნა პროგრამიდან 2.38-ში არ არის — შეინახეთ PDF და გაგზავნეთ ჩვეულებრივი ფოსტით, დაცული არხით.

ბარათის ტერმინალები

ბარათი „გადახდის ტერმინალები“ → „ტერმინალის დამატება“:

  • „ტიპი“: „ხელით (ცალკე მდგარი)“ — თანხას რეგისტრატორი ტერმინალზე კრეფს და პროგრამაში ადასტურებს (სურვილისამებრ RRN / ავტორიზაციის კოდით); „ინტეგრირებული“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის;
  • „ბანკი“: საქართველოს ბანკი (BOG), თიბისი (TBC), კრედო, ლიბერთი, სხვა ან „სიმულატორი (ტესტი)“; „დასახელება“, „აქტიური“.

ინტეგრირებულისთვის: „აპარატის მოდელი“, „კავშირი“ (IP, COM ან DualConnector), „კავშირის შემოწმება“, „ტესტი 1 ₾“.

ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG
ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG

კლინიკის გადახდის ფანჯარაში მეთოდი „ბარათი“ ჩართულ ტერმინალზე მიდის; „გადმორიცხვა“ ტერმინალს არ იყენებს.

ფისკალური აპარატი

ბარათი „ფისკალური აპარატი“: „აპარატი“ (Daisy Expert, Daisy Expert SX, სხვა), „კავშირი“ (COM ან IP), „ოპერატორი“ და პაროლი, „კავშირის შემოწმება“, „ფისკალური ბეჭდვა ჩართულია“ → „შენახვა“. ჩართვის შემდეგ პაციენტის გადახდისა და ავანსის ჩეკი ფისკალურ აპარატზეც იბეჭდება, დაბრუნება — ფისკალური დაბრუნების ჩეკით; აპარატის საკუთარი „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ — იქვე.

ყურადღება: ფისკალური აპარატის პირველი ჩართვა გააკეთეთ Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად და შეამოწმეთ სატესტო ჩეკზე. სამედიცინო მომსახურება დღგ-სგან თავისუფალია — შეამოწმეთ, რომელი დღგ-ს ჯგუფით ბეჭდავს მას თქვენი აპარატი. მზღვეველის ანაზღაურება ფისკალურ აპარატზე არ იბეჭდება.

RS.ge

ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „შენახვა“, „კავშირის შემოწმება“. კლინიკაში ის გამოიყენება:

  • პაციენტის სახელის მოსაძებნად პირადი ნომრით (ღილაკი „RS“ რეგისტრაციისას);
  • მედიკამენტებისა და მასალების მიღების ზედნადებებისთვის და ბუღალტერიისთვის (თუ ის ლიცენზიაშია).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.