პროგრამის ფანჯარა: მენიუ, გვერდი „დღეს“, რას ხედავს რეგისტრატორი, ექიმი, ექთანი და ლაბორანტი
Activi MED-ის მთავარი ფანჯარა: გვერდითა მენიუ ჯგუფებით და რომელ გვერდს ხედავს ადმინისტრატორი, მენეჯერი, რეგისტრატორი, ექიმი, ექთანი და ლაბორანტი; გვერდი „დღეს“, ზედა ზოლი, მუქი თემა, სრული ეკრანი, მალსახმობები და პროგრამის დრო.
ამ თავში აღწერილია მთავარი ფანჯარა: სად რა არის, რას ხედავს თითოეული როლი და როგორ მოვარგოთ ფანჯარა სამუშაოს.
გვერდითა მენიუ
მენიუ ჯგუფებადაა დაყოფილი. რომელ პუნქტს ხედავს თანამშრომელი, დამოკიდებულია მის როლზე და ადმინისტრატორის მიერ მიცემულ წვდომაზე (თავი თანამშრომლები და როლები):
| ჯგუფი | გვერდი | რისთვისაა | ვინ ხედავს |
|---|---|---|---|
| მთავარი | დღეს | დღის განრიგი, მიმდინარე ვიზიტები, დღის ფული, დებიტორები | ყველა, ლაბორანტის გარდა |
| მთავარი | პაციენტები | რეესტრი, რეგისტრაცია, ელ. ბარათი | ყველა, ლაბორანტის გარდა |
| მთავარი | ვიზიტები | ვიზიტები პერიოდით, ექიმით, სტატუსით, დიაგნოზით | ყველა, ლაბორანტის გარდა |
| მთავარი | კალენდარი | ექიმების დღე და კვირა, ჩაწერა | ყველა, ლაბორანტის გარდა |
| მთავარი | ლაბორატორია | დანიშნულებები, ნიმუშები, შედეგები, ცნობარი | ყველა |
| კომუნიკაცია | ონლაინ ჩაწერა, SMS / შეხსენებები | activi.ge-ს მოთხოვნები; შეხსენებები, გამოძახებები, კამპანიები | ადმინისტრატორი, მენეჯერი, რეგისტრატორი |
| ფინანსები | გადახდები / დებიტორები | გადახდები, ვინ რამდენს გვმართებს, ავანსები, ინვოისები | ადმინისტრატორი, მენეჯერი, რეგისტრატორი |
| ფინანსები | ჩეკები, სალაროს დახურვა | ყველა ჩეკი; X/Z-რეპორტი, ნაღდის შემოტანა/გატანა | ადმინისტრატორი, მენეჯერი, რეგისტრატორი |
| მენეჯმენტი | სერვისები, დაზღვევა, კლინიკის პარამეტრები | ფასები; მზღვეველები და ინვოისები; კლინიკა, ორგანიზაცია, ექიმები, დსკ-10 | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| მენეჯმენტი | მედიკამენტები / სახარჯი, მარაგი, მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტები, ხარჯები | სამედიცინო მასალების საწყობი და ხარჯები | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| ანალიტიკა | ანგარიშები, აუდიტი, HMIS (სამინისტრო) | ანგარიშები და საკომისიო; ვინ რა ნახა; ფორმა 025 სამინისტროსთვის | ადმინისტრატორი, მენეჯერი |
| ბუღალტერია | ბუღალტერია და მისი გვერდები | ჩანს, თუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის) | ბუღალტერიის უფლებით |
| სისტემა | თანამშრომლები, პარამეტრები | ანგარიშები და პროგრამის პარამეტრები | ადმინისტრატორი |
| სისტემა | ჩემი პროფილი | საკუთარი პაროლი და სესიები | ყველა |

მენიუს ბოლოში ჩანს კლინიკის სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „ქსელის ბაზა · …“) და ვერსიის სტრიქონი „Activi MED v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ახალ ვერსიას ამოწმებს (თავი განახლებები).
ექიმის, ექთნისა და ლაბორანტის ხედი
- ექიმი ხედავს მხოლოდ: „დღეს“, „პაციენტები“, „ვიზიტები“, „კალენდარი“, „ლაბორატორია“ და „ჩემი პროფილი“. „დღეს“ გვერდზე სათაურია „გამარჯობა, გიორგი“, ჩანს მხოლოდ მისი ჩაწერები და ვიზიტები, ფულის ციფრები და დებიტორები კი არა. კალენდარში — მხოლოდ მისი სვეტი.
- ექთანი ხედავს იმავე გვერდებს, რაც ექიმი, მაგრამ ყველა ექიმის კალენდარს; შეუძლია ჩაწერა, რეგისტრაცია და ნიმუშის აღება. ფულს არ ეხება.
- ლაბორანტი ხედავს მხოლოდ „ლაბორატორიას“ და „ჩემ პროფილს“ — პაციენტის ბარათი და კალენდარი მისთვის დახურულია.


მენიუს ჩაკეცვა
ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის: სრული (ხატულები და წარწერები), ხატულები (ვიწრო ზოლი — კალენდარს მეტი ადგილი რჩება) და დამალული (ზედა ზოლში ჩნდება ☰ „მენიუ“). არჩეული მდგომარეობა ამ კომპიუტერზე ინახება.
ზედა ზოლი
მარცხნიდან მარჯვნივ:
- გვერდის სათაური — სად იმყოფებით;
- საათი და თარიღი — პროგრამის დრო (ზუსტი დროის სერვერით შემოწმებული, იხ. ქვემოთ);
- დახმარება (სამაშველო რგოლის ხატულა) — შეტყობინება მხარდაჭერისთვის (თავი დახმარება);
- თემის შეცვლა (მთვარე / მზე) — მუქი და ღია თემა;
- თქვენი სახელი და როლი — დაჭერით იხსნება „ჩემი პროფილი“;
- გასვლა — სისტემიდან გამოსვლა.
ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდის ან ლიცენზიის ვადის შესახებ („საცდელი პერიოდი — დარჩა 24 დღე“) და ახალი ვერსიის შესახებ.
გვერდი „დღეს“
რეგისტრატურის მთავარი გვერდი (სათაური „დღეს კლინიკაში“). ზემოთ — სამი ღილაკი: „ახალი პაციენტი“, „ჩაწერა“ (კალენდარზე გადადის) და „ახალი ვიზიტი“, ქვემოთ — ძებნა: „პაციენტის ძებნა — პირადი ნომერი, სახელი, გვარი ან ტელეფონი“. პირველი ასოდან ან ციფრიდან ჩნდება ნაპოვნი პაციენტები; დაჭერა ხსნის ბარათს.
ოთხი ბარათი:
| ბარათი | რას აჩვენებს (2 ოქტომბერი, 11:46) |
|---|---|
| დღევანდელი ჩაწერები | 20 — „3 მიღებული · 14 მოლოდინში“ |
| მიმდინარე ვიზიტები | 3 — „შემდეგი 11:40 — ვახტანგ გოგოლაძე“ |
| დღის შემოსავალი | 183,00 ₾ — „ნაღდი 73,00 ₾ · ბარათი 110,00 ₾“ |
| პაციენტების დავალიანება | 511,00 ₾ — „8+ მოვალე · დღეს 6 ვიზიტი“ |
ქვემოთ — „დღის განრიგი“ (ყველა დღევანდელი ჩაწერა დროით, ექიმით, სერვისით და სტატუსით; ჩაწერილზე — ღილაკი „მოვიდა“, ვიზიტიანზე — „ვიზიტი“), „ახლა მიმდინარე“ (ღია ვიზიტები და პაციენტის წილი), „დებიტორები“ და ბოლოს ნაღდი / ბარათი / გადმორიცხვა / ახალი პაციენტები. გვერდი თავისით ახლდება ყოველ წუთში — სხვა კომპიუტერიდან გაკეთებული ჩაწერა ერთ წუთში ჩნდება.
შენიშვნა: 2.38-ში „დღის განრიგში“ სტატუსი „ვიზიტზეა“ ტექნიკური სიტყვით ჩანს —
in_visit(იხ. რეგისტრატორის ხედის სურათი ზემოთ). ეს იგივე სტატუსია, რასაც კალენდარი „ვიზიტზეა“-ს უწოდებს.
მუქი თემა
ზედა ზოლის მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის ღილაკი — ღიას. პირველად პროგრამა Windows-ის პარამეტრს მიჰყვება, შემდეგ არჩეული თემა ამ კომპიუტერზე ინახება. იგივე გადამრთველია „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „თემა“.

სრული ეკრანი
შესვლის შემდეგ პროგრამა მთელ ეკრანს იკავებს; F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს. რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას, გამორთეთ „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“.
კლავიატურის მალსახმობები
| კლავიში | სად | რას აკეთებს |
|---|---|---|
F11 | ყველგან | სრული ეკრანი ჩართვა / გამორთვა |
Esc | ნებისმიერი ფანჯარა | ფანჯრის დახურვა (ერთმანეთზე გახსნილი ფანჯრები ერთად იხურება) |
Enter | შესვლა, გადახდის თანხა | შესვლა / გადახდის დადასტურება |
კალენდარი მაუსით (ან თითით) იმართება: ცარიელ უჯრაზე დაჭერა — ჩაწერა, ჩაწერის გადათრევა — სხვა დროზე ან ექიმზე გადატანა.
შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია; ენის ან შრიფტის ზომის ცალკე პარამეტრი არ არის.
პროგრამის დრო
ვიზიტის, გადახდის, ანალიზის და აუდიტის ჩანაწერების დრო პროგრამის საათით ითვლება, რომელიც ზუსტი დროის სერვერით მოწმდება (ნაგულისხმევად time.google.com, ყოველ 30 წუთში) — ასე ჩანაწერი სწორ დროს ატარებს მაშინაც, როცა კომპიუტერის საათი ჩამორჩება. „დღეს“ (დღის განრიგი, დღის შემოსავალი) ამ საათით განისაზღვრება. მდგომარეობა ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათში „დრო“: „პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“ და „წყარო“; იქვე — სხვა დროის სერვერი, „შემოწმება“ ან „გამორთვა“.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.