Activi
Activi Dent · თავი 35

ბუღალტერია: როგორ ტარდება გადახდა, ავანსი და განვადება, მასალების ჩამოწერა, ტექნიკოსის ხარჯი, მზღვეველის ანაზღაურება და საკომისიო

ჩაშენებული ბუღალტერია Activi Dent-ში მოკლედ: როდის ჩანს, როგორ ტარდება სტომატოლოგიური კლინიკის ფული (ვიზიტის გადახდა, ავანსი და განვადების შენატანი, ორთოდონტიის თვე, მზღვეველის ანაზღაურება, გაუქმება), მასალების ავტომატური ჩამოწერა, ტექნიკოსის ხარჯი, რა არ აღირიცხება ავტომატურად, საკომისიო ხელფასში, მენიუს გვერდები და ბუღალტრის ცალკე პროგრამა.

Activi Dent-ში ჩაშენებულია ბუღალტერია — ორმაგი ჩანაწერით. ყოველი გადახდა, ავანსი, შენატანი, მზღვეველის ანაზღაურება, გაუქმება, მასალების მიღება და ავტომატური ჩამოწერა, ტექნიკოსის ხარჯი და ნაღდის მოძრაობა თავისით ტარდება. ეს თავი მოკლე მიმოხილვაა; მოდულის სრული აღწერა — Activi ბუღალტერია.

როდის ჩანს

მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“ ჩანს საცდელ პერიოდში ყოველთვის, ლიცენზიით — თუ მასში შედის მოდული „ბუღალტერია“; თანამშრომელს — თუ აქვს უფლება „ბუღალტერია: ნახვა“ (ადმინისტრატორს და მენეჯერს — ნაგულისხმევად). სტომატოლოგებს, ასისტენტს და რეგისტრატორს ის არ უჩანს.

პირველად გახსნისას — „ორგანიზაციის დაყენება“: სახე, დასახელება და ს/კ, დღგ, ვალუტა, მარაგის მეთოდი, დაწყების თარიღი, ანგარიშთა გეგმა → „დაყენება“.

ბუღალტერია: ორგანიზაციის დაყენება და ძირითადი ციფრები
ბუღალტერია: ორგანიზაციის დაყენება და ძირითადი ციფრები

როგორ ტარდება კლინიკის ფული

ოპერაციადებეტიკრედიტი
ვიზიტის გადახდა ნაღდით (ვიზიტი #437, 95 ₾)1000 სალარო 954000 შემოსავალი 95
გადახდა ბარათით ან გადმორიცხვით1100 ბანკი4000 შემოსავალი
განვადების შენატანი / ავანსი (2 000 ₾ ბარათით)1100 ბანკი 2 0004000 შემოსავალი 2 000
ავანსიდან დაფარვა (პროცედურის შესრულებისას)— (ფული არ მოძრაობს, გატარება არ არის)
ორთოდონტიის თვის შენატანი1000 / 11004000 შემოსავალი
მზღვეველის ანაზღაურება1100 ბანკი4000 შემოსავალი
მასალის ჩამოწერა პროცედურაზე (თვითღირებულებით)5100 დანაკლისი და ჩამოწერა1300 სასაქონლო მარაგი
ტექნიკოსის ხარჯი („ხარჯი“ შეკვეთიდან, 260 ₾)6000 საოპერაციო ხარჯები 2601000 სალარო 260
გადახდის გაუქმებასაპირისპირო გატარება
საკომისიოხელფასის უწყისში — პრემია (თავი სტომატოლოგის თვის გამომუშავება)

სამედიცინო მომსახურება დღგ-სგან თავისუფალია — გატარებაში დღგ არ არის.

ყურადღება: კლინიკის ფული ფულადი მეთოდით ტარდება — შემოსავალი აღირიცხება, როცა ფული შემოვა. სტომატოლოგიაში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია: გეგმის პირველადი შენატანი და განვადება მაშინვე შემოსავალია, თუმცა სამუშაო (იმპლანტი, გვირგვინი) შეიძლება თვეების შემდეგ შესრულდეს. ავტომატურად არ აღირიცხება: - ავანსი ვალდებულებად (2150) — ის 4000-ზე ჯდება; - მზღვეველის წილი დასრულებული ვიზიტებიდან (მოთხოვნა) — მხოლოდ ანაზღაურებისას; - პაციენტის ვალი მოთხოვნად (1200); - ჩამოწერილი თანხა (მზღვეველმა რომ არ აანაზღაურა). თუ კლინიკა დარიცხვის მეთოდით აწარმოებს აღრიცხვას, ბუღალტერმა თვის ბოლოს ეს ხელით გაატაროს („სამეურნეო ოპერაციები“). საწყისი ციფრები — „ანგარიშები“ → „დღის სვოდკა“ (მიღებული ავანსი და ავანსიდან დაფარული), „დაზღვევა“, „დებიტორები“, „ავანსები“.

შენიშვნა: ტექნიკოსის ხარჯი ყოველთვის სალაროდან (1000) ტარდება. ბანკით გადახდილი ტექნიკოსის ანგარიში ბუღალტერიაში გაასწორეთ (თავი ტექნიკური ლაბორატორია). მასალების მიღება მომწოდებლისგან — ჩვეულებრივი შესყიდვაა (1300 / მომწოდებელი).

ყოველი გატარება ჩანს „ჟურნალში“: „გაყიდვა #401 — სტომატოლოგია — მკურნალობის გეგმა, პირველადი შენატანი, პაციენტი #229“, „ჩამოწერა #914 — სხვა (სტომატოლოგია — ვიზიტი #841, კომპოზიტური ბჟენი (ფოტოპოლიმერი) — კბ. 17 (MO))“, „ხარჯი — სტომატოლოგიური ლაბორატორია (DL-2026-0002 …)“.

ჟურნალი: მასალების ავტომატური ჩამოწერა ვიზიტებიდან — 5100 / 1300
ჟურნალი: მასალების ავტომატური ჩამოწერა ვიზიტებიდან — 5100 / 1300

მენიუს გვერდები

გვერდიმოკლედ
ბუღალტერიამიმოხილვა: ძირითადი ციფრები
რეალიზაცია, შესყიდვებიგაყიდვებისა და შესყიდვების ჟურნალები
სამეურნეო ოპერაციებიბუღალტრული დოკუმენტები (ხელით გატარებებისთვის)
ფული: სალარო და ბანკინაღდი და საბანკო ოპერაციები
ჟურნალი (გატარებები)ყველა გატარება
კონტრაგენტები და ვალებიდებიტორები და კრედიტორები (მომწოდებლები, ტექნიკოსები)
მარაგები, ძირითადი საშუალებებიმასალები; სავარძლები, რენტგენი, სკანერი
ხელფასი და დივიდენდიხელფასის უწყისები — სტომატოლოგების საკომისიოთი
გადასახადები და RS.geსაშემოსავლო, საპენსიო, ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები
ანგარიშგებაფინანსური ანგარიშგება

ბუღალტერიის პარამეტრები — „პარამეტრები“ → ჩანართი „ბუღალტერია“.

Activi ბუღალტერია სხვა კომპიუტერზე

თუ ბუღალტერი ცალკე პროგრამით — Activi ბუღალტერია — მუშაობს, მას შეუძლია კლინიკის ბუღალტერია ქსელით წაიკითხოს (მხოლოდ წაკითხვით): კლინიკის ადმინისტრატორი „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ბუღალტერიასთან დაკავშირება“ → „კოდის მიღება“ (მოქმედებს 10 წუთი), ბუღალტერი თავის პროგრამაში — „სერვისების ჩაბმა“ → „პროგრამის დაკავშირება“.

ბუღალტერიასთან დაკავშირებული კითხვებით: info@activi.ge ან კონტაქტის გვერდი.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.