Activi
Activi Dent · თავი 29

ბეჭდვა: რეკვიზიტები, ჩეკის პრინტერი, მკურნალობის გეგმა და სხვა A4 დოკუმენტები, PDF, ბარათის ტერმინალი, ფისკალური აპარატი

მოწყობილობები და ბეჭდვა Activi Dent-ში: კლინიკის რეკვიზიტები ჩეკზე, გადახდის მეთოდები, ჩეკის პრინტერი (USB, ქსელური, Windows), რა იბეჭდება A4-ზე — მკურნალობის გეგმა რუკით, იმპლანტის პასპორტი, ვიზიტის ფურცელი, ინვოისი — და როგორ შევინახოთ PDF, ბარათის ტერმინალი, ფისკალური აპარატი და RS.ge.

ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრებში“ (ადმინისტრატორი), გარდა A4 ბეჭდვისა, რომელიც თითოეულ დოკუმენტთანაა.

რეკვიზიტები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ (კლინიკისთვისაც ასე ჰქვია):

  • „მაღაზიის დასახელება“ — კლინიკის სახელი (მაგალითში — სტომატოლოგია „ქარვის ღიმილი“); „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — ჩეკის, ინვოისის, გეგმის და ფორმების თავში;
  • „ჩეკის ბოლო ტექსტი“ (მაგ. „გისურვებთ ჯანსაღ ღიმილს!“);
  • „გადახდის მეთოდები“, „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“, „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“;
  • „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.

იურიდიული დასახელება, ლიცენზიის ნომერი, დირექტორი, ბანკი, IBAN და ბეჭედი — „კლინიკის პარამეტრები“ → „კლინიკა“ (თავი კლინიკის პარამეტრები).

პარამეტრები → მაღაზია: კლინიკის სახელი, მისამართი, ს/კ, ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები და ჩეკის პრევიუ
პარამეტრები → მაღაზია: კლინიკის სახელი, მისამართი, ს/კ, ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები და ჩეკის პრევიუ

ჩეკის პრინტერი

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ჩეკის პრინტერი“ → „ბეჭდვის რეჟიმი“:

რეჟიმიროგორ ბეჭდავსროდის
USB თერმული (პირდაპირ)პირდაპირ (ESC/POS), ფანჯრის გარეშეUSB პრინტერი რეგისტრატურის კომპიუტერზე
ქსელური (IP)ქსელით: „IP მისამართი“, „პორტი“ (9100)Ethernet / Wi-Fi პრინტერი
Windows-ის დრაივერითWindows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე, ბეჭდვის ფანჯრითჩვეულებრივი პრინტერი

USB და ქსელურში: „ქაღალდის სიგანე“ (58 / 80 მმ), „ჩეკის ავტომატური მოჭრა“, „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“, „ტესტური ბეჭდვა“ → „შენახვა“.

ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში
ჩეკის პრინტერი ქსელურ რეჟიმში

ჩეკები: გადახდა („სამედიცინო მომსახურება — ვიზიტი #… (პაციენტი)“), ავანსი და განვადების შენატანი („სტომატოლოგია — მკურნალობის გეგმა, პირველადი შენატანი, პაციენტი #…“), ორთოდონტიის თვის შენატანი, მზღვეველის ანაზღაურება, დაბრუნება, X / Z-რეპორტი.

A4 დოკუმენტები და PDF

დოკუმენტისად იბეჭდება
მკურნალობის გეგმა — კლინიკა, პაციენტი, კბილების რუკა გეგმის სამუშაოთი, ეტაპები და ფასები, ფასდაკლება, გადახდის გრაფიკი, ექიმის და პაციენტის ხელმოწერაგეგმა → „ბეჭდვა / PDF“ (თავი მკურნალობის გეგმა)
იმპლანტის პასპორტი და საგარანტიო ბარათი — სისტემა, ზომა, LOT, REF, ტორკი, დატვირთვა, გარანტიაიმპლანტის ბარათი → ბეჭდვა (თავი იმპლანტები)
ვიზიტის ფურცელი (ფორმა №025)ვიზიტის ფორმა → „A4“
რეცეპტი, მიმართვა, თანხმობა, ფორმა IV-100/ა, IV-200-ავიზიტის ფორმა / ელ. ბარათი (Dent Clinic)
ინვოისი პაციენტზე / კომპანიაზე, სადაზღვევო ინვოისი და ამონაწერიელ. ბარათი, „დაზღვევა“

თითოეული იხსნება გვერდად ღილაკებით:

  • „ბეჭდვა“ — Windows-ის ბეჭდვის ფანჯარა (აირჩიეთ A4 პრინტერი; ჩეკის პრინტერი აქ არ გამოდგება);
  • „PDF“ — მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაში: „PDF შენახულია: …“. ბრაუზერიდან — ბეჭდვის ფანჯარაში „Save as PDF“.

რჩევა: მკურნალობის გეგმა ფერად პრინტერზე ამობეჭდეთ — რუკაზე კარიესი, ბჟენი, გვირგვინი და დაგეგმილი სამუშაო ფერებით განსხვავდება. შავ-თეთრზეც იკითხება, მაგრამ ნაკლებად.

შენიშვნა: ელ-ფოსტით პაციენტისთვის გეგმის ან სხვა დოკუმენტის პირდაპირ გაგზავნა პროგრამიდან 2.38-ში არ არის — შეინახეთ PDF და გაგზავნეთ ჩვეულებრივი ფოსტით.

ბარათის ტერმინალები

ბარათი „გადახდის ტერმინალები“ → „ტერმინალის დამატება“:

  • „ტიპი“: „ხელით (ცალკე მდგარი)“ — თანხას რეგისტრატორი ტერმინალზე კრეფს და პროგრამაში ადასტურებს; „ინტეგრირებული“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის;
  • „ბანკი“: საქართველოს ბანკი (BOG), თიბისი (TBC), კრედო, ლიბერთი, სხვა ან „სიმულატორი (ტესტი)“; „დასახელება“, „აქტიური“.

ინტეგრირებულისთვის: „აპარატის მოდელი“, „კავშირი“ (IP, COM ან DualConnector), „კავშირის შემოწმება“, „ტესტი 1 ₾“.

ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG
ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“, BOG

მეთოდი „ბარათი“ ჩართულ ტერმინალზე მიდის — ვიზიტის გადახდაზეც, განვადებისა და ორთოდონტიის შენატანზეც; „გადმორიცხვა“ ტერმინალს არ იყენებს.

ფისკალური აპარატი

ბარათი „ფისკალური აპარატი“: „აპარატი“ (Daisy Expert, Daisy Expert SX, სხვა), „კავშირი“ (COM ან IP), „ოპერატორი“ და პაროლი, „კავშირის შემოწმება“, „ფისკალური ბეჭდვა ჩართულია“ → „შენახვა“. ჩართვის შემდეგ პაციენტის გადახდის, ავანსისა და განვადების ჩეკი ფისკალურ აპარატზეც იბეჭდება.

ყურადღება: ფისკალური აპარატის პირველი ჩართვა გააკეთეთ Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად და შეამოწმეთ სატესტო ჩეკზე. სამედიცინო მომსახურება დღგ-სგან თავისუფალია — შეამოწმეთ, რომელი დღგ-ს ჯგუფით ბეჭდავს მას თქვენი აპარატი.

RS.ge

ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „შენახვა“, „კავშირის შემოწმება“. სტომატოლოგიაში ის გამოიყენება პაციენტის სახელის მოსაძებნად პირადი ნომრით (ღილაკი „RS“ რეგისტრაციისას) და მასალების მიღების ზედნადებებისთვის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.