Activi
Activi Dent · თავი 23

სალაროს დახურვა: დღის გახსნა, მოსალოდნელი ნაღდი, ტექნიკოსის ხარჯი, X და Z-რეპორტი

დღის ფული Activi Dent-ში: დღის ავტომატური გახსნა, საწყისი ნაღდი, ნაღდი და ბარათი (გადმორიცხვის ჩათვლით), განვადების შენატანები და ავანსები, ტექნიკოსის ხარჯი ნაღდიდან, ნაღდის შემოტანა და გატანა, X-რეპორტი, დღის დახურვა დათვლით და Z-რეპორტი, დანაკლისი, დახურული დღეები და ავტომატური დახურვა.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს რეგისტრატურის ფულს: რამდენი შემოვიდა ნაღდით და ბარათით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა. დღეში შედის ყველა ჩეკი — ვიზიტების გადახდები, ავანსები, განვადებისა და ორთოდონტიის შენატანები, მზღვეველების ანაზღაურება. გვერდი ადმინისტრატორს, მენეჯერს და რეგისტრატორს უჩანს.

2 ოქტომბრის ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი, ბარათი; მოსალოდნელი ნაღდი; დახურული დღეები
2 ოქტომბრის ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი, ბარათი; მოსალოდნელი ნაღდი; დახურული დღეები

დღის გახსნა და მაჩვენებლები

დღე იხსნება პირველივე ოპერაციით: „გახსნილია · გაიხსნა: 02.10.2026 09:48 · ქეთევან მჭედლიძე (პირველი ოპერაციით)“. საწყისი ნაღდი — წინა დღის დათვლილი ნაღდი.

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული — გადახდები, ავანსები, შენატანები, ხურდის გამოკლებით
ბარათიბარათით მიღებული — და გადმორიცხვები
ნისიაკლინიკაში არ გამოიყენება (0)
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიგაუქმებული გადახდები

მოსალოდნელი ნაღდი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გადახდები − ნაღდით დაბრუნებული − ხარჯები + შემოტანა − გატანა.

ყურადღება: ტექნიკოსის ანგარიში („ხარჯი“ ტექნიკური შეკვეთიდან) და ხარჯების გვერდზე ჩაწერილი ხარჯი ყოველთვის ნაღდიდან აკლდება — მოსალოდნელი ნაღდი მცირდება. თუ ტექნიკოსს ბანკით უხდით, ეს გაითვალისწინეთ (თავი ტექნიკური ლაბორატორია).

შენიშვნა: გადახდა მეთოდით „გადმორიცხვა“ (პაციენტის ან მზღვეველის) X/Z-რეპორტში „ბარათის“ თანხაში ჩანს. ზუსტი დაყოფა ჩანს „ანგარიშები“ → „დღის სვოდკაში“.

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“: „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდა დილით) ან „ნაღდის გატანა“ (ინკასაცია) → „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ → „დადასტურება“. სანიმუშო კლინიკაში ყოველ პარასკევს, დახურვამდე, ნაღდი ბანკში გადის („ინკასაცია — ბანკში“) და უჯრაში დაახლოებით 300 ₾ რჩება.

X-რეპორტი

„X-რეპორტი“ — დღის მიმდინარე მდგომარეობა დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ნაღდი, ბარათი, საწყისი ნაღდი, ხარჯები, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი ნაღდი და თითო თანამშრომლის ბრუნვა. „ბეჭდვა“ — ჩეკის პრინტერზე. გამოიყენეთ რეგისტრატორების ცვლის გადაბარებისას.

X-რეპორტი 2 ოქტომბრის შუადღისას
X-რეპორტი 2 ოქტომბრის შუადღისას

დღის დახურვა (Z-რეპორტი)

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“ (რეგისტრატორს ნაგულისხმევად აქვს):

  1. „დღის დახურვა (Z-რეპორტი)“ — ფანჯრის თავში „მოსალოდნელი ნაღდი“.
  2. დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ ან „სწრაფი თანხა“.
  3. პროგრამა აჩვენებს: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“; საჭიროებისას — „შენიშვნა“.
  4. „დახურვა“ — „დღე დაიხურა“; იხსნება Z-რეპორტი ნომრით → „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: მოსალოდნელი ნაღდი და კუპიურების დათვლა
დღის დახურვა: მოსალოდნელი ნაღდი და კუპიურების დათვლა
Z-00035 (11 სექტემბერი): 17 ჩეკი, ბრუნვა 5 454,50 ₾, ხარჯები (ტექნიკოსები) 1 040 ₾, ინკასაცია 9 580 ₾, დანაკლისი 10 ₾
Z-00035 (11 სექტემბერი): 17 ჩეკი, ბრუნვა 5 454,50 ₾, ხარჯები (ტექნიკოსები) 1 040 ₾, ინკასაცია 9 580 ₾, დანაკლისი 10 ₾

სანიმუშო კლინიკის 11 სექტემბერი (პარასკევი): საწყისი ნაღდი 9 254,16 ₾ (კვირის ნაღდი), ნაღდი 1 673,50 ₾, ბარათი 3 781,00 ₾, ხარჯები 1 040,00 ₾ (ოთხი ტექნიკური შეკვეთა), ინკასაცია 9 580,00 ₾ → მოსალოდნელი 307,66 ₾, დათვლილი 297,66 ₾ — დანაკლისი 10,00 ₾ („ხურდაში 10 ლარი აკლია“).

ღია ვიზიტები დღის დახურვას არ აფერხებს: ვიზიტი ფული არ არის — დღეში მხოლოდ გადახდები ითვლება. ავანსიდან დაფარვა სალაროში არ ჩანს (ფული არ მოძრაობს) — ის ჩანს „გადახდები / დებიტორებში“ („ავანსიდან“).

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“: „Z №“, ვინ დახურა, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“ (დანაკლისი — წითლად); პრინტერის ხატულა ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

ავტომატური დახურვა

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ — ღია დღე შუაღამისას დათვლის გარეშე იხურება (თუ მთავარი კომპიუტერი ჩართულია). ჯობს, რეგისტრატორმა დღე ყოველ საღამოს თავად დახუროს დათვლით.

დღის სვოდკა

კლინიკისთვის უფრო ზუსტი დღის შედეგი — „ანგარიშები“ → „დღის სვოდკა“: ვიზიტები, სერვისები, ახალი პაციენტები, შემოსავალი ნაღდით / ბარათით / გადმორიცხვით, პაციენტის და მზღვეველის ფული, ახალი და ამოღებული დავალიანება, მიღებული ავანსები და ავანსიდან დაფარული (თავი ანგარიშები).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.