Activi
Activi Dent · თავი 6

ფასები, ერთეულები და მასალები: სტომატოლოგიური ფასების სია, ფასი ზედაპირებით და არხებით, სწრაფი ღილაკები, მასალების ჩამოწერა

სტომატოლოგიური ფასების სია Activi Dent-ში: 10 კატეგორია და 54 მზა სერვისი, ერთეული — კბილი, ზედაპირი, არხი, ყბა, ვიზიტი, იმპლანტი, სექსტანტი; ფასი ზედაპირების რაოდენობით (80 / 110 / 140 / 170), არხების რაოდენობა კბილის მიხედვით, რა რჩება რუკაზე, სწრაფი ღილაკი, პროფილაქტიკური შემოწმება; მასალები პროცედურაზე, ავტომატური ჩამოწერა და მარაგი.

სტომატოლოგიურ კლინიკაში სერვისის ფასი ხშირად კბილზე, ზედაპირზე ან არხზეა დამოკიდებული. Activi Dent-ში ფასების სიას ორი მხარე აქვს:

  • ჩვეულებრივი (MED-ის) — კოდი, დასახელება, კატეგორია, ფასი, ხანგრძლივობა: გვერდი „ფასები / სერვისები“;
  • სტომატოლოგიური — რით ითვლება (ერთეული), ფასი ზედაპირებით, რა რჩება რუკაზე, სწრაფი ღილაკი, შემოწმება და მასალები: გვერდი „სტომატოლოგიის პარამეტრები“ → ცხრილი „ფასების სია — სტომატოლოგიური მხარე“.

მზა ფასების სია

ახალ სტომატოლოგიურ ბაზაში ფასების სია უკვე შევსებულია: 10 კატეგორია და 54 სერვისი (თბილისის 2026 წლის საშუალო ფასებით — შეცვალეთ თქვენით).

ფასები / სერვისები: 54 სერვისი 10 კატეგორიაში
ფასები / სერვისები: 54 სერვისი 10 კატეგორიაში
კატეგორიამაგალითები (კოდი — ფასი)
დიაგნოსტიკაD-01 სტომატოლოგის კონსულტაცია — 20 ₾; D-02 კონსულტაცია მკურნალობის გეგმით — 40 ₾; D-03 მიზნობრივი რენტგენი (RVG) — 15 ₾ კბილზე; D-04 ორთოპანტომოგრამა — 40 ₾; D-05 CBCT — 120 ₾
თერაპიაT-01 ადგილობრივი ანესთეზია — 15 ₾; T-02 კომპოზიტური ბჟენი — 80 / 110 / 140 / 170 ₾ (1–4 ზედაპირი); T-03 მინაიონომერული ბჟენი — 50 ₾; T-04 დროებითი ბჟენი — 20 ₾; T-05 ფისურის ჰერმეტიზაცია — 35 ₾; T-06 ესთეტიკური რესტავრაცია — 180 ₾
ენდოდონტიაE-01 არხის მკურნალობა — 120 ₾ არხზე; E-02 განმეორებითი — 150 ₾ არხზე; E-03 პულპის ექსტირპაცია — 60 ₾; E-04 მინაბოჭკოვანი შტიფტი — 60 ₾
ქირურგიაS-01 ექსტრაქცია მარტივი — 60 ₾; S-02 რთული — 150 ₾; S-03 სიბრძნის კბილი (რეტინირებული) — 250 ₾; S-04 ალვეოლიტი — 40 ₾; S-05 რეზექცია — 300 ₾; S-06 აბსცესის გახსნა — 50 ₾
იმპლანტოლოგიაI-01 იმპლანტი (Osstem / Dentium) — 1 400 ₾; I-02 (Straumann / Nobel) — 2 400 ₾; I-03 აუგმენტაცია — 600 ₾; I-04 / I-05 სინუს-ლიფტინგი — 800 / 1 500 ₾; I-06 ფორმირებელი — 150 ₾
ორთოპედიაP-01 მეტალოკერამიკა — 450 ₾; P-02 ცირკონი — 800 ₾; P-03 E.max — 900 ₾; P-04 გვირგვინი იმპლანტზე — 1 100 ₾; P-05 ხიდის შუალედი — 700 ₾; P-06 დროებითი გვირგვინი — 80 ₾; P-07 ვინირი — 1 000 ₾; P-08 ჩანართი — 600 ₾; P-09 / P-10 პროთეზი 1 ყბა — 900 / 1 400 ₾
ორთოდონტიაO-01 კონსულტაცია — 50 ₾; O-02 / O-03 ბრეკეტ-სისტემა 1 ყბა — 1 200 / 1 700 ₾; O-04 ელაინერები — 6 500 ₾; O-05 აქტივაცია — 80 ₾; O-06 რეტეინერი — 250 ₾; O-07 ყოველთვიური შენატანი — 150 ₾
ჰიგიენა და პაროდონტიH-01 პროფესიული ჰიგიენა — 120 ₾ (შემოწმება 6 თვეში); H-02 კბილის ქვა 1 ყბა — 50 ₾; H-03 კიურეტაჟი 1 სექსტანტი — 90 ₾; H-04 პაროდონტოგრამა — 40 ₾; H-05 ფტორირება — 30 ₾
ესთეტიკაA-01 გათეთრება კლინიკაში — 450 ₾; A-02 გათეთრება სახლში — 350 ₾
ბავშვთა სტომატოლოგიაK-01 სარძევე კბილის ბჟენი — 50 ₾; K-02 სარძევე კბილის ექსტრაქცია — 30 ₾; K-03 პულპოტომია — 70 ₾

სწრაფი ღილაკი ნაგულისხმევად აქვს: კონსულტაციას, RVG-ს, ანესთეზიას, კომპოზიტურ ბჟენს, არხის მკურნალობას, მარტივ ექსტრაქციას, ცირკონის გვირგვინს და პროფესიულ ჰიგიენას.

ფასი და სერვისი („ფასები / სერვისები“)

გვერდი „ფასები / სერვისები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) იგივეა, რაც Activi MED-ში:

  1. „ახალი სერვისი“ → „კოდი“, „კატეგორია“, „დასახელება ∗“, „ფასი ₾ ∗“, „ხანგრძლივობა (წთ)“, საჭიროებისას „ექიმი (ნაგულისხმევი)“ → „შენახვა“.
  2. „კატეგორიები“ — ფერი და დასახელება. კატეგორია მნიშვნელოვანია დაზღვევისთვის (წესი შეიძლება მთელ კატეგორიაზე დაწესდეს, მაგ. „ორთოდონტია — 0%“) და ანალიტიკისთვის.
  3. „Excel“ / „იმპორტი“ — ფასების სია ფაილით (სვეტები „კოდი“, „დასახელება“, „კატეგორია“, „ფასი“, „ხანგრძლივობა (წთ)“): ნაპოვნს ფასი ეცვლება, ახალი ემატება.

ვიზიტი და გეგმა სტრიქონს იმ ფასით ინახავს, რომლითაც დაემატა — ფასების სიის შეცვლა ძველ ვიზიტებს და უკვე შედგენილ გეგმებს არ ცვლის. გამოყენებული სერვისი არ იშლება — გამოირთვება.

ყურადღება: ახალ სერვისს, რომელიც „ფასები / სერვისები“-ში დაამატეთ, სტომატოლოგიური მხარე ჯერ არ აქვს — ის არ ჩანს კბილების რუკის, ვიზიტის სტომატოლოგიური ნაწილის პროცედურების სიაში. გახსენით „სტომატოლოგიის პარამეტრები“ → ეს სერვისი → აირჩიეთ ერთეული → „შენახვა“. მკურნალობის გეგმაში ის ამის გარეშეც ჩანს (ერთეულით „ვიზიტი“).

სტომატოლოგიური მხარე

„სტომატოლოგიის პარამეტრები“ → „ფასების სია — სტომატოლოგიური მხარე“: კოდი, სერვისი (ნიშნით „სწრაფი“ და „შემოწმება … თვეში“), კატეგორია, ერთეული, „რუკაზე“, „მასალები“, ფასი. სტრიქონზე დაჭერა ხსნის სერვისის ფანჯარას.

კომპოზიტური ბჟენი: ერთეული „ზედაპირი“, ფასი ზედაპირებით 80, 110, 140, 170, რუკაზე „ბჟენი“, სწრაფი ღილაკი, მასალები
კომპოზიტური ბჟენი: ერთეული „ზედაპირი“, ფასი ზედაპირებით 80, 110, 140, 170, რუკაზე „ბჟენი“, სწრაფი ღილაკი, მასალები
ველირას ნიშნავს
ერთეული (რით ითვლება)კბილი — ერთი ფასი თითო კბილზე; ზედაპირი — ზედაპირების რაოდენობით; არხი — არხების რაოდენობით; ყბა, სექსტანტი, ვიზიტი, ერთეული, იმპლანტი
რუკაზე რჩებარა ჩაიწერება კბილზე შესრულებისას — „ბჟენი“, „არხი დაბჟენილია“, „გვირგვინი“, „არ არის / ამოღებულია“, „იმპლანტი“, „ხიდის შუალედი“, „ვინირი“, „ჰერმეტიკი“, „შტიფტი“… ცარიელი — რუკა არ იცვლება (მაგ. ანესთეზია, რენტგენი)
ფასი ზედაპირების მიხედვითმხოლოდ ერთეულით „ზედაპირი“: „1, 2, 3… ზედაპირი: 80, 110, 140“
შემოწმება (თვე, 0 = არა)შესრულებისას გამოძახება იქმნება ამდენ თვეში (მაგ. ჰიგიენა — 6)
სწრაფი ღილაკი ვიზიტშისერვისი ჩნდება ვიზიტის სწრაფ ღილაკებში და სიის თავში
მასალები (ჩამოიწერება მარაგიდან)რა მასალა და რამდენი იხარჯება ერთ პროცედურაზე

როგორ ითვლება ფასი

ერთეულიროგორ ითვლის პროგრამამაგალითი
ზედაპირი, ფასებითმონიშნული ზედაპირების რაოდენობის ფასი; 4-ზე მეტზე — ბოლო ფასიკბ. 36 MOD (3 ზედაპირი) → 140 ₾, რაოდენობა 1
ზედაპირი, ფასების გარეშეფასი × ზედაპირები30 ₾ × 2 = 60 ₾
არხიფასი × არხები; არხების რაოდენობას პროგრამა კბილის მიხედვით სთავაზობსკბ. 36 — 3 არხი × 120 = 360 ₾
კბილი, იმპლანტიფასი თითო მონიშნულ კბილზე3 კბილი × 800 ₾ = 3 ცალკე სტრიქონი
ვიზიტი, ერთეული, ყბა, სექსტანტიფასი × რაოდენობაკიურეტაჟი 2 სექსტანტი × 90 = 180 ₾

არხები კბილის მიხედვით (საწყისი შეთავაზება, ყოველთვის შეიცვლება): საჭრელი და ეშვი — 1; ზედა პირველი მცირე ძირითადი (14, 24) — 2, დანარჩენი მცირე ძირითადი — 1; დიდი ძირითადი — 3 (ქვედა სიბრძნის კბილი — 2); სარძევე დიდი ძირითადი — 3, დანარჩენი სარძევე — 1.

ზედაპირები იწერება სტომატოლოგის ჩვეული ასოებით: M მეზიალური, D დისტალური, O საღეჭი (წინა კბილზე — I, კვეთის კიდე), B ლოყისმხრივი (წინა კბილზე — V, ვესტიბულური), L ენისმხრივი (ზედა ყბაზე — P, სასისმხრივი). ბილის სტრიქონზე ასე ჩანს: „კომპოზიტური ბჟენი (ფოტოპოლიმერი) — კბ. 36 (MOD)“.

შენიშვნა: ფასდაკლება ან კატალოგზე დაბალი ფასი გეგმაშიც და ვიზიტშიც საჭიროებს უფლებას „ფასდაკლება გაყიდვისას“ („ფასდაკლების უფლება არ გაქვთ“); სტომატოლოგს ნაგულისხმევად ეს უფლება არ აქვს.

მასალები

მენიუს ჯგუფში „მენეჯმენტი“ არის კლინიკის საწყობი: „მასალები / სახარჯი“, „მარაგი“, „მომწოდებლები“, „საწყობის დოკუმენტები“ — Activi-ის ჩვეულებრივი საწყობი: მიღება მომწოდებლისგან, ნაშთი, მინიმალური მარაგი, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია.

მასალები / სახარჯი: სტომატოლოგიური მასალები ნაშთით და მინიმალური მარაგით
მასალები / სახარჯი: სტომატოლოგიური მასალები ნაშთით და მინიმალური მარაგით

სანიმუშო კლინიკამ 1 აგვისტოს მიიღო 12 მასალა შპს „სანიმუშო დენტ-მარკეტიდან“:

მასალაერთ.მიღებათვითღირ.რომელ პროცედურაზე (რამდენი)
კომპოზიტი ფოტოპოლიმერულიგ4006,50 ₾T-02 — 0,6; T-06 — 1; K-01 — 0,3
ადჰეზიური სისტემამლ609,00 ₾T-02, T-06 — 0,1; P-07 — 0,2
არტიკაინი 4% (კარპულა)ც4001,30 ₾T-01, S-01, E-03 — 1; S-02, S-03, I-01, I-02 — 2
გუტაპერჩის წკირებიც1 2000,15 ₾E-01, E-02 — 3
ენდოდონტიური ფაილები (NiTi)ც2404,50 ₾E-01 — 0,5; E-02 — 1
მინაიონომერული ცემენტიგ3001,20 ₾T-03 — 0,5; T-04 — 0,4; K-01 — 0,3
ჰემოსტატიკური ღრუბელიც1502,80 ₾S-01, S-02, S-03, K-02 — 1
საკერავი ძაფი 4/0ც1203,20 ₾S-02, S-03, I-01, I-02 — 1
Air-Flow ფხვნილიგ3 0000,08 ₾H-01 — 15
ფტორის ლაქიმლ2001,10 ₾H-05 — 0,5
ფისურის ჰერმეტიკიმლ3012,00 ₾T-05 — 0,2
ერთჯერადი ხელთათმანიც2 0000,25 ₾—

მასალის მიბმა პროცედურაზე

„სტომატოლოგიის პარამეტრები“ → სერვისი → „მასალები (ჩამოიწერება მარაგიდან)“: ველში „მასალის დამატება…“ აკრიფეთ სახელი → დააჭირეთ მასალას (ჩანს ნაშთი) → შეცვალეთ რაოდენობა ერთ პროცედურაზე → „შენახვა“. ✕ — მოშორება.

ავტომატური ჩამოწერა

როცა ჩართულია „პროცედურის მასალები ჩამოიწერება მარაგიდან ავტომატურად“, ყოველი შესრულებული პროცედურა (ვიზიტში ან გეგმიდან) ქმნის დახურულ ჩამოწერის დოკუმენტს — „საწყობის დოკუმენტებში“ ჩანს „სტომატოლოგია — ვიზიტი #…, კომპოზიტური ბჟენი … — კბ. 36 (MO)“ — და მასალის ნაშთი მაშინვე მცირდება. რაოდენობა მრავლდება პროცედურის რაოდენობაზე (2 სექსტანტი — ორმაგი).

საწყობის დოკუმენტები: ავტომატური ჩამოწერები ვიზიტებიდან
საწყობის დოკუმენტები: ავტომატური ჩამოწერები ვიზიტებიდან
  • თუ მასალა საკმარისი არ არის, პროცედურა მაინც სრულდება, ჩამოიწერება რაც არის, ეკრანზე კი ჩნდება გაფრთხილება „… მარაგში არ იყო საკმარისი (ნაშთი)“.
  • პროცედურის გაუქმებისას (ვიზიტიდან ამოშლა) ჩამოწერილი მასალა მარაგში არ ბრუნდება — საჭიროებისას გაასწორეთ „საწყობის დოკუმენტებით“ (მიღება ან ინვენტარიზაცია).
  • ბუღალტერიაში ჩამოწერა ხარჯად ტარდება თვითღირებულებით (თავი ბუღალტერია).

რჩევა: თვეში ერთხელ ჩაატარეთ ინვენტარიზაცია („მარაგი“) — ავტომატური ჩამოწერა „საშუალო“ ხარჯს ითვლის, ნამდვილი ხარჯი კი განსხვავდება (დიდი კავიტეტი, მეტი კარპულა).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.