Activi
Activi Dent · თავი 16

ორთოდონტია: ბრეკეტები და ელაინერები — შემთხვევა, ვიზიტების გრაფიკი, რკალები, ყოველთვიური გადახდა

ორთოდონტიული მკურნალობა Activi Dent-ში (Dent Clinic): ახალი შემთხვევა — აპარატი (ბრეკეტები, ელაინერები, მოსახსნელი), ენგლის კლასი, დიაგნოზი და მიზანი, ხანგრძლივობა, ვიზიტების ინტერვალი, ღირებულება, პირველადი შენატანი და ყოველთვიური გადასახადი; ვიზიტები რკალებით ან ელაინერის ნომრით, მიმდინარეობა, ვადაგადაცილება, სტატუსები და გვერდი „ორთოდონტია“.

ორთოდონტიული მკურნალობა თვეობით გრძელდება: აპარატის დაყენება, აქტივაცია ყოველ 4–6 კვირაში, ყოველთვიური გადახდა, ბოლოს — მოხსნა და რეტენცია. Activi Dent-ში ამას ორთოდონტიული შემთხვევა აღრიცხავს (Dent Clinic).

გვერდი „ორთოდონტია“

მენიუ → „სპეციალობები“ → „ორთოდონტია“ — „ბრეკეტები და ელაინერები — მიმდინარეობა, ვიზიტები, ყოველთვიური გადახდა“:

  • ოთხი ციფრი: „აქტიური მკურნალობა“, „ვიზიტი 7 დღეში“, „გადახდილი“ (და „სულ …“), „ვადაგადაცილებული“;
  • ფილტრი სტატუსით: „ყველა“, „დაგეგმვა“, „აქტიური მკურნალობა“, „რეტენცია“, „დასრულებული“, „შეწყვეტილი“;
  • ბარათები: პაციენტი, აპარატი და სისტემა, სტატუსი, ორი ზოლი — მკურნალობა („2/18 თვე“) და გადახდა (გადახდილი თანხა), „შემდეგი: 27.10.2026“, ვადაგადაცილებული თანხა წითლად („ვალი 500,00 ₾“), ექიმი. ბარათზე დაჭერა პაციენტის სტომატოლოგიურ ბარათს „ორთოდონტიის“ ჩანართზე ხსნის.
ორთოდონტია: 4 შემთხვევა — მეტალის, კერამიკული ბრეკეტები, ელაინერები, მოსახსნელი აპარატი; მიმდინარეობა და გადახდა
ორთოდონტია: 4 შემთხვევა — მეტალის, კერამიკული ბრეკეტები, ელაინერები, მოსახსნელი აპარატი; მიმდინარეობა და გადახდა

სანიმუშო კლინიკის ოთხი შემთხვევა (ორთოდონტი — სოფო ცინცაძე):

პაციენტიაპარატიდაწყებახანგრძლ.ღირებულებაპირველადი + თვეები
ნიკა გოგიჩაიშვილი (13 წ.)მეტალის ბრეკეტები, Roth 0.022, II/1 კლასი04.08.202618 თვე, ყოველ 4 კვირაში3 600 ₾600 + 12 × 250 ₾
ელენე სულაბერიძეელაინერები, I კლასი20.08.202610 თვე, ყოველ 6 კვირაში6 500 ₾2 500 + 8 × 500 ₾
ანა ტაბატაძე (14 წ.)კერამიკული ბრეკეტები, III კლასი10.09.202624 თვე, ყოველ 5 კვირაში4 200 ₾800 + 20 × 170 ₾
საბა კობახიძე (12 წ.)მოსახსნელი აპარატი (ფირფიტა ხრახნით), ზედა ყბა29.09.20269 თვე900 ₾„დაგეგმვა“

ახალი შემთხვევა

სტომატოლოგიური ბარათი → „ორთოდონტია“ → „ახალი შემთხვევა“:

ახალი ორთოდონტიული შემთხვევა: აპარატი, სისტემა, ექიმი, ენგლის კლასი, ყბები, დიაგნოზი, მიზანი, ვადები და ფული
ახალი ორთოდონტიული შემთხვევა: აპარატი, სისტემა, ექიმი, ენგლის კლასი, ყბები, დიაგნოზი, მიზანი, ვადები და ფული
ველირა იწერება
აპარატიმეტალის, კერამიკული, საფირონის, თვითლიგირებადი, ლინგვალური ბრეკეტები; ელაინერები; მოსახსნელი აპარატი
სისტემა / ბრენდიმაგ. „Damon Q“, „Invisalign“
ექიმინაგულისხმევად — ექიმი, რომლის სპეციალობაში „ორთოდონტ“ წერია
ენგლის კლასი, ყბებიI, II/1, II/2, III; ორივე / ზედა / ქვედა
დიაგნოზი, მკურნალობის მიზანიტექსტი
დაწყება, ხანგრძლივობა (თვე)1–60 თვე
ვიზიტები ყოველ (კვირაში)1–26 კვირა — აქტივაციის ინტერვალი
მკურნალობის ღირებულება, პირველადი შენატანიმთლიანი ფასი და დღეს გადასახდელი
ყოველთვიური — თვეების რაოდენობარამდენ თვეში დაიფაროს დანარჩენი; ქვემოთ წერია „≈ … თვეში“
რეტენციამაგ. „ფიქსირებული რეტეინერი + კაპა ღამით“

„შენახვა“ — „ორთოდონტიული შემთხვევა შეიქმნა — ვიზიტების გრაფიკით და განვადებით“. პროგრამა თავად ადგენს:

  • ვიზიტების გრაფიკს — დაწყების დღიდან ინტერვალით დასრულებამდე: პირველი „ბრეკეტების დაყენება“ (ელაინერებზე — „ელაინერების გაცემა“), შემდეგ „აქტივაცია / კონტროლი“, ბოლოს „ბრეკეტების მოხსნა“ (ელაინერებზე — „რეტეინერი“). ნიკას 18-თვიან მკურნალობას — 21 ვიზიტი.
  • გადახდის გრაფიკს — პირველადი შენატანი დაწყების დღეს და თანაბარი ყოველთვიური (თეთრების ნარჩენი — ბოლოზე).

შენიშვნა: ორთოდონტიული შემთხვევა არ არის მკურნალობის გეგმა — მას თავისი ფასი და გრაფიკი აქვს, ფასების სიის სერვისებს არ იყენებს. სერვისები „ორთოდონტიის კონსულტაცია“ (O-01), „ბრეკეტ-სისტემა“ (O-02, O-03) და სხვ. საჭიროა, თუ კლინიკა ორთოდონტიას ცალკე პროცედურებად ახდევინებს — მაშინ ისინი ჩვეულებრივ ვიზიტში დაამატეთ.

შემთხვევის ბარათი

ნიკას შემთხვევა: მეტალის ბრეკეტები, 2/18 თვე, 3/21 ვიზიტი, გადახდილი 850 / 3 600 ₾; ვიზიტები რკალებით და ყოველთვიური გადახდა
ნიკას შემთხვევა: მეტალის ბრეკეტები, 2/18 თვე, 3/21 ვიზიტი, გადახდილი 850 / 3 600 ₾; ვიზიტები რკალებით და ყოველთვიური გადახდა
  • თავი: აპარატი და სისტემა, კლასი, ყბები, ექიმი, სტატუსი, ფანქარი (რედაქტირება);
  • ექვსი ციფრი: დაწყება, „მიმდინარეობს“ (2 / 18 თვე), ვიზიტები (ჩატარებული / სულ), შემდეგი ვიზიტი, გადახდილი / ღირებულება, ვადაგადაცილებული;
  • ორი ზოლი: მკურნალობა (% დროით) და გადახდა (% თანხით);
  • დიაგნოზი, მიზანი, რეტენცია;
  • ვიზიტები — დროის ზოლი: ჩატარებული (თარიღით, რკალებით ან ელაინერის ნომრით, შენიშვნით), დაგეგმილი (✓ — „ჩატარდა“), გაცდენილი — წითლად;
  • ყოველთვიური გადახდა — შენატანები: გადახდილი ✓, გადასახდელი — ღილაკით თანხით.

ვიზიტის ჩაწერა

„ჩატარდა“ (სათაურში — შემდეგი დაგეგმილი ვიზიტისთვის) ან ✓ კონკრეტულ ვიზიტზე → ფანჯარა „ორთოდონტიული ვიზიტი“:

  • „ვიზიტი“ — ბრეკეტების დაყენება, აქტივაცია / კონტროლი, რკალის შეცვლა, ელაინერების გაცემა, ბრეკეტების მოხსნა, რეტეინერი, შემოწმება;
  • „თარიღი“;
  • ბრეკეტებზე — „რკალი — ზედა“, „რკალი — ქვედა“ (მაგ. „0.016 NiTi“; წინა ვიზიტის რკალი თავისით ჩნდება), ელაინერებზე — „ელაინერის №“ (წინას + 3);
  • „შენიშვნა“ → „ჩატარდა“.
ორთოდონტიული ვიზიტი: აქტივაცია, რკალები 0.016 NiTi
ორთოდონტიული ვიზიტი: აქტივაცია, რკალები 0.016 NiTi

ყურადღება: ორთოდონტიული ვიზიტის გრაფიკი კალენდარში არ ჩანს და ჩაწერა თავისით არ იქმნება — პაციენტი კალენდარში ჩვეულებრივად ჩაწერეთ (სერვისის გარეშე). ორთოდონტიული ვიზიტის ჩაწერა („ჩატარდა“) კლინიკის ვიზიტს არ ხსნის და ფულს არ ეხება. თუ კალენდრიდან „მოვიდა“ დააჭირეთ, ცარიელი ვიზიტი გაიხსნება — ის ან გააუქმეთ, ან (თუ აქტივაციას ცალკე ახდევინებთ) დაამატეთ „ორთოდონტიული აქტივაცია“.

ყოველთვიური გადახდა

შენატანზე — ღილაკი თანხით → „განვადების გადახდა“ (მეთოდი, თანხა) → ჩეკი. ფანჯარაში წერია: „ორთოდონტიის თვის საფასური ჩაიწერება ვიზიტად და გადახდად“ — პროგრამა ქმნის დასრულებულ ვიზიტს ორთოდონტის სახელით ერთი სტრიქონით („ორთოდონტიული მკურნალობა — 1/12 თვე“) და ფარავს. ასე თვის შენატანი შედის შემოსავალში, ორთოდონტის საკომისიოში და ანგარიშებში (კატეგორია „ორთოდონტია“).

ვადაგადაცილებული შენატანი — წითლად, ბარათის ციფრში „ვადაგადაცილებული“ და გვერდზე „ორთოდონტია“. სანიმუშო კლინიკაში ელენეს 20 სექტემბრის შენატანი (500 ₾) არ გადახდილა — „ვალი 500,00 ₾“.

შეცვლა, სტატუსი, ხელახლა გრაფიკი

ფანქარი → იგივე ფორმა, დამატებით „სტატუსი“ — „დაგეგმვა“, „აქტიური მკურნალობა“, „რეტენცია“, „დასრულებული“ (დასრულების თარიღი თავისით ჩაიწერება), „შეწყვეტილი“ — და მონიშვნა „გრაფიკისა და გადაუხდელი განვადების ხელახლა შედგენა“: დაგეგმილი ვიზიტები და გადაუხდელი შენატანები ხელახლა იწერება ახალი პირობებით (ჩატარებული ვიზიტები და გადახდილი შენატანები რჩება).

შენიშვნა: „დაგეგმვის“ სტატუსის შემთხვევაში (საბა კობახიძე) გადახდის გრაფიკი უკვე შედგენილია და პირველი შენატანი დაწყების დღიდან „ვადაგადაცილებულად“ ჩანს, თუმცა მკურნალობა ჯერ არ დაწყებულა. შემთხვევა შექმენით მაშინ, როცა პაციენტი დათანხმდა, ან დაწყების თარიღი რეალური დაწყებით ჩაწერეთ.

ორთოდონტიისა და იმპლანტების სტატისტიკა — „სტომატოლოგიური ანალიტიკა“ → „ორთოდონტია და იმპლანტები“ (Dent Pro, თავი ანგარიშები).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.