Activi
Activi Dent · თავი 8

პაციენტები და ელექტრონული ბარათი: რეგისტრაცია, ძებნა, ბავშვი და მშობელი, ბარათის ჩანართები

პაციენტის რეგისტრაცია Activi Dent-ში: პირადი ნომერი და სახელი RS.ge-დან, უკვე რეგისტრირებულის გამოჩენა, უცხოელი პასპორტით, ბავშვი და საკონტაქტო პირი, დაზღვევა, ალერგია (ანესთეტიკი!) და ქრონიკული დაავადებები, SMS თანხმობები; რეესტრი და Excel; ელექტრონული ბარათი — კბილები, ისტორია, ვიზიტები, ფაილები, დოკუმენტები, გადახდები, ავანსები, აუდიტი.

რეესტრი

გვერდი „პაციენტები“ — „რეესტრი — ძებნა პირადი ნომრით, სახელით, გვარით ან ტელეფონით“. ზემოთ სამი ციფრი: პაციენტების რაოდენობა (სანიმუშო კლინიკაში — 431), „დავალიანებით“ და „ავანსით“. ფილტრი: „ყველა“, „დავალიანებით“, „ავანსით“. სვეტები: პაციენტი (ასაკი, ალერგია), პირადი ნომერი, ტელეფონი, დაზღვევა, ვიზიტები, ბოლო ვიზიტი, დავალიანება, ავანსი.

პაციენტების რეესტრი: 431 პაციენტი, დავალიანებით და ავანსით, ძებნა
პაციენტების რეესტრი: 431 პაციენტი, დავალიანებით და ავანსით, ძებნა
  • ძებნა მუშაობს პირველივე ასოდან ან ციფრიდან; სახელი და გვარი ნებისმიერი თანმიმდევრობით; ტელეფონი +995-ით ან მის გარეშე.
  • „Excel“ — ეკრანზე გაფილტრული სიის ჩამოტვირთვა.
  • სტრიქონზე დაჭერა ხსნის ელექტრონულ ბარათს; სტომატოლოგიური სამუშაოსთვის იქიდან — „სტომატოლოგიური ბარათი“ (თავი სტომატოლოგიური ბარათი).

შენიშვნა: ავანსიანი პაციენტები სტომატოლოგიაში ბევრია — ესენი ძირითადად ისინი არიან, ვინც გეგმის პირველადი შენატანი გადაიხადა და მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა (თავი სალარო).

რეგისტრაცია

  1. „ახალი პაციენტი“ (გვერდზე „პაციენტები“ ან „დღეს“; ასევე ვიზიტისა და ჩაწერის ფორმიდან — „+ ახალი პაციენტის რეგისტრაცია“).
  2. „პირადი ნომერი ∗“ — 11 ციფრი. ღილაკი „RS“ RS.ge-დან სახელსა და გვარს მოიტანს (საჭიროა ინტერნეტი და RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი პარამეტრებში); თუ ამ ნომრით პაციენტი უკვე არის, პროგრამა მის ბარათს გახსნის.
  3. „სახელი ∗“, „გვარი ∗“. აკრეფისას ქვემოთ ჩნდება „უკვე რეგისტრირებულია — დააჭირეთ გასახსნელად“: ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ რომ არ დარეგისტრირდეს.
  4. „დაბადების თარიღი“ (ასაკი იქვე ჩანს — 12 წლამდე ბავშვს კბილების რუკა სარძევე კბილებით გაეხსნება), „სქესი“, „ტელეფონი“, „ქალაქი“, „მისამართი“, „ელ. ფოსტა“.
  5. „დაზღვევა“ და „პოლისის ნომერი“ (თავი დაზღვევა და თანაგადახდა).
  6. „სამუშაო / სასწავლო ადგილი“, „საკონტაქტო პირი“, „კავშირი“ (დედა, მამა, მეუღლე…), „საკონტაქტო პირის ტელეფონი“.
  7. „SMS შეხსენება ვიზიტამდე“ და „სიახლეები და შეთავაზებები (SMS)“ — პაციენტის თანხმობის მიხედვით.
  8. სამედიცინო ბლოკი: „სისხლის ჯგუფი“, „ალერგიები“, „ქრონიკული დაავადებები“, „შენიშვნა (განსაკუთრებული მითითებები)“.
  9. „რეგისტრაცია“ — „პაციენტი დარეგისტრირდა“ და იხსნება მისი ბარათი.
რეგისტრაცია: აკრეფისას ჩანს უკვე რეგისტრირებული პაციენტები — „დააჭირეთ გასახსნელად“
რეგისტრაცია: აკრეფისას ჩანს უკვე რეგისტრირებული პაციენტები — „დააჭირეთ გასახსნელად“

ყურადღება: სტომატოლოგიაში ალერგიის ველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ადგილობრივი ანესთეტიკი (ლიდოკაინი, არტიკაინი), ლატექსი, ანტიბიოტიკი. ალერგია წითლად ჩანს სტომატოლოგიური ბარათის თავში და ვიზიტის ფორმაში. ქრონიკულში ჩაწერეთ ის, რაც ქირურგიისთვის მნიშვნელოვანია (ანტიკოაგულანტი, დიაბეტი, ბისფოსფონატები).

ყურადღება: ორივე SMS გადამრთველი ახალ ფორმაში ჩართულია. სარეკლამო SMS-ზე („სიახლეები და შეთავაზებები“) ჯერ ჰკითხეთ პაციენტს და, თუ თანახმა არ არის, გამორთეთ.

უცხოელი: ჩართეთ „უცხო ქვეყნის მოქალაქე (პასპორტით)“ — პირადი ნომრის ნაცვლად იწერება პასპორტის ან სხვა დოკუმენტის ნომერი.

ბავშვი: ბავშვს ხშირად ტელეფონი არ აქვს — ჩაწერეთ მშობელი „საკონტაქტო პირად“ და მისი ტელეფონი. მკურნალობის გეგმაზე ხელს მშობელი აწერს (თანხმობის ფანჯარაში შეცვალეთ „ხელმომწერი“). მშობლისა და ბავშვის ბარათების ერთმანეთთან მიბმა (ოჯახი, საერთო ანგარიში) 2.38-ში არ არის.

შეცდომები: „პირადი ნომერი უნდა შედგებოდეს 11 ციფრისგან“, „ამ პირადი ნომრით პაციენტი უკვე რეგისტრირებულია“, „დაბადების თარიღი არასწორია“.

ელექტრონული ბარათი

ბარათი იხსნება პაციენტზე დაჭერით (რეესტრი, ვიზიტი, კალენდარი, დებიტორები) ან სტომატოლოგიური ბარათიდან — „ელ. ბარათი“. სათაურში — სახელი, „ელექტრონული ბარათი № … · რეგისტრაცია …“.

თამარ კიკვიძის ელ. ბარათი: ჩანართი „კბილები“ — რუკა, ლეგენდა და „სტომატოლოგიური ბარათის გახსნა“
თამარ კიკვიძის ელ. ბარათი: ჩანართი „კბილები“ — რუკა, ლეგენდა და „სტომატოლოგიური ბარათის გახსნა“

მარცხენა სვეტი: პირადი ნომერი, ასაკი, სქესი; ალერგია წითელ ჩარჩოში (ან „ალერგია არ აღინიშნება“); ქრონიკული, სისხლის ჯგუფი, დაბადება, კონტაქტი, საკონტაქტო პირი; დაზღვევა და დამატებითი პოლისები; მომავალი — უახლოესი ჩაწერები და გამოძახება.

ღილაკები: „სტომატოლოგიური ბარათი“ (Dent-ში მთავარი), „ახალი ვიზიტი“, „ჩაწერა“, „გადახდა“ (როცა ვალი აქვს), „ავანსი“, „ინვოისი“, „რედაქტირება“.

ოთხი ციფრი (ვინც ფულს იღებს, მას უჩანს): „გადასახდელი“, „გადახდილი“, „დავალიანება“, „ავანსი“.

ჩანართები

ჩანართირა არის
კბილებიპატარა რუკა ლეგენდით და DMFT-ით; „სტომატოლოგიური ბარათის გახსნა“ (Activi Dent-ის ჩანართი)
ისტორიაყველაფერი ერთ ხაზზე თარიღით: ვიზიტები დიაგნოზით, ფაილები, დოკუმენტები, SMS
ვიზიტები#, თარიღი, ექიმი, დიაგნოზი („პულპიტი (კბ. 36)“), ჯამი, პაციენტის წილი, ვალი, სტატუსი — დაჭერით იხსნება ვიზიტი
ლაბორატორიაMED-ის ანალიზების ჩანართი (სისხლის ანალიზი და სხვ.). სტომატოლოგიურ კლინიკაში იშვიათად სჭირდებათ — ტექნიკოსის შეკვეთები სტომატოლოგიური ბარათის „ტექ. ლაბორატორიაშია“
ფაილებირენტგენები, ფოტოები, DICOM, სკანები (თავი რენტგენი და ფოტოები)
დოკუმენტებითანხმობა მკურნალობის გეგმაზე (ხელმოწერილი), რეცეპტები, მიმართვები, ფორმები
სერვისებიყველა გაწეული სერვისი: თარიღი, კატეგორია, ექიმი, რაოდენობა, ჯამი, დაზღვევის და პაციენტის წილი
გადახდები, ავანსებიფულის მოძრაობა ჩეკის ნომრით და თანამშრომლით; ავანსის ნაშთი
აუდიტივინ როდის გახსნა და შეცვალა ბარათი (ადმინისტრატორი და მენეჯერი)
ჩანართი „დოკუმენტები“: თანხმობა მკურნალობის გეგმაზე — ხელმოწერილი
ჩანართი „დოკუმენტები“: თანხმობა მკურნალობის გეგმაზე — ხელმოწერილი
ჩანართი „ავანსები“: პირველადი შენატანი 2 000 ₾ და მისით დაფარული ვიზიტები; ნაშთი 32 ₾
ჩანართი „ავანსები“: პირველადი შენატანი 2 000 ₾ და მისით დაფარული ვიზიტები; ნაშთი 32 ₾

რედაქტირება და წაშლა

  • „რედაქტირება“ — იგივე ფორმა. რეგისტრატორი და ადმინისტრატორი ცვლის ყველაფერს; სტომატოლოგი ხედავს ღილაკს „სამედიცინო მონაცემები“ და ცვლის მხოლოდ სისხლის ჯგუფს, ალერგიას, ქრონიკულ დაავადებებს და შენიშვნას. ყოველი ცვლილება აუდიტში იწერება.
  • „წაშლა“ — ადმინისტრატორი ან მენეჯერი, უფლებით „ჩანაწერების წაშლა“. „ვიზიტების ან გადახდების მქონე პაციენტი არ იშლება“.

შენიშვნა: ორი ბარათის გაერთიანება (თუ ერთი ადამიანი ორჯერ დარეგისტრირდა) 2.38-ში არ არის — კბილების რუკა და გეგმა ორ ბარათზე გაიყოფა. რეგისტრაციისას ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება სიას „უკვე რეგისტრირებულია“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.