სადაზღვევო ინვოისები: რა შედის, შექმნა, ბეჭდვა, ანაზღაურება, ჩამოწერა და ამონაწერი
მზღვეველის წილის მიღება Activi Dent-ში (Dent Clinic): ინვოისი სადაზღვევო კომპანიაზე პერიოდისთვის — რომელი ვიზიტები შედის, შექმნა, ნახვა, ბეჭდვა და Excel, წაშლა, ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ (ჩამოწერა), ამონაწერი კომპანიასთან შესადარებლად, დებიტორები.
მზღვეველის წილს პაციენტი არ იხდის — კლინიკა მას პერიოდულად (ჩვეულებრივ, თვეში ერთხელ) ინვოისით უგზავნის სადაზღვევო კომპანიას, ის კი გადმორიცხავს. ინვოისები და ამონაწერი Dent Clinic-ის ნაწილია. გვერდი „დაზღვევა“ → ჩანართები „ინვოისები“ და „ამონაწერი“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი).

რა შედის ინვოისში
მზღვეველის წილი იმ ვიზიტებიდან, რომლებიც:
- დასრულებულია (ღია ვიზიტი არ შედის — ჯერ დაასრულეთ; ამიტომ სტომატოლოგიური ვიზიტი დღის ბოლოს დაასრულეთ, თუნდაც პაციენტს ავანსიდან ჰქონდეს გადახდილი);
- ამ მზღვეველითაა და მისი წილი 0-ზე მეტია;
- არჩეულ პერიოდშია და ჯერ არც ერთ ინვოისში არ შესულა.
ინვოისში შესული ვიზიტი იკეტება: მისი სტრიქონები, ექიმი და დაზღვევა აღარ იცვლება, ვიზიტს პროცედურა აღარ ემატება და აღარ ამოიშლება („ვიზიტი უკვე შესულია სადაზღვევო ინვოისში“), ვიზიტი აღარ უქმდება და ხელახლა აღარ იხსნება.
ახალი ინვოისი
- „ახალი ინვოისი“ (ან მზღვეველის ბარათზე „ინვოისი“).
- „კომპანია“ და პერიოდი.
- ქვემოთ ჩანს ვიზიტები: თარიღი, პაციენტი და პირადი ნომერი, პოლისი, ექიმი, ჯამი, კომპანიის წილი.
- „ინვოისის შექმნა · …“.
ინვოისი იღებს ნომერს MED-2026-0003 (Activi Dent-შიც ასეა — „MED“ და წლის რიგითი ნომერი) და სტატუსს „ღია“. ცარიელ პერიოდზე: „ამ პერიოდში გადასახდელი ვიზიტები არ არის“.
ნახვა და ბეჭდვა
სიაში ინვოისზე დაჭერა ხსნის მას: კლინიკის თავფურცელი, მზღვეველი, ხელშეკრულების ნომერი, პერიოდი და ვიზიტების ცხრილი — თარიღი, პაციენტი, პირადი ნომერი, პოლისი, დიაგნოზის კოდი, სერვისები (კბილის ნომრით და ზედაპირებით — „კომპოზიტური ბჟენი (ფოტოპოლიმერი) — კბ. 37 (OD)“), ექიმი, ჯამი, კომპანიის წილი. ღილაკები: „ბეჭდვა“, „Excel“, ღია ინვოისზე — „წაშლა“, „გადახდილია“.

წაშლა ღია ინვოისს შლის და მის ვიზიტებს ათავისუფლებს. გადახდილი ინვოისი არ იშლება.
ანაზღაურება
როცა კომპანია გადმორიცხავს: ინვოისის სტრიქონზე — „გადახდილია“ → „მიღებული თანხა“ (ნაგულისხმევად — სრული; თუ ნაკლები აანაზღაურა, ჩაწერეთ რეალური — სხვაობა „ჩამოიწერება“) → მეთოდი „გადმორიცხვა“ ან „ნაღდი“ → „დადასტურება“. ინვოისი ხდება „გადახდილი“, თანხა ჩეკად ტარდება და ბუღალტერიაში შემოსავლად აღირიცხება.
სანიმუშო კლინიკა:
| ინვოისი | კომპანია | პერიოდი | ვიზიტი | თანხა | სტატუსი |
|---|---|---|---|---|---|
| MED-2026-0001 | დაზღვევა „ფარი“ | აგვისტო | 48 | 4 209,50 ₾ | გადახდილი 24 სექ, გადმორიცხვით |
| MED-2026-0002 | მზრუნველი დაზღვევა | აგვისტო | 51 | 2 628,00 ₾ | გადახდილი 18 სექ, გადმორიცხვით |
| MED-2026-0003 | დაზღვევა „ფარი“ | სექტემბერი | 53 | 3 796,00 ₾ | ღია (შეიქმნა 1 ოქტ) |
| MED-2026-0004 | მზრუნველი დაზღვევა | სექტემბერი | 65 | 3 216,00 ₾ | ღია (შეიქმნა 1 ოქტ) |
ვიზიტი #613 (ლევან გოგიაშვილი, 97,50 ₾ — თავი დაზღვევა და თანაგადახდა) MED-2026-0003-შია.
ყურადღება: ჩამოწერილი თანხა (კომპანიამ რომ არ აანაზღაურა) პაციენტზე არ გადადის. კომპანიის უარი კონკრეტულ ვიზიტზე ცალკე არ აღირიცხება — ასეთი ვიზიტი ინვოისამდე მოხსენით მზღვეველიდან.
შენიშვნა: გადმორიცხვით მიღებული ანაზღაურება სალაროს დახურვის X/Z-რეპორტში „ბარათის“ სვეტში ჩანს (კლინიკის ანგარიშებში — სწორად, „გადმორიცხვად“). Z-რეპორტის ბანკის ამონაწერთან შედარებისას ეს გაითვალისწინეთ.
ამონაწერი
ჩანართი „ამონაწერი“ — ერთი კომპანიის ყველა ვიზიტი პერიოდში (ინვოისში შესული და შეუსვლელი, 0%-იანიც — მაგ. იმპლანტი, რომელსაც „ფარი“ არ ფარავს), კომპანიის საკუთარ ჩანაწერებთან შესადარებლად. ზემოთ: ვიზიტები და პაციენტები, მომსახურება, კომპანიის წილი, პაციენტის წილი. „ბეჭდვა“ და „Excel“.

მზღვეველის ბარათზე
„კომპანიები“ ჩანართში თითო მზღვეველზე: „ინვოისის გარეშე“ (დასრულებული ვიზიტები, ინვოისი ჯერ არ შექმნილა — 2 ოქტომბერს „ფარი“ 96 ₾, „მზრუნველი“ 188 ₾), „გადაუხდელი ინვოისი“ და „მიღებული“. „დებიტორებში“ კომპანიის ვალი = „ინვოისის გარეშე“ + „გადაუხდელი ინვოისი“.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.