სტომატოლოგიური ბარათი: პაციენტის ძებნა, ბარათის თავი, ექიმის არჩევა და ჩანართები
Activi Dent-ის მთავარი სამუშაო ეკრანი — სტომატოლოგიური ბარათი: პაციენტის ძებნა, დღის ჩანაწერები და ბოლოს გახსნილი ბარათები, ბარათის თავი (ალერგია, დაზღვევა, დავალიანება, ავანსი), ექიმის არჩევა, ჩანართები — კბილების რუკა, მკურნალობის გეგმა, დღევანდელი ვიზიტი, ორთოდონტია, იმპლანტები, პაროდონტი, რენტგენი და ფოტო, ტექნიკური ლაბორატორია.
სტომატოლოგიური ბარათი სტომატოლოგის მთავარი ეკრანია: ერთ ადგილას — პაციენტის კბილების რუკა, მკურნალობის გეგმა, დღევანდელი ვიზიტი და სპეციალიზებული ნაწილები. მენიუში — „მთავარი“ → „სტომატოლოგიური ბარათი“.
პაციენტის პოვნა
გვერდი „სტომატოლოგიური ბარათი“ — „კბილების რუკა, მკურნალობის გეგმა, ვიზიტი და სპეციალიზებული მოდულები — ერთ ეკრანზე“:
- ძებნის ველი „პაციენტის ძებნა — სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან ტელეფონი…“ — ნაპოვნზე დაჭერა ბარათს ხსნის;
- „დღის ჩანაწერები“ — დღევანდელი ჩაწერები დროით, სერვისით, ექიმით და სტატუსით (ექიმი ხედავს მხოლოდ თავისას); დაჭერა პაციენტის ბარათს ხსნის;
- „ბოლოს გახსნილი“ — ამ კომპიუტერზე ბოლოს გახსნილი 8 ბარათი.

ბარათი სხვა გზითაც იხსნება:
- „დღეს“ გვერდის ძებნიდან — Activi Dent-ში ნაპოვნ პაციენტზე დაჭერა სწორედ სტომატოლოგიურ ბარათს ხსნის;
- ელ. ბარათიდან — ღილაკი „სტომატოლოგიური ბარათი“ ან ჩანართი „კბილები“ → „სტომატოლოგიური ბარათის გახსნა“;
- „მკურნალობის გეგმები“, „ორთოდონტია“, „იმპლანტები“ სიებიდან — სტრიქონზე დაჭერა ბარათს შესაბამის ჩანართზე ხსნის.
ბარათის ზემოთ — „← პაციენტები“ (უკან, ძებნაზე) და ველი „სხვა პაციენტი — სახელი, პირადი № ან ტელეფონი…“.
ბარათის თავი

| ნაწილი | რას აჩვენებს |
|---|---|
| პაციენტი | სახელი, „პ/ნ …“, ასაკი, ტელეფონი |
| ალერგია | წითლად — „ალერგია: ლიდოკაინი“ (ანესთეზიისას მნიშვნელოვანია!); ან მწვანედ „ალერგია არ აღინიშნება“ |
| დაზღვევა, ქრონიკული | მზღვეველის სახელი; ქრონიკული დაავადება ყვითლად (მაგ. „ანტიკოაგულანტი (ვარფარინი)“ — ქირურგიის წინ) |
| დავალიანება / ავანსი | პაციენტის ვალი და წინასწარ გადახდილი თანხის ნაშთი |
| ექიმი | ვის სახელით იწერება რუკის ჩანაწერი, გეგმა და დღევანდელი პროცედურა |
| ღილაკები | „ელ. ბარათი“, „ჩაწერა“ (კალენდარი; ექიმს არ უჩანს), „გადახდა / ავანსი“ (ვინც ფულს იღებს), ტელეფონის ხატულა |
ექიმის არჩევა: ექიმის ანგარიშით შესულს ველი თავისით მისია და არ იცვლება. ასისტენტი, რეგისტრატორი, მენეჯერი ირჩევს ექიმს სიიდან — არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება (კრესლოსთან მდგარ კომპიუტერზე ერთხელ ირჩევთ).
„გადახდა / ავანსი“ ხსნის გადახდის ფანჯარას: თუ პაციენტს ვალი აქვს — ვალის გადახდა, თუ არა — ავანსის მიღება (თავი სალარო).
ჩანართები
| ჩანართი | რა არის | პაკეტი |
|---|---|---|
| კბილების რუკა | ოდონტოგრამა, კბილის ისტორია, დათვალიერების ჩაწერა, პროცედურა გეგმაში ან დღეს | Start |
| მკურნალობის გეგმა | გეგმები ეტაპებით, ალტერნატივები, თანხმობა, განვადება, ბეჭდვა | Start |
| დღევანდელი ვიზიტი | დღის ღია ვიზიტის სტომატოლოგიური ნაწილი — ან ღილაკი „ვიზიტის დაწყება“ | Start |
| ორთოდონტია | ბრეკეტები / ელაინერები, ვიზიტები, ყოველთვიური გადახდა | Clinic |
| იმპლანტები | რეესტრი, შეხორცება, დატვირთვა, პასპორტი | Clinic |
| პაროდონტი | პაროდონტის რუკა და შედარება | Clinic |
| რენტგენი და ფოტო | რენტგენები, CBCT, ფოტოები კბილებით | Clinic |
| ტექ. ლაბორატორია | ამ პაციენტის შეკვეთები ტექნიკოსთან | Clinic |
ჩანართზე რიცხვი — რამდენი ჩანაწერია (მაგ. „მკურნალობის გეგმა 2“, „რენტგენი და ფოტო 3“). დაკეტილ ჩანართზე ჩანს ნიშანი „Dent Clinic“ (თავი პაკეტები).
დღევანდელი ვიზიტი
ჩანართი „დღევანდელი ვიზიტი“ პოულობს პაციენტის დღევანდელ ღია ვიზიტს. თუ ასეთი არ არის — „დღეს ვიზიტი ჯერ არ არის“ („ვიზიტი იხსნება კალენდრიდან („მოვიდა“) ან აქედან. პროცედურები ავტომატურად ხვდება ანგარიშში.“) და ღილაკი „ვიზიტის დაწყება“ — ახალი ვიზიტი არჩეული ექიმით.

ღია ვიზიტზე ჩანს მისი სტომატოლოგიური ნაწილი (პროცედურები, ანესთეზია, დიაგნოზები — თავი ვიზიტი) და ღილაკი „ვიზიტის ფორმა / გადახდა“ — MED-ის სრული ვიზიტის ფორმა: ჩივილი, ანამნეზი, დაზღვევა, ჯამები, გადახდა და დასრულება.
ელ. ბარათის ჩანართი „კბილები“
Activi Dent-ში პაციენტის ელექტრონულ ბარათს (MED-ის) პირველ ჩანართად ემატება „კბილები“: პატარა რუკა ლეგენდით და ღილაკი „სტომატოლოგიური ბარათის გახსნა“. დანარჩენი ჩანართები — ისტორია, ვიზიტები, ფაილები, დოკუმენტები, სერვისები, გადახდები, ავანსები, აუდიტი — MED-ისაა (თავი პაციენტები და ელ. ბარათი).
შენიშვნა: რუკაზე სარძევე კბილები ავტომატურად ჩანს 12 წლამდე პაციენტზე (დაბადების თარიღით), უფროსზე — მუდმივი. ბარათში რუკის ზემოთ გადამრთველით ხელით შეიცვლება („მუდმივი“ / „სარძევე“), მაგრამ ელ. ბარათის ჩანართში, გეგმის ფორმაში, ვიზიტის რუკაზე და ამობეჭდილ გეგმაზე რეჟიმი ყოველთვის ასაკით ირჩევა.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.