აუდიტის ჟურნალი და პაციენტის მონაცემების დაცვა
ვინ ნახა ან შეცვალა პაციენტის მონაცემები Activi Dent-ში: აუდიტის ჟურნალი და ფილტრები, კბილების რუკის გახსნა და ცვლილებები, გეგმა და თანხმობა, ბარათის ჩანართი „აუდიტი“, ექსპორტი (Dent Pro); მონაცემების დაცვა — სად ინახება, ვინ რას ხედავს, რენტგენები და ფოტოები, ბექაპი, ეკრანის სურათი დახმარებისას.
პაციენტის ჯანმრთელობის მონაცემი — მათ შორის კბილების რუკა, რენტგენი და ფოტო — განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია. Activi Dent ამიტომ იწერს, ვინ, როდის და რა ნახა ან შეცვალა, და ზღუდავს, ვის რა უჩანს.
აუდიტის ჟურნალი
გვერდი „აუდიტი“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი): სვეტები დრო, თანამშრომელი, მოქმედება, ობიექტი (და მისი ნომერი), პაციენტი და პირადი ნომერი, დეტალები; კომპიუტერის IP მისამართიც ინახება.

ფილტრები: პერიოდი, ძებნა, „ყველა თანამშრომელი“, „ყველა მოქმედება“, „ყველა ობიექტი“. „Excel“ — ჟურნალის ექსპორტი (Dent Pro).
სტომატოლოგიური ჩანაწერები ჟურნალში:
| მოქმედება | დეტალები ჟურნალში (მაგალითი) |
|---|---|
| რუკის გახსნა | „კბილების რუკა გაიხსნა“ |
| რუკაზე ჩაწერა / წაშლა | „რუკა: 36 — პულპიტი“, „რუკიდან წაიშალა: 25 კარიესი“ |
| გეგმა | „შეიქმნა მკურნალობის გეგმა „კომპლექსური მკურნალობა““, „შეიცვალა გეგმა „…“ (3 743.00 ₾)“, „წაიშალა გეგმა „…““ |
| თანხმობა | „პაციენტი დაეთანხმა გეგმას „კომპლექსური მკურნალობა“ (ხელმოწერით)“ |
| შესრულება | „შესრულდა 2 პროცედურა გეგმიდან — ვიზიტი #…“, „პროცედურა: კომპოზიტური ბჟენი … — კბ. 37 (OD)“, „ვიზიტიდან ამოიშალა პროცედურა #…“ |
| განვადება | „განვადება: პირველადი შენატანი — 2000.00 ₾“ |
| ორთოდონტია, იმპლანტი, პაროდონტი, ლაბორატორია | „ორთოდონტია: მეტალის ბრეკეტები“, „იმპლანტი Osstem — კბ. 46, LOT LOT-000046“, „პაროდონტის რუკა: საშ. სიღრმე … მმ, BOP …%“, „ტექნიკური შეკვეთა DL-2026-…: გვირგვინი“ |
შენიშვნა: 2.38-ში სვეტში „ობიექტი“ სტომატოლოგიური ჩანაწერები ტექნიკური სიტყვით ჩანს —
chart(რუკა),plan(გეგმა),installment(განვადება),ortho,implant,perio,dent_lab— და ფილტრში „ყველა ობიექტი“ ისინი არ არის. ასეთი ჩანაწერის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნა (მაგ. „რუკა“, „გეგმა“, „იმპლანტი“) ან პაციენტის ბარათის „აუდიტი“.
ამას ემატება MED-ის ჩვეულებრივი ჩანაწერები: ბარათის, ვიზიტის, ფაილის გახსნა (ერთი ადამიანის ერთი ბარათის ნახვა 10 წუთში ერთხელ), რეგისტრაცია და ყოველი ცვლილება („შეიცვალა: ტელეფონი, ალერგიები“), ვიზიტის შექმნა და დასრულება, გადახდა, ავანსი, გაუქმება, ინვოისი, ფაილის ატვირთვა, ექსპორტი, პარამეტრები.
ჟურნალიდან ჩანაწერი პროგრამაში არ იცვლება და ცალკე არ იშლება.
შენიშვნა: ელ. ბარათის ნახვა 10 წუთში ერთხელ იწერება, კბილების რუკის გახსნა კი — ყოველ ჯერზე (ბარათის ყოველ გახსნაზე და ცვლილების შემდეგ ხელახლა ჩატვირთვისას). ერთი ექიმის ერთი პაციენტის ბარათი ჟურნალში ერთ წუთში რამდენჯერმე შეიძლება ჩანდეს — ეს შეცდომა არ არის.
ერთი პაციენტის ისტორია
პაციენტის ელ. ბარათის ჩანართი „აუდიტი“ — მხოლოდ ამ პაციენტის ჩანაწერები (ბოლო 300). გამოიყენეთ, როცა პაციენტი იკითხავს, ვინ ნახა მისი მონაცემები.
შენიშვნა: კბილების რუკაზე წაშლილი ჩანაწერი რუკიდან ქრება, მაგრამ კბილის ისტორიაში რჩება გადახაზული — „წაშლილი“ (თავი კბილების რუკა). ასე ისტორია ყოველთვის სრულია.
ვინ რას ხედავს
- სტომატოლოგი — თავის კალენდარს და ვიზიტებს; სხვა ექიმის ვიზიტის ჩანაწერს — თუ კლინიკამ ასე დაუშვა. კბილების რუკას და გეგმებს ყველა ექიმი ხედავს — ისინი პაციენტისაა და ერთი ვიზიტის ნაწილი არ არის. ფულის ციფრები (დღის შემოსავალი, დებიტორები) ექიმს არ უჩანს.
- რეგისტრატორი — რუკას და გეგმას ხედავს (ჩაწერისა და ფულის მისაღებად), მაგრამ მასში ვერაფერს წერს; სამედიცინო ჩანაწერი მისთვის დაკეტილია.
- ასისტენტი — სამედიცინო ჩანაწერებს და რუკას; ფულს — არა.
- ალერგია, სისხლის ჯგუფი, ქრონიკული დაავადებები — უსაფრთხოებისთვის ყველა სამედიცინო თანამშრომელს უჩანს; სტომატოლოგიური ბარათის თავში ალერგია წითლად ჩანს („ალერგია: ლიდოკაინი“).
სად ინახება მონაცემები
ბაზა, რენტგენები და ფოტოები ინახება კლინიკის კომპიუტერზე (%APPDATA%\CloudPos\data-clouddent) და ქსელში მხოლოდ ლოკალურად ჩანს. გამონაკლისები, რომლებსაც კლინიკა თავად რთავს ან იყენებს:
| რა | რა გადის კომპიუტერიდან |
|---|---|
| ასლი Activi-ის სერვერზე (ლიცენზიის მიბმის შემდეგ) | ბაზის დაშიფრული ასლი; რენტგენები, ფოტოები და სხვა ფაილები (med-docs) — არა |
| SMS | ტელეფონის ნომერი და შეტყობინების ტექსტი — კლინიკის SMS პროვაიდერთან |
| ონლაინ ჩაწერა | activi.ge-ზე მხოლოდ ექიმები, სერვისები და თავისუფალი დრო; პაციენტის მოთხოვნა იქ ინახება მხოლოდ მანამ, სანამ პროგრამა მას ჩამოიტანს |
| „დახმარება“ | კლინიკის სახელი, ვერსია და (თუ არ მოხსნით) ეკრანის სურათი |
| EHR / ელ. რეცეპტი | მხოლოდ კლინიკის ჩართვის შემდეგ, მისი ოფიციალური წვდომით |
| RS.ge | პირადი ნომერი — სახელის მოსაძებნად, როცა „RS“-ს დააჭერთ |
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
ყურადღება: ავტომატური ბექაპი (
backups) და სარეზერვო ფაილი (cloudpos-backup_….json) დაუშიფრავია და შეიცავს ყველა პაციენტის მონაცემს. შეინახეთ ისინი დაცულ ადგილას და ელ-ფოსტით ნუ გაგზავნით. იგივე ეხება Excel-ის ექსპორტებს.
- ფოტოები „მკურნალობამდე / შემდეგ“ პაციენტის სახეს შეიცავს — რეკლამაში ან სოციალურ ქსელში მათი გამოყენება მხოლოდ პაციენტის წერილობითი თანხმობით.
- დახმარების მოთხოვნისას ეკრანის სურათი ავტომატურად ერთვის — თუ ეკრანზე კბილების რუკა ან ვიზიტია, დააჭირეთ „არ დაერთოს“.
- ჩეკზე იბეჭდება პაციენტის სახელი და ვიზიტის ნომერი — დიაგნოზი კი არა.
- სარეკლამო SMS რეგისტრაციის ფორმაში ნაგულისხმევად ჩართულია — გამორთეთ, თუ პაციენტი თანხმობას არ იძლევა.
- თითოეულს — საკუთარი ანგარიში; საწყისი პაროლები შეცვალეთ.
- პაციენტი, რომელსაც ვიზიტები ან გადახდები აქვს, არ იშლება.
შენიშვნა: Activi Dent ინსტრუმენტებს იძლევა — როლებს, აუდიტს, თანხმობას ხელმოწერით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია კლინიკა. პროგრამას სახელმწიფო სერტიფიცირება ამ მიმართულებით არ გაუვლია.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.